მოთმინება, მოთმინება — აი, დღეს რაც კიდევ დარჩა...
* * *
მოთმინება, მოთმინება — აი, დღეს რაც კიდევ დარჩა,
როცა კარგავ და არ რჩება არაფერი ქვიშის გარდა,
როცა ფანტავს უდაბური დრო ჰაერში ქვებს და ძალებს,
და თუ იტყვი: დაუბრუნდი შენს თავს ისევ, გონზე მოდი —
ან ის ხომ არ დაგავიწყდა სულში ამოსული ტოტი? —
გიპასუხებ: რომ ეს ტვირთი მძიმეა და ვერ ვაძალებ.
შავ მიწაში ჩამაჭედე, შემინახე ვით ხე მყიფე,
იცი აქ რომ სულ ქვიშაა და გრანიტი არის მძიმე.
ჩამოჯდები აქვე ჩრდილში, ბროწეულის ნაყოფს გამხმარს
გადახლიჩავ — დაინახავ იქ შენს გაბრწყინებულ დღეებს,
შენი ბედნიერების ჟამს როგორ შეუმჩნევლად ღებენ!
შენ კი სწრაფად და ქურდულად, ამ პოსტფაქტუმს გადაყლაპავ.
რამდენ საგმირო საქმეებს ავცდით, გეგმა ჩაგვეშალა,
მაგრამ აქ ჩვენ ვინ გვასწავლა უხმაუროდ წყალზე გავლა?
როგორ შევსვათ ეს ტკივილი ფსკერზე ტუჩთა შეხებამდე,
მტრის ტანსაცმელს როგორ მივწვდეთ, მუდამ ის სხვა მხარეს არის,
სულ დაგვცინის დაკედლებზე დახტუნაობს როგორც ფანდი,
აბა, როგორ გავიზარდოთ, დაბრკოლებებს როგორ ავცდეთ?





