მინდოდა მამაჩემზე დამეწერა...
* * *
ქეით კაპოვიჩი
მინდოდა მამაჩემზე დამეწერა,
მაგრამ მერე წერის შემეშინდა,
და ახლა ბატკანივით მოლზე ვწევარ,
არ ვიცი როგორა ვთქვა რის თქმაც მინდა.
რაც მე მასზე მახსოვს, ყველაფრიდან,
მხოლოდ იმ ერთ ადგილს ავირჩევდი:
განა სრიალს თხილამურებით ან
ამბავს სენტიმენტურ ქარიზმებით.
და არც ლუდის კათხას „დიქლოსოფი“,
და არც გინებას და სროლას სკამის,
სათამაშოებს რომ მივტიროდი,
რაღაც სულ ექვსი წლის რომ ვიყავი.
ვარ მე მაინც მამის მადლობელი,
რადგან ერთხელ ერთ მშვიდ გარემოში,
მხიბლავდა „პინკ ფლოიდის“ სამყოფელი,
ვიდრე ამ ბრეჟნევზე ანეგდოტი.
ეჭვგარეშეა, Wish You Were Here,
იქ ითამაშა, მაგრამ თუ არა,
გამოისყიდის ცოდვას და მერე,
შეეგუება ამ მსუბუქ ღალატს.
ქეით კაპოვიჩი
მინდოდა მამაჩემზე დამეწერა,
მაგრამ მერე წერის შემეშინდა,
და ახლა ბატკანივით მოლზე ვწევარ,
არ ვიცი როგორა ვთქვა რის თქმაც მინდა.
რაც მე მასზე მახსოვს, ყველაფრიდან,
მხოლოდ იმ ერთ ადგილს ავირჩევდი:
განა სრიალს თხილამურებით ან
ამბავს სენტიმენტურ ქარიზმებით.
და არც ლუდის კათხას „დიქლოსოფი“,
და არც გინებას და სროლას სკამის,
სათამაშოებს რომ მივტიროდი,
რაღაც სულ ექვსი წლის რომ ვიყავი.
ვარ მე მაინც მამის მადლობელი,
რადგან ერთხელ ერთ მშვიდ გარემოში,
მხიბლავდა „პინკ ფლოიდის“ სამყოფელი,
ვიდრე ამ ბრეჟნევზე ანეგდოტი.
ეჭვგარეშეა, Wish You Were Here,
იქ ითამაშა, მაგრამ თუ არა,
გამოისყიდის ცოდვას და მერე,
შეეგუება ამ მსუბუქ ღალატს.





