სულს ნუ მიწამლავ წარსულის დროთი...
* * *
სულს ნუ მიწამლავ წარსულის დროთი
დრო არ არსებობს სულაც
დრო როგორც თესლი ბებიას ბორშჩში
განუწყვეტელად ცურავს
ბებია ამბობს წინსაფრით ხელში
რომ გაიზარდო ჭამე
მე კი მარტოსულს, პატარას პეშვით
კოვზი მიკაწრავს ამ ყელს
მე კი არ მინდა რომ ეს შევჭამო
ჩემთვის ბევრია მაგრამ,
ის თავზე მადგას მკაცრად თან ამბობს,
ბოლომდე უნდა ჭამა
ჭამე, ისწავლე, ქალი გახდები,
ჩემო პატარა ჯანყო,
მთრგუნავს აბეზარ თავის აზრებით
უჭმელი აღარ გნახო
ერთგულებისთვის ბორშჩზე ვიხრები
დაბალია და ვხედავ,
მის ზედაპირზე გროვას ცხიმების
და საკაზმავთა წყებას
სულს ნუ მიწამლავ წარსულის დროთი
დრო არ არსებობს სულაც
დრო როგორც თესლი ბებიას ბორშჩში
განუწყვეტელად ცურავს
ბებია ამბობს წინსაფრით ხელში
რომ გაიზარდო ჭამე
მე კი მარტოსულს, პატარას პეშვით
კოვზი მიკაწრავს ამ ყელს
მე კი არ მინდა რომ ეს შევჭამო
ჩემთვის ბევრია მაგრამ,
ის თავზე მადგას მკაცრად თან ამბობს,
ბოლომდე უნდა ჭამა
ჭამე, ისწავლე, ქალი გახდები,
ჩემო პატარა ჯანყო,
მთრგუნავს აბეზარ თავის აზრებით
უჭმელი აღარ გნახო
ერთგულებისთვის ბორშჩზე ვიხრები
დაბალია და ვხედავ,
მის ზედაპირზე გროვას ცხიმების
და საკაზმავთა წყებას




