თუმც ბევრი რამ დამავიწყდა...
* * *
თუმც ბევრი რამ დამავიწყდა,
მაინც მახსოვს ყველაფერი,
პირველ მაისს ბადაგის თასს,
ბჭე პირველმა შევუხსენი.
მახსოვს, დემონსტრანტები რომ
გვცემდნენ უხეშობისათვის,
მუსიკა, ბაფთები, ის დრო,
უკეთესი იყო მაინც.
ირონიით ვამბობ ამას,
აქ სვერდლოვსკის მოედანზე,
ჩვენ სუყველა ვწევართ, მაგრამ
ძეგლს მხოლოდ მე დამიდგამენ.





