დათვი — ძმა


(ნივხის მითის მოტივების მიხედვით)

მე ჩემი ძმა დამესიზმრა.
გარდაცვლილი ძმა მესიზმრა.
მე კი ტყეში დავიკარგე,
     მარტოხელა მონადირე,
მეფე — დათვის მოკვლა მსურდა
და სულამოსულის ხორცით
    ხალხის დაპურება მსურდა.

მე კი ტყეში დავიკარგე,
და ჩემი ძმა დამესიზმრა
    ტყის ბუდეში ვით ცოცხალი
და ძმაკაცთან, ტყის ბატონთან
    თავად მიმყვა.

დამინახა ტყის ბატონმა,
    მითხრა მოკლედ:
„მე არ მაქვს ძალაუფლება,
    მხოლოდ ამ ტყის მხეცებს ვმართავ,
ამათზე მაქვს მე უფლება,
თქვი ამათგან, ვინ გსურს მოკლა?“

— „მეფე — დათვის მოკვლა მსურდა, ტყის ბატონო“.

«კარგი, იყოს როგორც გინდა»
    და ძმას ხელით მიუთითა, —
„ჩაიცვიო“.

ძმას გადაუვიდა ფერი,
მაგრამ თავი დაუქნია, ბატონს მორჩილების ნიშნად,
    და ჩაიცვა დათვის ტყავი.

და უცებ ძმა აღარ იყო:
ძმის ადგილზე დათვი იდგა,
ისე რომ არც შემომხედა,
შეტრიალდა და წავიდა.

მე სიზმრიდან გამოვედი,
    მონადირეებს კი გეტყვით:
მე როგორც ქალი ვიქნები,
    ვუდარაჯებ კერიაში ცეცხლს,
ტყეში კი აღარ წავალ,
    დავივიწყებ მახეს ყველას,
უკვე ძმის სისხლს დავღვრი ვეღარ,
   თქვენ კი მონადირეებო,
გაგარძელეთ კვლა და ხოცვა,
   საკვებს თუ არ გადაყევით,
ისე ხომ ვერ გადარჩებით.