არც სიცოცხლეს შევტრფი — არყის ხეთა ძაფებს...

                                         
                                   * * *

არც სიცოცხლეს შევტრფი — არყის ხეთა ძაფებს,
როგორც ფარდას ტანზე, მოიხურავს ზეცა,
მე ცოდვებით მიწას ზედ ამოვეზარდე,
მომავალით ჩემით... რაც მეძვირფასება.

ჩემს მშრალ, გამოფიტულ ხელისგულზე ბედი,
ნელა-ნელა ავლებს ისე ფრთხილად ხაზებს,
სიკვდილისგან რჩება ახლა მხოლოდ ქერქი,
აღდგომის წინ ისიც იმედს შემოგვაძლევს.

სიყვარულიც მხოლოდ რაღაც დროით არის,
მერე მასშიც არვინ კარგს არაფერს ხედავს,
მიხვალ, ნახავ, არყის ქერქის სუნი ასდის,
წვენი ერთფეროვნად გულზე ედინება.

ორთქმავალის კვამლს ვინც სულ შორიდან ხედავს,
ის ცვხვირსახოცს კუჭავს, განშორებას ებრძვის,
როცა სამყაროში იმართება ვნება,
ამას ვგრძნობთ და ვიგებთ უცნაური ხმებით.

წარმოუდგენელად შორი ვარსკვლავები,
მილიონი წლობით შუქს და ნათელს გვფენენ,
მე მესიზმრებიან ჩემი ქალაქები,
არყის ხეები რომ უდგათ და იცავენ.

ხელისგულზე თრთიან ბნელის შაითნები,
მარტივია ბედი, აღრეული წლები,
ციხისა და ფულის საერთოა გზები,
მაგრამ აღთქმის არის შესრულება ძნელი.