საათი

1

როგორ უნდა იაროს საათმა
როგორ უნდა წავიდეთ საათებში
როგორ უნდა საათის შიგნით
სიარული
ამგვარად
ტიკ ტოკი
ტიკ ტოკი
ტიკ ტოკი
ამგვარად

და უცებ!
ასე არა!
ასე არა
ეს არის საათის შიგნით
ასე არა
აი ასე საათებში წავალთ
ასე არა
ეს კი თავად საათების
სიარულია
ასე არა

არც ისე არც ასე!

ამგვარად
საათის შიგნით იარე შვებით
ზამბარის გზებით
რაც მთავარია ნაბიჯით ფრთხილით
გარედან როგორც საათის შიგნით
იარე თავად საათში მაინც
როგორ იაროს საათმა მაშინ
ერთი და ოთხი, ოთხი და სამი

2

საათის მექანიზმში კაცი ზის
დროის წამმართველი
ადამიანი
დამჭერი წამის
დამჭერი წუთის

წინააღმდეგ შემთხვევაში რა იქნებოდა?
ოღონდ მიეცით თავისუფლება
ისე გაიქცევიან
წუთიდან წუთამდე
და მით უმეტეს
ამ მფრინავ წამებს
ვერაფრით შეაკავებ
ან რით უნდა შეაკავო

3

სირბილი დროის პოეტმა ქალმა
თქვა თუმც არ უთქვამს ისწრაფვის საით
რაც მთავარია საიდან მოდის
უბედურებაც სწორედ ეს არის
სირბილი დროის