ზამთარი მინუსინსკში


დაუბრუნდები იასამნისფერ,
თოვლის ქვეყანას, მძინარ სივრცეებს,
სპერანსკის მსახვრალ მეხსიერებას
და ხისგან გათლილ ლოჟებს მასონურს.

დაბრუნდი შავი მდინარეებით,
არყით გაჟღენთილ ცხელი ძარღვებით,
გაქვთ ქედმაღლობა იმპერიული,
ყირგიზი ნათლავს ურდოს სახელით.

ყრუ ვარსკვლავები გამოამწყვდიეთ,
აგერ ყინულის ჩიტალუბლები,
კალმით ლეღვები გადაარჩინეთ,
გადმონერგილნი სხვათა უბეში.

ცრუ კლასიკური ვარდისფერადი,
ნაცრისფერი თმით, ყინვაგამძლები,
გაყინული და მაინც მხნედ არის,
გათბობა უნდა სუნთქვის ალებით.

მთვრალი ამაყი, ნაბახუსევი,
გადაარჩინე ეს მაწანწალა,
რომაულ სტილში თოვლის ნალექი,
ფისში, მარილში დაიმახსოვრე.

გარეუბანში, სადაც ფიჭვები,
ქარს მიეკედლნენ სიამოვნებით,
როგორც მოზარდი — ძველი მორწმუნე,
უსმენს რადიოს მოკლეტალღოვანს.

იქ, განაპირას, ქარი აბრუნებს,
დაბინძურებულ ქალაქს წყვდიადში,
შლის წაგებული ომების რუკას,
წლის დასაწყისში, თვეში იანვრის.

ჯვაროსნულ გზებით წავა ყინული,
მარტი ბანერებს სწრაფად აღმართავს,
ციმბირისა და აღდგომას შორის,
ვეღარ ჩადგება რამე სხვა ძალა.