ბჟუტავს ფითილი „კერასინკაში“, მინას ეხლება ბუზი გამხდარი...
* * *
ბჟუტავს ფითილი „კერასინკაში“, მინას ეხლება ბუზი გამხდარი.
პატარა მოსეს ძინავს, ეგვიპტე არის დღეს თბილი, ნააავდრალი.
შვილის მაგიერ ჩვილი აიღე და გაიხედე მტვრიან ოდიდან,
ნახე რამდენი ჩამოისხმება სქელი კახური ღვინო დოქიდან.
არ დაგავიწყდეთ მაინც ძილის წინ წარმოსათქმელი უცხო სიტყვები:
არ გათელილა ყველა ბალახი, არ გადამხმარან ხეთა რიგები;
მახსოვს ბავშვობა, ქოხში საწყალი, მიუსაფარი ერთი ოსტატი,
როგორ რანდავდა ხელით ხის კუბოს, ღვთის ბოძებული ნიჭის მთოვარი





