ფსალმუნი

             
კარავს აწყდება ქარი ღრიალით,
ირგვლივ სიბნელის მკვდარი ლანდია,
ოდესღაც დიდი მეფე ვიყავი,
მაგრამ ვერაგმა მტერმა თან მსდია...

ვეძებ უკუნში გაშლილ ხელისგულს
და მთელი ღამე სული შენ გნატრობს,
რომ მეუფეო, სურვილს შენიღბულს,
უმანკოება შვლისა შეჰმატო...

ძილი ნეტარი სიზმრით ნაკვები
თუა, ცხადია ასჯერ საზარი,
ამ ჯურღმულებში რადგან არ ვკვდები,
მიხსენ! იმედი შენკენ დავძარი.

და დამიბრუნე მეფის გზა, ფიქრი,
გთხოვ, აღმადგინე შენი ერთგული,
ამგვარ ტანჯვაში იყო დავითი,
უფლის სიყვარულს შეტყუპებული.