ირიბი წვიმა
ისე გადავიდა წვიმა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს,
რომ ჩემს პერანგს მისი წვეთები არ შეხებია.
ჩვეულებრივ ასე დადიან ხოლმე ძაღლები,
რომლებსაც ტერიტორიები გაყოფილი აქვთ.
არა და რა დიდი სიხარული იქნებოდა —
გრძელი გზის შემდეგ
სიცხეში, სადაც თერმომეტრი ლამის აფეთქდეს,
ჩქარი, გამაგრილებელი წვიმის ქვეშ დგომა.
დახეული თუნუქის ხმაურით
დამხვდა ჩემი ძველი, დასახიჩრებული სახლი.
და აი, დიდი ხნის ნანატრი ქალივით
ჩაიარა წვიმამ გვერდით ტროტუარზე.




