ნეკერჩხლის ფოთოლს ციხის სარკმელში...
* * *
ნეკერჩხლის ფოთოლს ციხის სარკმელში
სურდა შეღწევა და უცებ გაქრა,
ჩაეშვა ფსკერზე, დაბლა სარქველში,
სიტყვის ბინდბუნდში რაღაცამ შთანთქა.
თოვლის ქვეშ შუქი ფიზალისისა,
წვდება შორეულ ნაპირს იქითას.
თუმცაღა ერთად აქ მონაგროვი
არის მცხოვრები ყველა ამ სოფლის.
ხოლო უფრო დიდ დასახლებებში,
არის გინება და სულ ბნელეთი.
ქრონომეტრიულ გაელვებებში
და ცვლილებათა შეცვლილ ფერებში,
წვა და დრტვინვაა შემოქმედების.
...გული ბნელიდან ნათელს მოჰკივის,
ფოთოლცვენიდან ზამთრის საზღვრამდე,
პოდოლსკში მოკლეს პოხლიობნიკი,
ათი წელი მკვლელს არვინ არ დასდევს.





