ნარცისი
ამდენ ფრედ დამთავრებულ ღამეების გარსში,
უყურებდი წყაროთა ცხელ ნაკადებს ცხადად,
კვნესას იმეორებდა შენსას პირი მაინც,
მერე შენი ეგ სასა სასაფლაო გახდა.
ქვიშიანი ფსკერივით კანკალებდა მკერდი
და მოქნილი თევზები გზას იკვლევდნენ წყალში,
ყველა სახეს ერწყმოდა წყალში სახე შენი,
ცხადდებოდა ყვირილით ეს ორმხრივი ვალი.
ახლა წყალი სუფთაა შენი თავის ზემოთ,
ღრუბლების და ბუჩქების ანარეკლი რომ ჩანს,
სახეების სანაცვლოდ ახლა წყალი მზეობს,
რადგან ნამგლით შეკრული უსახოა დროცა.
სიჩუმეა ირგვლივ და არ შრიალებს ლერწამიც,
არ აშარიშურებენ ბალახს მინდვრის თაგვებიც,
მოიწმინდა ცრემლები, ბოლო კარგი ვერ არის
და დევს მთელი სამყარო ყინულოვან ჰადესში.