ზამთარი
ჩიფირს ცეცხლზე შემოვდგამ, კრეკერს ხელით მოვფშვნი და
თაფლს დავსუნავ დახატულს ჩარჩოიან სურათზე,
თეთრი კატა-სულელი, იანვარი რომ ჰქვია,
იატაკქვეშეთიდან თაგვს მომიყვანს სუფრაზე.
შარვალის ტოტებს ავიწევ, ფითილს ზემოთ ამოვწევ,
აენთება პრიმუსი, დიხანს უნდა იალოს...
კრეკერს დავფქვავ, შემოვდგამ ჩეფირს ცეცხლის კალოზე...
და ვეტყვი ჩემს საყვარელს: „ზამთარია, ძვირფასო!“
ის უთქმელად თოვლიან წყალს გაათბობს თვალებით,
როგორც მთვარე ზეცაში, დნება თოვლის ფარაჯა,
გადაჰხურავს ცვრიან თაღს თავის ოქროს სარქველით
და გააშრობს ყინულის ზოლებიან ფანჯარას.
საყვერელი იმღერებს, ახლა, როგორც ძველ დროში,
ამ სიმღერით ჩაახშობს თავის სევდის კორიდას,
ჩიფირს ცეცხლზე შემოდგამს, ხელში კრეკერს შემოფშვნის,
მიპასუხებს ჩურჩულით: „თებერვალი მოვიდა!“
«გესმის, ჩემო ძვირფასო, წვეთავს სახურავიდან...»
«ეჰმა!» — ჩუმად, ხმადაბლა ვუპასუხებ რაც არი,
მაგრამ მის მოყვანილ თაგვს სუსხხი ისევ გაყინავს,
და მე ისევ ამოვთქვამ: „ზამთარია, ზამთარი!“.
იგი ისევ უჩუმრად თოვლიან წყლებს დაადნობს,
ცივი ქვაბის კედლები წვეთებს შემორკალავენ,
ოქროს თავით ამ დიად ბოროტების სამყაროს,
გადააფენს თავის გრძელ და ოქროსფერ დალალებს!
გავაბოლებ „მახორკას“ და ციმბირზე ვიმღერებ,
ჩემი თავით კმაყოფილს, ქცევა ვინ შემიფასოს ...
კრეკერს დავფქვავ, შემოვდგამ ცეცხლზე ჩიფირს ისევე
და მივმართავ საყვარელს: «ეჰმა, ჩემო ძვირფასო!»




