ხომ გითხარი «ნუ აშფოთებ ტალღას»...

                        * * *

ხომ გითხარი «ნუ აშფოთებ ტალღას»—
ეს ჟარგონი ჩვევად იქცა ყველგან,
იქ, იმ დიდ ღრმა სიძველეში ახლა.
...მიგატოვეთ, შენ შორს დარჩი ჩვენგან

სასაფლაოს შუაგულში დგახარ.
ზამთარია ვარსკვლავური გამა.
მტევნები აქვს მიძინების სანთლებს.
შენი კუბო გაწყობილი შავად.

შენს ცივ შუბლსაც ცივი ლოდი ადევს
და ქაღალდის გვირგვინია თავთან.
გული მიცემს, თუმც მშიშარა არ ვარ,
მასთან ერთად სალოცავში ვიდექ.

არ შეშინდე, მეშინია რადგან.
და გეძახი, როგორც ანტონ მისუსს,
ჩარჩოზე რომ ატრიალებს ახლა.
მახსოვს სიზმრებს ვნახულობდით ის დრო,

ვლოცულობდით გაზაფხულის ბოლოს
იმ ბაღებში მოსკოვთან რომ იყო.
ვხედავ თვალებს შენს ნათელს და დიდრონს,
ამ ზამთარში ჩემსას ვხურავ ოლოლს.

აი, ვსუნთქავ და ვგრძნობ, რაღაც სხვაა,
ის რაც იყო, ჰაერს გაჰყვა, გაქრა,
თუმცა სული სხეულშია ახლაც,
ასი წლის ვარ, არ უყუროთ ასაკს,

ამ ქაოსზეც აღარ ვიცი რა ვთქვა.
ბევრი რამე შენ იცოდი ზეპირად
გაიყინოს თიხა ტაძრის ეზოში,
ის იქნება განშორების გარანტი.

შენ წახვედი, გნებდები, არ მეთმობი,
ხელებს ვიბან და მაღლა ვწევ, დავმარცხდი.