თუ აღმოსავლეთში დაიბადე...
* * *
თუ აღმოსავლეთში დაიბადე,
ალაჰის ფხიზელ ხელისგულზე.
ღამე იქ ცხელია და სიმკაცრეს,
ხალისიან თვალებს ვერ უგანებ.
ილოცე, კედები გაიხადე,
ტაძარი არ არის, ეს სახლია,
სად გამარჯვებისთვის გაიზარდე,
მერე, სამოთხეს რომ ეძახიან.
შევიყვარებდი ქუჩებს ბაღდადის,
არეული და ცხარე საწმისის,
ან ვიქნებოდი ბიჭი სინდბადის,
პირველი ფილმის ლენტას გავჭრიდი.
მეტყოდა მექა, თუ დამესიზმრა
და გუგებს შავად შემიღებავდა,
ვნახავდი ვარსკვლავს ულუგბეკისას
და კოჭლ ხანს ცხენზე შემჯდარს მხედარად.
და შენ, შენც ალბათ ისევ გნახავდი,
იქ სადმე, სადღაც ოქროს შირაზში,
შენს ნაზ და მუქ კანს გამოვსახავდი,
მოწყენილ პირით გადავფურცლავდი.
ჟონავს არაბულ ბგერაში შხამი,
სიწმინდისათვის ბრძოლას რომ მოჰგავს,
ჩიტივით დაჰქრის მწვანე ალამი,
იყოს სიკვდილი, შენთან ოღონდაც!




