სეზონის დასრულების შემდეგ
1. ელბა
წმინდა შვიდეულის მსგავსად — რაც პალმის ტოტიდან არის,
მაისის ელბით იწყება უსასრულო იანვარი.
იცრიცება ნისლი ცაზე, ავსებს დაბლობებს და ტომრებს
და მძინარე თვალებს ისე, გაღვიძება რომ უტოვებს.
სიზმარი არ იყო მოკლე, მაღლა მზერა არ აწია,
თანატოლზე, გამოსულზე აზოვის თეთრ ჭალებიდან,
(ან პრერია ინდიანას). იმის თვალსაწიერიდან,
ვინც მეოთხე პილიგრიმის სიმძიმე და მადლი ზიდა.
თითქოს ახალწვეულია, იყინება ტალღა ქარში
და ეშვება მძიმე ფარდა გაყინული არხის გასწვრივ,
თეთრ თოვლიან საზღვრებს შორის, მონოტონურად ჟღერს ექო,
თითქოს უნდა განადგურდეს სიცოცხლის წყარო და ღერო.
2. ურალის უტრიში
გაზაფხულზე ყოველთვის აქ ნახავდით ტიპებს,
ბეწვებით და ბრეზენტით — სულ რაღაცას ბჭობდნენ.
მამაკაცებს წვერიანს ეძახოდნენ „ჰიპებს»,
უდაბნოში, მათ ქალებს «squaw» -ებს ეძახოდნენ.
გზატკეცილზე შალმანთან ბილიკები რბოდნენ,
იზრდებოდა ვალები, — არც მოგცეს, არც მისცე,
ქვავდებოდა ტაიგის მანები და კბოდე,
ხიდები და ხიდები და ხიდები ისევ.
ქედის ნალი უდაბნოს გარეშემო უვლის,
კვანძად გადახლართულან ნაკერები გველის,
სეზონურად კვლავ ისმენ ამ „ურალურ უტრიშს“,
ღამეს ოქროსფერი მზის გაბრწყინება შეცვლის.
ცვალებადი მიზნები, ბრძენკაცები, კალიკნი,
„კლდოვან მთებთან“ მდებარე თოვლი როა სულ,
შეადგენდნენ ერთ მთლიან და მრავალმხრივ გახსნილი
თაობათა ერთ ჯგუფ-წრეს და უსიტყვო გუნდს.
აი, გმირიც გამოჩნდა, თითქოს იყო ზღაპარში,
თავი როცა ნახირთან შუა გზაზე იპოვა,
სიტყვებს მახეებს შორის აღარ ჰქონდათ საზღვარი,
ჩაკეტილი იყო იქ ხმაც იმისი თითქოსდა.
და არშინის გრაგნილით — წიგნით დასრულებულით —
საზღვრებს როცა ტოვებდა, პატარებიც მიჰყავდა,
რადგან გადაექცია შავ კაცებად ეულნი,
რომ ეარათ უფსკრულზე, ეყაჩაღათ, ეძარცვათ.
ნამსხვრევებზე ქურუმთა და ფილებზე გრანიტის,
შიხანს კი არ ამბობდნენ, გაჰკიოდნენ სახელებს,
გატეხილი ერთობით, მტრობის გამოძახილით,
შეიძინეს თავისი დამწერლობა მალევე.
აზიური საღამო ხეობაში გაშლილა,
ყველასაგან დევნილი ახლა ძილი სანდოა,
თხის სიმღერის თანხლებით ულამაზეს დალილას,
მუხლზე თავი დაადო ღამენათევ სამსონმა.




