შუადღის ბნელში, საშინელ ქარში...
* * *
შუადღის ბნელში, საშინელ ქარში
მქრქალი სხეული ხდებოდა შავი,
ვინც მოახდინა ხოცვა და ჟლეტა,
დაშლას ჯერ კიდევ არ აპირებდა.
ერთს რომ უნდოდა ფინალი სწრაფი,
შუბი აძგერა ნეკნებში მწარი,
რაღაც პირადი მიზეზის გამო,
შეუმსუბუქა სიკვდილი ამით.
ხორცს ისეც უკვე განშორდა სული,
თუმც ნეკნებს მაინც ეძგერა შუბი,
გადმოეღვარა წყლიანი სისხლი,
ლათინურ ჩაფხუტს მზისით და დღისით.
შორიდან, ტუჩთა მოკვნეტით იდგა,
ელოდა ყმაწვილს, რომელიც ჯვრიდან,
დედა მარიამს აძლევდა რჩევებს
და აბარებდა მარიამს, პეტრეს.
შემოიტანა როდესაც იმ ხანს,
განსაბანელი ნიკოდომისმა,
უხვევდნენ სხეულს ხალათში თეთრში,
კუბოსთან იდგნენ საფლავის მცველნი.
მწყემსებმა უკვე ასწიეს კვერთხი,
აღდგომის სუფრას ავსებდნენ წესით
და ანგელოზი, აქებდნენ რომელს,
ავიდა ახლოს მდებარე ბორცვზე.
თუმც სიჩქარეში ფიქრობდა პეტრე,
რა საჭიროა ტაძარში შეხვდე
ყოველ განთიადს, სჯობს ისევ ხარჯვა
და სათევზაოდ მიმოსვლა ძმასთან.
ჯერ არ ჩაექრო მარიამს ცეცხლი,
თვალით შეუვალ კედელთან იდგა,
სულ არ სჯეროდა ჯვრიანი ფერფლის,
დაპირებებში მესამე დღისა,





