ახალგზრდობა ბევრს მპირდებოდა...
* * *
ახალგზრდობა ბევრს მპირდებოდა,
ვიყავ ოცი წლის ალბათ, ჰა და ჰა,
ეს დასაწყისი იყო ეტყობა,
ვიყავ სულელი, ამას არც ვმალავ.
ვყოფილიყავი, მსურდა, პოეტი,
თუმცა ძალიან არა, რადგანაც,
არ მეყოფოდა მისი გროშები,
ვერ ვუყიდიდი ყვავილს ამხანაგს.
და ინჟინერი სამთო ვარ, აი,
წითელ დიპლომზე დავხურე კურსი,
ვეღარ გავივლი სკვერებში, ბაღში,
ვეღარ შევავსებ ალბომის უწყისს.
ვერც რესტორანში, რომაა კვამლში,
მევიოლინეს მოვუსმენ ვეღარ,
შარვლის ჯიბეში ვეღარც ფულს დავთვლი,
ვეღარც ჩემს მაღალ მხრებს გავშლი ვერსად.
არ გამოვიდა პოეტი ჩემგან
და არ გამოვა არასდროს ალბათ,
თქვენ, ბატონებო, რას იტყვით ეხლა?
თქვენ სვამთ და ტირით, ცრემლები გალღვა.
თქვენ სვამთ და ტირით, ეხვევით ქალებს,
სვამთ ისევ, ისევ და ჩუმად ტირით,
ტონისებურად აბრუნებთ თავებს
და იწყებთ სილაბიურად ყვირილს.





