მე ვოცნებობდი ბუსთან მეგობრობაზე მაგრამ...


                                    * * *

მე ვოცნებობდი ბუსთან მეგობრობაზე მაგრამ,
თვალით პირისპირ ბუ ჯერ მე არ მინახავს არსად,
ქალაქის კარუსელებს ჯერ ვერ დავშორდი კიდევ.
თუმც სანთელივით ჩადნა მეხსიერება ჩემი,
რაღაც ბუს მსგავსი მაინც მთელი ორივე ფეხით,
ჩემი მაგიდის თავზე, მახსოვს ეკიდა ისევ.

დამეგობრება მერე სახლის თაგვებთან ვცადე,
თოფის გარეშე ბევრჯერ მივუკაკუნე კარზე,
შინ არ დამიხვდნენ ჩემი ახალი მასპინძლები.
როცა მტკიოდა ყელი, როცა მიჭირდა სუნთქვა,
ეს გასაბერი თაგვი შემომაჩეჩეს ჩუმად,
სასტვენი ჰქონდა, რაღაც უხერხულ ადგილებში.

ხან ზოოპარკში ვიყავ, იქ ვნახულობდი მხეცებს,
ხან აგარაკთა ზღრუბლებს ყარაულივით ვედე ქ,
ბნელში კაჭკაჭთა გუნდი ჟრიამულობდა სადაც.
მაგრამ ზაფხულის ტყიდან ისევ მიხმობდა ხეთა
სიცოცხლე, სისხლიც თითქოს ფხვნილივით მკერდში ცემდა,
უაზრო მეგობრობა არ გამოვიდა მათთან.

მოვიხსნი ამ ჩემს დაღლილ თავს და მოვისვრი შორით,
ბორბლებს მიმოვყრი, ბნელში ფეხებს გავიდგამ მორთხმით,
გამოვაბრძანებ მერე უკანალიდან სასტვენს,
რომ ის თაგვებიც ცოცხალს ჩამჩურჩულებდნენ სიტყვებს,
რომ მიმღეროდეს ის ბუც მხედრულ სიმღერას ისე,
როგოც სულელ და დიდ შვილს, ამ ქვეყანაზე სათრევს.