ხომალდი
პირქუში პორტი ორთქლმავალის
ავსო კვამლმა,
რაღაც ლიმასის, ლისაბონის,
ცოტაც და წავა.
ნავსაყუდელში გროვდებიან,
ადიან ტრაპზე,
ისინი ენას უჩვენებენ კეპკიან
სატრაპს.
ზოგი მათგანი ნაცნობია,
ცნობადი სახე,
კოშკზე მისჯილი ხელს პოეტი
შორიდან აქნევს.
უნდა ვიჩქაროთ, წუთი დარჩა,
წინ გზაა, გზაა,
მოიძებნება კაიუტა
ამ გემზე ალბათ.
აზორს გავცურავთ, კანარებს
და ბერმუდს და ბაჰამს,
ჩვენ არ მივდივართ სასეირნოდ,
ღმერთებთან ავალთ.
ვერც ძალისხმევა გადაგვარჩენს,
ვერც ნიჭი ალბათ,
ძალნი ციურნი ჩვენს მიწიერ
სხეულს რომ შთანთქავს
ავსო კვამლმა,
რაღაც ლიმასის, ლისაბონის,
ცოტაც და წავა.
ნავსაყუდელში გროვდებიან,
ადიან ტრაპზე,
ისინი ენას უჩვენებენ კეპკიან
სატრაპს.
ზოგი მათგანი ნაცნობია,
ცნობადი სახე,
კოშკზე მისჯილი ხელს პოეტი
შორიდან აქნევს.
უნდა ვიჩქაროთ, წუთი დარჩა,
წინ გზაა, გზაა,
მოიძებნება კაიუტა
ამ გემზე ალბათ.
აზორს გავცურავთ, კანარებს
და ბერმუდს და ბაჰამს,
ჩვენ არ მივდივართ სასეირნოდ,
ღმერთებთან ავალთ.
ვერც ძალისხმევა გადაგვარჩენს,
ვერც ნიჭი ალბათ,
ძალნი ციურნი ჩვენს მიწიერ
სხეულს რომ შთანთქავს



