პეპელა
ამ მუხლჩაუხრელ მონდომებაში
ერთი წამია ბედნიერების,
რომ გამოგტაცე სიკვდილს ხელიდან
ლექსად გაქციე ჩემი ხელებით.
მასში იცხოვრებ სამარადჟამოდ
არ მოისურვებს სული აქ, დიდად,
აღარც სამოთხის უკვდავ მალამოს,
არც თვით ჯოჯოხეთს, გამოსასყიდად...
შენი ერთი დღე უკვდავი გახდეს,
ასე ვისურვე, ბნელს არ გაგატან,
და ჩემი გულის უმკაცრეს ბადეს
ისევ აწყდები ფრთებით, ფარფატავ!
ერთი წამია ბედნიერების,
რომ გამოგტაცე სიკვდილს ხელიდან
ლექსად გაქციე ჩემი ხელებით.
მასში იცხოვრებ სამარადჟამოდ
არ მოისურვებს სული აქ, დიდად,
აღარც სამოთხის უკვდავ მალამოს,
არც თვით ჯოჯოხეთს, გამოსასყიდად...
შენი ერთი დღე უკვდავი გახდეს,
ასე ვისურვე, ბნელს არ გაგატან,
და ჩემი გულის უმკაცრეს ბადეს
ისევ აწყდები ფრთებით, ფარფატავ!




