მახსოვს, შოკოლადის ცხენი მყავდა ბავშვობაში...


                                     * * *

მახსოვს, შოკოლადის ცხენი მყავდა ბავშვობაში,
დიდი, დაახლოებით ოცდაათი სანტიმეტრი იქნებოდა,
ძველებური რკინის უთოს წონა იყო,
თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სრულიად ცარიელი იყო.
მამიდამ მაჩუქა მესამე დაბადების დღეზე:
საგარეო ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდა, იქ იყიდა, ბუფეტში.
ცხენი მთელი გულით შევიყვარე, ეჭვიანობითაც და ვნებითაც,
ჭამას ვერ ვბედავდი და სხვებსაც არ ვაძლევდი ამაზე ფიქრის საშუალებას.
მოკლედ, ექვსი თვე ცხოვრობდა ჩემთან ჩემი ცხენი,
საბრალო, სულ გაფითრდა და დაიფარა ნაცრისფერი მტვრით.
შემდეგ კი კატამ ფანჯრის რაფიდან როგორღაც გადააგდო -
ვფიქრობ, რომ განზრახ, ეჭვიანი იყო ჩვენი მურკა.
ჩვენ ნაწილები მოვაგროვეთ, გავრეცხეთ და სწრაფად გავამშრალეთ.
ვტიროდი უნუგეშოდ, მაგრამ ყველასთან ერთად მეც იმას ვჭამდი...
მაინც რა უცნაურია ეს რაღაც — სიყვარული.
უცნაური რამ.