ცხოვრების წრე
ბავშვობა სიბრძნეზე ოცნებობს
სიბრძნე მუდამ იცავს სიმართლეს
სიმართლე ბედნიერებას ესწრაფვის
ბედნიერება ოცნებაზე სევდიანობს.
ოცნება ისწრაფვის იმედისკენ
იმედებს მივყავართ რწმენამდე
რწმენა სინდისისკენ მოგვიწოდებს
სინდისი ქადაგებს სიყვარულზე
სიყვარულს ჭირდება ვაჟკაცობა
ვაჟკაცობა დაეძებს ქალურობას
ქალურობა ელის დედობას
დედობა მღერის ბავშვობაზე





