ბათისკაფი


პეიზაჟი სარკმელში — გაიხსენე პისარო —
შედი პოეზიაში, ჩაბღუჭული მუჭებში,
გქონდეს სახე სილურჯის: სითბო არ დაიკარგოს,
ნაცრისფერის გამაში და გაბზარულ ღრუბლებში.

მოჩვენება მიჭირავს ხელში — ვიცი შენა ხარ,
მხატვრის ყველა ლანდშაფტზე, მის ნაირფერ ნისლებში,
ყველგან სადაც დუდუკში ჩაუბერავს ზენა ქარს,
შეუფუთავს კაშნეში მომსვლელი და მიმსვლელი.

შემოიცვა ქურთუკი, დაიმალა კუთხეში,
„წვიმა ამოიტანა“ კვლავ მხატვარმა კამილიმ,
მერე წვიმა ტბად იქცა, დაგროვილი გუბეში,
იქვე გვერდით, მახლობლად ბურდოკის და პლანეტის.

სადაც ნისლი ნისლში, ვით მოჩვენება გადადის
ისევ მოჩვენებაში, ბრახ მერე და იშლება,
ახლა ისე მარტო ვარ, მეშინია და მაინც,
არ მანაღვლებს, მკიდია, რაც იქნება იქნება.

ჩემი ბინა ფერს იცვლის, ჩრდილებს ფრთებით იზიდავს,
ძველი კარადის ზემოთ მოჩვენებებს ავლაგმავ,
ირხევიან ფარდები ხმაურიან წვიმისგან,
როგორც ბატთისკაფში, მე ლექსებში ვარ მარადჟამს.


                                   * * *

გუსტავ კურბეს ნახატის «ქოხი მთებში» გახსენებისას

ახლა ვეღარც ღრუბლებს გამოვრიცხავთ,
ტვინში მუზეუმთა — ვეღარც კურბეს,
სადაც ჩუმი სევდა სიმორცხვისგან,
ნელა იპარება ფარნის შუქზე.
კურბეს ამ პატარა სამალავში,
ისე ვიქნებოდი ბოლო წლებთან,
რამეს შევმატებდი საფლავამდი,
ჩემს ბედს, იქნებ რამეც დამეწერა.

შუქი როგორ კრთება შევხედავდი.
 „მთებში სიბნელეა? მთებში ბნელა“, —
ქარის ბოდვასა და ჩემი თავის,
ჩურჩულს მოვისმენდი ამ ერთხელაც.
დავლევ უბრალო და ძლიერ ღვინოს,
ცივ წყალს გადავუშვებ მერე ყელში,
„ახლა მთაში ღამე უნდა იყოს“,
ვიტყვი და სიბნელეს შევერევი.

ვუსმენ — ჩაიდანი როგორ მღერის,
წვრილი, გაწურული სტვირის ენით,
ყველა ნოტს აიღებს სიჩუმეში,
მუსიკა იღვრება სტრიქონებში.
 ლექსში შენს ცხოვრებას დაინახავ,
როგორც სახეს პროვინციელისას,
მერე დაიძინებ, როგორც მხატვარს,
ერთხელ ძველ დროში რომ მიეძინა.