ბილალი

                      
მოსკოვის სკოლაში შვიდი წლის ჩეჩენი,
გვერდით მჯდომს, — დაგჭრიო, უგზავნის მუქარას,
თან ამის დასტურად ყელზე ხელს მოისვამს.
კრებაზე მშობლები ყვირიან — ეს ჩვენი,
„წესები მოირგონ, თუ უნდათ, თუ არა,
ნახონ სხვა მოსკოვი და ჩვენც სულს მოვითქვამთ.

— შეხედეთ, როგორი მხეცური სახე აქვს
ან და რა ჩვევები. ჰგონიათ შეშლილის
ს ბავშვებს, რადგანაც სულ ხშირად ბრაზდება.
— „მამაჩემს ვეტყვი და სუყველას დაგხვრიტავთ”, —
აშინებს გამხდარ და ფერმკრთალი ბიჭს ბილალი, -
თქვენა ხართ ყველანი ცხვრები და ტურები. და ცოტა წყნარდება.

დაჯდება სკამზე და ხშირ სუნთქვას დაიწყებს.
ტრაბახობს, რომ ბიძამ შეიპყრო არწივი,
გალია შეუკრა და იხვიც გასწირა.
— ... მშობელთა კრებაზე დედამისს რად ვიწვევთ,
მოვიდეს მამა და იცოდეს აწი მის,
ბიჭს წუთით სკოლაში ჩვენ ვეღარ ავიტანთ.

— არწივმა ის იხვი გაწმინდა ძვლებამდე
და სისხლის სულ ბოლო წვეთამდე შეჭამა,—
ამაყობს არწივით ბილალი, ამბობს რა, —
მეორე ბიძამ კი ესროლა ძროხას ჯერ,
მოკლა და საჭმელად ჩაუჯდნენ ერთთავად,
ეზოში მთელ ქუჩამ ის ძროხა მიირთვა.
— ასე არ გამოვა,

ეტყვიან დედები ჩეჩენ ქალს, მამები
დუმან, ის თავს უქნევს, — ჰო, ასლანს გადავცემ,
როდესაც მოვა და
ბილალს აქვს ცისფერი ქლიავის თვალები,
ორი ნაწიბური და მზერა ისეთი, თითქოს ის ძროხაა.

ბილალის ნახევარ ქალას ტოლ თვალებში მზერაა ბოროტი,
თითქოსდა უფალმა, რომელიც მფარველობს ცას კავკასიისას,
ხელებით გააღო, გამოხსნა თვალები ეს ორი მისი და
გამოხსნა ტკივილით, ტკივილით და მკვეთრად, სიკეთის მოსპობით.