ცოცხალი რომ იყო ახლახან...


                 * * *

ცოცხალი რომ იყო ახლახან,
ცხვრის ხორცი შიშინებს ტაფაზე,
ეს არის ყოფითის დანახვა
და ისიც სიამით აგავსებს.

უფალო, კარგია ყოველი:
ნაბიჯსაც არა დგამ უკან და
იცი სუპს უხდება რომელი
ძირი და არ ტოვებ უკმაზავს...

თუკი შენ მიბრძანებ აქედან
გავიდე, რომ სხვა კერძს ვურიო,
მოვხვრიპავ არყოფნის ჯამიდან
ნათელ და მარგებელ ბულიონს...