გამიმართლა და მივცურავ მდინარეზე ოკა, ოკა...


                                         * * *

გამიმართლა და მივცურავ მდინარეზე ოკა, ოკა,
წყლის ლამაზი ორთქლმავალით მთელი ღამე, მთელი ღამე,
სად გალობენ ბულბულები ზუსტად ისე , როგორც როკვა,
ვით საყვარელ ლექსებშია, ბულბულები სტვენდნენ ასე.

არ ვიცოდი, რომ ასეთი რამ შესაძლო იყო ახლა,
მე აქამდე ამ ყველაფერს ფანტაზიის წყაროდ ვთვლიდი
და პოეტურ აზროვნებად, ჩემთვის დღემდე ასე ჩანდა,
ჩიტთა ქოროს არა ადეკვატურობის ჰქონდა ჩრდილი.

მე აქამდე, მაგრამ არა, იმის შემდეგ მაინც ალბათ,
როცა შოკი განვიცადე, დავიჯერე უფრო მაშინ,
რომ არსებობს სხვა სამყარო კიდევ აქაურის გარდა,
რომ ამ საფლავების მიღმა სხვა სასუფეველი არის.

რა უნდა ვთქვა, ახლა უკვე, როცა აგერ, ამ სქელ ბუჩქებს
და ტირიფებს ქვიშიანი სანაპირო ესაზღვრება,
ამ სიტყვათა გაფრენილი ფრაგმენტები ესმით ყურებს,
ქალის სიცილს ჩახლეჩილი მამაკაცის ხმა მიჰყვება.

ანუ, ეს ხმა მამაკაცის ბნელსა ჰგავდა ბასისიტისას,
იდუმალი იყო ქალის ეს სიცილიც, ვიდრე დღისით,
მადლობა ღმერთს, აქაური მაინც სპეციალისტი ვარ
და ანგელოზებზე უფრო ეს ამბავი უკეთ ვიცი.

რა იყო და როდის იყო, აღარ მახსოვს უკვე წელი,
მარტოობაში ყოფნისას, დავიწყება მსურდა ვისი,
რა ერქვა და როგორ ერქვა გემს ან გვარი, ან სახელი,
იქნებ სულაც ასე ერქვა — „მუსიკოსი სკრიაბინი“?

ზუსტად მახსოვს, რომ გემბანზე, სადღაც იქვე სკამი იდგა,
იყვნენ გემზე სხვა მგზავრებიც, თუმც ისინი აღარ მახსოვს,
ეს გზა იყო უცნაური მგალობელი ბულბულიდან
ბულბულისკენ, ღამის ციალს ცაში ჰქონდა სამოსახლო.