მახსოვრობა სადაც ქრება, იქ იწყება ძველი ფილმი...
* * *
მახსოვრობა სადაც ქრება, იქ იწყება ძველი ფილმი,
ჟღერს მუსიკა ძველისძველი, რაღაც გაურკვევლს უკრავს,
დასვენების პარკში წვიმა მოდის და ძალიან მიკვირს,
იასამნის მძაფრი სუნით გაზაფხული როგორ სუნთქავს.
10 ნომერი ტრამვაიდან სტალინის თაღის ქვეშ გახვალ,
როგორც იყო დიდი ხნის წინ, ყველაფერი ისე არის.
ვინმე აქ ხელს მომკიდებდა, ვინმე ხელში ამიყვანდა,
ღია კინო-თეატრების ეკრანებზე კინო გადის.
ხელოვნება ისევ იმ ძველ მგრძნობელობას აჩვენებდა,
ისევ იმ გასართობ პარკზე ისევ და იმ ბიჭით ხელში
და წარსული უსასრულო, ბუნდოვნად რომ ანათებდა,
ხელს უშლიდა მომავლის მზეს და სინათლედ ქცევას ბნელის.
სისულელის, ან სიმთვრალის, ანდაც ნოსტალგიისაგან,
ამ ფიჭვებზე და ზეცამდე უნდა ავმაღლებულიყოთ,
ვაკვირდები, ვუკვირდები, ვერ გავიგე მაინც ახლა:
ომი ჯერ კვლავ არ ყოფილა, თუ ეს ომი უკვე იყო.
ყველაფერი შავ-თეთრშია, ბავშვები კვლავ დაჰყვათ დედებს,
ეს ცუდი რეპროდუქტორი გამარჯვების ჰანგზე მღერის,
რამდენ ხანს ვიცხოვრე ქვეყნად, ეს ყოველი როგორ შევძელ
გადატანა, გულისცემა, ცრემლი... პირიქითაც ბევრის.




