სანაპირო

მკრთალად ფოსფორდებიან
კლდის ნაპრალები და ქვები,
თითქოს მართლა მრავლდებიან,
მიწის ძველი ქსოვილები.
მოძრავი და მოშრიალე,
გავლით საუკუნეებზე,
დღეს დრტვინავენ ჩვენს წინაშე,
დრომ გააპრიალა ესე.
მე ტაქტიკის არ ვარ მომხრე,
ჩახუტება მიყვარს მიწის,
გალაქტიკებიდან, ვგონებ,
უკეთ გამოჩნდება ისიც.
შენი ბრძნული ქალურობის,
საწყისებთან კავშირები,
კიდევ ვერცხლი და სინათლე
დამსხვრეული ნაპირების.