შეხედავ და ხედავ, ცა არის, სულ ცაა...
* * *
შეხედავ და ხედავ, ცა არის, სულ ცაა -
უფსკერო ყინულის ხრამი,
შენ უკვე იყავი იქ, მაღლა, თუმცაღა
ხანდახან თუ ქმნიდი ამინდს.
გხედავდი ფრენისას, ხან თეთრი პალატის,
ხან რითმის იყავი მსხვერპლი,
მეც ხომ ბავშვობაში ფრთებს ვშლიდი და მაინც
ეს სხვაა, სხვაგვარად გელტვი...
აჩერებ უეცრად, ბოინგის კარიდან
გადიხარ, მკლავებს შლი ცაში,
ვით მარტინ იდენი უფრო შორს ღრმა წყლიდან,
უხილავ მყარს ეძებ სხვაში...





