ამ ძველ ქალაქში ბრმა არაბისგან...
* * *
ამ ძველ ქალაქში ბრმა არაბისგან
ოთხსაათიან ვაჭრობის შემდეგ
მცხუნვარე მზის ქვეშ ვერცხლის ფიგურა
ვიყიდე — ლომი, ლევიათანი,
მეფე დავითი არფაზე უკრავს,
გაშავებული პატარა გული,
ბეჭედი რაღაც თარგით ნაქარგი,
ციმცუმის ზარი, უძილო თვალი,
კიდევ თოჯინა, რომელიც ტირის, ტირის და რეკავს და ვერ ჩერდება, —
გიყიდი კიდევ პატარა წვრილმანს,
მოვალ, მოგიტან დაზურგს უკან ხელებს დავმალავ,
გკითხავ ღიმილით: «რომელშია, გამოიცანი?» —
შენ გამოიცნობ, ძვირფასო და არ მიპასუხებ,
ათი წელია რაც ჩემს გვერდით შენ აღარა ხარ,
მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა ამას საერთოდ,
კმაყოფილი და ბედნიერი იყო ოღონდაც,
ამ ვერცხლისფერი საჩუქარით ოღონდ იხარო,
ოღონდ სადაც ხარ, არასოდეს არ დამივიწყო,
ოღონდაც იყო, იყო ოღონდ და მაპატიო
ჩემი აღდგომა





