ეს ყინულიც საფეთქელთან ცხელია...


                * * *

ეს ყინულიც საფეთქელთან ცხელია,
ეს კედელიც მუყაოსი იწვის და
ყველაფერი თუკი ბეწვზე ეკიდა
რად მაწვალებ, გამოძერწილს თიხიდან.

ქვაც ნასროლი, თავზე უნდა დამეცეს,
ცეცხლის ალმა ლოცვა გადამისერა,
ვისაც ძაფის ბოლო ხელში უპყრია,
სამართებელს ის დამადებს კისერთან.