დაიძინებ, ხილვებს ხედავ, ისე როგორც DVD-ში...
* * *
დაიძინებ, ხილვებს ხედავ, ისე როგორც DVD-ში,
ჩანს ზღვის ლომის კლდეზე ძველი შუქურა და იმის უკან,
მუსიკა ჟღერს უცნაურად, თითქოს ჩუმად ტირის მკერდში,
სიზმარში ზღვის ლომთა სადგომს შორიახლოს ნავი უდგას.
მუზა ტირის მათზე, ნახა ვინც სქელი ზღვის შავი ფსკერი,
ცივ ზამთარში იხრჩობოდა, შეხვეული შავ ნივთებთან,
ადგება და კვდება ისევ წითელ ცისკრის კავალერი,
იძინებ და შენც ეცემი... და სიზმარიც ნივთი ხდება.
სად წავიდეს კაცი ნეტავ, თუ იცხოვრა დღემდე სხვაგან?
ქიმერული ირონია... ისუნთქა და იყვარყვარა,
ოცნებები ირევიან, წყალქვეშა ფრიკებს და სხვათაც,
მოუხმობენ იმ ბამბუკის სამყაროში მისაყვანად.
იქნებ ნიშანია უფლის — კუნძულები, შუქურები,
შეიძლება მოხდეს ასეც — სატანის ზღვას შევუერთდე,
რა სამყარო და წრეები შემამჩნევენ თუ კი ვკვდები?
ვეშაპივით გავირთხმები, დამასვამენ მხრებზე ბეჭედს.




