გვიახლოვდება დღესასწაული ახლა პოეტი როგორც დაგვპირდა...
* * *
გვიახლოვდება დღესასწაული ახლა პოეტი როგორც დაგვპირდა,
ცომი დედდება, ქიშმიშს რეცხავენ, ნაირ-ნაირი დუღან კერძები,
გარეთ, ფანჯრებზე, ვით სახსოვარი, ორთქლად იღვრება თრიმლი ზამთრისა
და მღერის შუქი მთელი მოსკოვის , მთელი სამეფოს საზღვრის კედლები.
არა, რაც უნდა ახლა გამოგრჩეს, ვერაფერს უზამ გეოგრაფიას,
რაც არ უნდა ქნა, უნდა შეავსო ნებისმიერი თხრილის კვესები,
დიად სივრცეში გაზაფხულები კვლავ აღდგებიან, ერთხორცარიან,
ბრწყინავს მზარდი დრო ფიუზელაჟის და გამწვანების სულისკვეთებით.
ეს კვამლიანი სამშობლოს სუნი აღმა და აღმა მიეხეტება,
ზეციურ თუჯზე მიემდოვრება, სად საკრალური რეკენ ზარები,
ამ დიდ ხუთშაბათს ფანჯრის მინები გამჭვირვალობით ზეცას ედრება,
ცხრასაათიან დროის სარტყელში არის სიმძაფრე გრძივი ნათების.
ყველა ჩვენგანზე არის ღვთის მადლი, იქნება სხვისთვის იყოს სიკვდილი,
ჩვენ ყველა ველით დღესასწაულებს, რაღაც საჩუქრებს, აღებ-მიცემას,
დრო იწელება, ფეხის წვერებზე ვდგავართ და ასე სიცილ-ღიმილით,
შარშანწინდელი გამხმარ გაზეთით ვწმენდავთ ფანჯრებს და მინა ბრწყინდება.
დღესასწაული გვიახლოვდება, გვცემს მზე თვალებში მთელი სიჩქარით,
ის ჩუკოტკიდან იანისა და ლენაზე გავლით დაისს დაასწრებს,
ბაიკალამდე, მერე ირკუტსკიც კურგანამდეა, ვოლგაც იქ არის,
ვიდრე სამარა, მერე მოსკოვი, მერე პიტერი კალინგრადამდე.
ასხამს, სვამს, ასხამს ეს ვალმოხდილი ნამსახურები დიდი ქვეყანა,
არიგ-ჩარიგებს სკამებს, მაგიდებს, აკორდეონებს, ჭურჭლის ხმაურში,
ეს საერთო და უზარმაზარი ათბობს ჰაერი მინებს ერთთავად
და ბრწყინავს, ბრწყინავს მთელი ქვეყანა, როგორც აღდგომის დღესასწაული.