სკოლის მოსწავლე
...ტა-ტა-ტა-ტა-ტა-ტა-ტა-ტა-ტა-ტა-ტა-ტა.
რა იცის იმან რეალურად წარსული აწმყო?
იყო ცბიერი, ვულგარული, როგორც მე მახსოვს.
მზაკვარ მოსწავლეს ძლიერ უყვარს წიგნი „ბალზაკი.
ისტორიები უცნაური» და წერს «კაზაკი»,
მოხარულია უგუნური პალინდრომების,
კმაყოფილია ის მეორე სიტყვის სტროფების.
მესამე სიტყვა, თავისთავად არის მარტივი,
იწვევს იმ ღიმილს, რასაც ჰქვია «ღიმილი შენთვის» —
დგას დაფასთან და რეზიუმეს ავლებს ცარცით ის,
სეირისათვის მთელი სკოლა ამ კლასში შედის.
კლასელებია სუყველა და მეგობრებია,
არ ეშინიათ იმ პირველი გატეხილ თავის,
უზრუნველები დღემდე პირველ დაკრძალვებიდან,
ვისთვის თამაში ნერვებზე სულ თამაში არის.
ჭკვიანს არ მოსწონს საბჭოეთის ძალაუფლება,
მოქალაქეებს თვლის ჩავარდნილთ პირში უხეშად
წითელმუცლიან ლევიათანთა.
კორიფანუსსთან უფრო კარგად დგას:
”ჩვენ ვცხოვრობთ, არ ვგრძნობთ ამ ქვეყანას ჩვენს ქვეშ და აქვე, —
გაიგე? — და ეს შეგრძნებებში როგორღაც გვაქცევს,
რაღაცა უხეშ ნივთებად და ამ ნივთთა შეკვრად,
შესაძლო არის იყოს ცუდი ჩინეთზეც მეტად.
მზაკვარი იყო, მოსაწყენი გახდა რატომღაც.
მხედველობიდან ნარჩენები ძმობის გამორჩა.
არავინ ახლა არც ზურგს უკან არ აფრქვევს ბოღმას
და არც არავის არ სურს ახლა „ატასზე“ დგომა.
იყო ბოროტი, მაგრამ გახდა მომგებიანი;
გაშიშვლდებოდა ბოლომდე და თვალცრემლიანიც,
ვერ შეხედავდი, ვერც სარკეში ჩაიხედავდი,
სასოწარკვეთილს სექსსაც ვეღარ გაუბედავდი.
გახსნა ურჩხულმა სუნიანი ვეება ხახა,
მისგან გამოსვლა — ნიშნავს ჩაწვდე უწონადობას,
ასე რომ სკოლის მოსწავლისთვის გამოსვლას ახლა,
არც სარგებელი, არც რამე სხვა კარგი არ მოაქვს.
ტა-ტა-ტა-ტა-ტა-ტა-ტა-ტა-ტა-ტა-ტა-ტა,
მაგრამ სანამდე სისულელე შებოჭავს მასაც,
ნაჩქარევ დასკვნას ნუ ვიჩქარებთ, რა ძალა არის.
იქნებ გამოჩნდეს უკეთესი გამოსავალი?




