მე, კუშნერმა ალექსანდრემ, მარად მნათი რომი ვნახე...
* * *
მე, კუშნერმა ალექსანდრემ, მარად მნათი რომი ვნახე,
ალისფერი სამარყანდი ვნახე ბუხარასთან ერთად,
იმ სიცხეში იქნებ როგორ ოცნებობდნენ ცისფერ ზღვაზე,
პიატიგორსკი ვიხილე სადუელო მთების ქედთან.
პარიზში და ჟენევაში, მადრიდში და ტოლედოში,
ათჯერ ვიყავ, მომიწია ყოფნამ ოკეანის გაღმაც,
ახლა ვერვის გააკვირვებ ამით უკვე, ახალ დროში,
ტემზას პატივი მივაგე და შორეულ ქვეყნებს მაგარს,
ასე მაგალითად ჩინეთს, რა ლამაზი იყო კრეტაც,
ვენეცია კიდევ უფრო — გრძელი არის მათი სია,
რას ჩამოთვლი, და მარბურგიც შემიყვარდა ბევრზე მეტად,
ამსტერდამმაც იცის ჩემთვის რა ახლო და ძვირფასია.
მერე ისევ ამ ყველაფერს გადავითვლი, ფიქრებს ვანდობ,
ზარმაცი და სახლში მჯდომი, მეოცნებე, გარე-მარე,
რომ ცეზარმა შორეული მხარეები შეიბრალოს
და რომ ხელი დაუქნიოს დამპყრობელმა ალექსანდრემ.





