მდინარეები
(ამონარიდი წიგნიდან ,,წიგნები წყლები“)
სენა
ეს ის მდინარეა, რომელიც მე სხვა მდინარეებზე გაცილებით მეტჯერ მინახავს და რომლისთვისაც გაცილებით დიდხანს მიცქერია სხვა წყლებთან შედარებით. მე სენის ნაპირებზე ვიცხოვრე მთელი თოთხმეტი ან, თითქმის თოთხმეტი წელი. ყოველ შემთხვევაში პირველი თერთმეტი, მკვიდრი პარიზელი ვიყავი. საკვირველია, მაგრამ მე პარიზელი უფრო ვარ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქალაქის მცხოვრები!
(მოსკოვში, ორჯერ ჩამოხტომით და ემიგრაციის შემდეგ, მე გაცილებით ნაკლებ ხანს ვიცხოვრე) მე გახლავართ ჭეშმარიტი ,,parido” და მიყვარდა ჩემი ,,Paname”. (,,პარიდო’’), ასე ეძახდნენ ნაღდი პარიზელები სასიყვარულო ჟარგონზე თავიანთ ქალაქს, ხოლო (პანამე), კი გახლდათ საუკუნის დასაწყისში ამ სახელის არხის გარშემო ატეხილი ვნებათა ღელვის ქვეცნობიერი გამოძახილი. ამ, საუკუნის კორუფციაში გარეული იყო ფერდინანდ ლესეფსი, ანუ პარიზელები თავიანთ დედაქალაქზე ამბობენ: ,,დოლარის ნიშნიანი სკანდალი პარიზზე გადის’’.
სენა. კუნძულ სენ-ლუის სანაპიროზე დგას ოტელი ,,პიმოდონი’’(იგივე ოტელი ,,ლოზენი’’), რომელშიც XIX საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა შარლ ბოდლერი (აგრეთვე თეოფილე გოტიე) და აქვე იყო ჰაშიშინების კლუბი. არა, არც თუ მთლად უადგილოდ ვახსენებ მე ბოდლერის სახლს ჩემს რამდენიმე წიგნში. საქმე იმაში გახლავთ, რომ შარლ ბოდლერი ჩემთვის გახლავთ არა მხოლოდ ჩამომყალიბებელი და ავტორი ქალაქური ესთეტიკისა, რომლის მიხედვითაც ჩვენ დღესაც ვცხოვრობთ, როგორც ბიბლიის მიხედვით (მანამდე ხელოვნებაში გაბატონებული იყო მებატონური: მემამულურ-სოფლის მეურნეობრივი ესთეტიკა). ის, ჩემთვის თანამედროვე სამყაროს გამომგონებელია, ეს კი პირველ რიგში ქალაქური სამყაროა. მან შეგვქმნა ჩვენ ყველანი ასეთებად, მან და ბალზაკმა.
ამიტომაც, მზეზე გასარუჯად მე მუდამ ბოდლერთან დავდიოდი, კუნძულ სენ— ლუიზე. თან მიმქონდა ამერიკული, პატარა ზურგჩანთა, რომელშიც მელაგა, თხელი ფარდაგი, ორიოდ ფრანგული წიგნი და რვეული, რომელიც დღიურისა და შემოქმედებითი ლაბორატორიის ფუნქციებს ითავსებდა. ზოგჯერ, ბუტერბროდსა და ცოტა ღვინოსაც გავიყოლიებდი ხოლმე. მარშრუტი ყოველთვის ერთი და იგივე მქონდა, რადგან პარიზში, მუდმივად (1985 წლის ექვსი თვის გამოკლებით) ვიცხოვრე ერთ ადგილზე, კონკრეტულად კი, მარჯვენა სანაპიროზე, მარე, ასე ერქვა ჩემს უბანს. იქ მე სამი მისამართი მქონდა: 54,Rue des archives, Rue ue des ekouffes, (ნომერი არ მახსოვს) და 86,Rue des Turenne. სამივე ამ მისამართიდან სენამდე ფეხით მისასვლელად მჭირდებოდა სამი-ხუთი წუთი. ეს გასაგებიცაა, ,,მარე’’ ძველ ფრანგულად ჭაობს ნიშნავს. მეორე ათასწლეულის დასაწყისში მარჯვენა ნაპირის ადგილას, ნოტრ-დამის საპირისპირო ადგილები ფართოდ გაშლილი ჭაობიანი ადგილები ყოფილა. ჩვეულებრივ მე, ჯერ გადავიდოდი ლუი-ფილიპის ხიდს, შემდეგ გადავკვეთდი პატარა კუნძულ სენ-ლუის (თან, ყოველთვის ბოდლერის სახლს შევყურებდი) და გავდიოდი სენის პატარა შენაკადთან, რომელიც კუნძულს მეორე მხრიდან უვლიდა. იქ, პატარა ხიდთან, რომელიც სენ-ლუის მეორე კუნძულ, სიტესთან აკავშირებდა, მარცხნივ გავუყვებოდი ქვაფენილით მოკირწყლულ სანაპიროს და მოვიწყობდი ჩემს ადგილს. იმ ქვაფენილზე, რომელიც თავის დროზე პარიზის ბარიკადების მასალას წარმოადგენდნენ. ამ, მყრალ ქვებს შორის მე მქონდა გამორჩეული ადგილი, სანაპიროს ერთ-ერთი, ჟანგ მორეული წრიული ფორმის ნაგებობის შორიახლოს. აქ ვშლიდი ჩემს ფარდაგს, ვიხდიდი ზეთისხილისფერ სამხედრო შარვალს, ( ე. წ. ,,ხებე’’, რომელიც კალიფორნიის, სამხედრო მეორადების მაღაზიაში შევიძინე). შარვალს, ფეხსაცმელსა და მაისურს თავქვეშ ამოვიდებდი, ვიწექი და ვიწითლებდი კანს. თანდათან, ამ ჩემს პლიაჟზე სახეების ცნობაც დავიწყე. ჩვენ ერთმანეთს ვცნობდით, ვესალმებოდით, მაგრამ დაახლოების დიდი მცდელობა არც ერთს არ გვეტყობოდა. პირდაპირი კურსით, შემაღლებული ადგილიდან გადმოგვცქეროდა საყდარ ნოტრ-დამის უკანა ხედი. აქედან ის თათებზე ჩამჯდარ კოსმოსურ ხომალდს მიაგავდა. საყდარს ნაწილობრივ, შენიღბვის მიზნით გაშლილი ბადე ფარავდა. ამ ადგილას სენა ორად იყოფოდა და მარცხენა ნაწილზე ნაკადად, კონკორდისაკენ, რომელსაც შარლ III-ს ადგილს ეძახდნენ, ტროკადეროსა და ეიფელის კოშკის მიმართულებით მიცურავდნენ ქვიშით, ქვანახშირით, შეშითა და სხვა ტვირთით დამძიმებული ბარჟები. მეორე, ჩვენგან მოშორებული ნაკადით კი, საწინააღმდეგო მიმართულებით, ბოტანიკური ბაღისა და აუეტერლიცის სადგურისკენ სულ სახვა, მაგრამ, მსგავსი ბარჟები მოცურავდნენ. თბილი დღეების დადგომის კვალდაკვალ, სენა ივსებოდა მსგავსი, ველური პლიაჟებით. განსაკუთრებით ცენტრალურ ნაწილში, ლუვრთან და ტიულრის ბაღთან არსებულ კუნძულებზე. ქალაქის მრავალრიცხოვანი ყმაწვილები თითქმის მთელი შემადგენლობით მოისწრაფოდნენ ამ ადგილებისკენ, მარადიული მდინარის ნაპირზე მოსასვენებლად, სალაღობოდ ან განმარტოების მიზნით. პირველი ათასწლეულის დასასრულს და მეორის დასაწყისში სენას უნახავს ნორმანდიელ მეომართა ხომალდები. გერმანელთა ეს წინაპრები აწყობდნენ ხოლმე პარიზზე თავდასხმებს. მაგრამ, რა თქმა უნდა ისინი გაცილებით ნაკლები რაოდენობით მოცურავდნენ, ვიდრე ჩვენ.
მე სენის ნაპირებზე გავატარე მრავალი ასეული, მირაჟის მსგავსი, კარგი, მართლაც ბედნიერი დღე. მზის სხივებისგან და ქალაქის, დაბინძურებული ჰაერისგან გაღიზიანებული კანი მწიწკნიდა. ცოტ-ცოტა ღვინო მეხმარებოდა მსუბუქი ეიფორიის მდგომარეობაში ვყოფილიყავი. აი, ამერიკელები რომ, ,,groggy’’-ს ეძახიან. აქვე გვერდით, პარიზელი გოგონები, თეთრი მკერდებით და მაღლა აშვერილი კერტებით იყვნენ topless-ად წამოწოლილნი, ზემოდან კი, ხიდიდან, მათ მსუნაგი გამოხედვით, ნაკლებად განვითარებული ხალხების, არაბული წარმოშობის მამრები უთვალთვალებდნენ. მაგრამ, არა, მომიტევოს ალახმა, ნაკლებად განვითარებულს მე ირონიით ვამბობ, უბრალოდ მათ რწმენაში, მათ კულტურაში არ არის მიღებული, უფრო მეტიც, დაუშვებელია ის რომ, ქალაქის ცენტრში ახალგაზრდა ქალები ძუძუ გამოყრილები ეყარონ და მზეს ეფიცხებოდნენ. ზოგჯერ, სადმე მიმავალი ჩემი ცოლი, ნატაშა გამოჩნდებოდა ხოლმე, შეეძლო ერთი საათით დარჩენილიყო მაგრამ, ყოველთვის გაღიზიანებული უსვამდა ხაზს ჩემი ასეთი დროის ტარების არა კომფორტაბელურბას. ხშირად, როგორც განდეგილს, ან როგორც ლუი არაგონის ცნობილი რომანის ,,Paysan de paris“ მთავარი გმირის მიხედვით მე ვეძახდი საკუთარ თავს, როგორც „პარიზელ გლეხს“, გამოივლიდა ხოლმე მხატვარი უილიამ ბრუი. ის ამ პერიოდში ცხოვრობდა ჩემგან ახლოს, ბინაში წმინდა ლუის კუნძულზე. ბინას ვამბობ თორემ სინამდვილეში ეს იყო პატარა კუნჭული, რომელიც მას მემკვიდრეობით დარჩა. რამდენიმეჯერ ჩვენ აქ, მანქანების გამონაბოლქვის, ხმაურის, არაბებისა და ,,ტოპლეს გოგოცუნების“ ფონზე პიკნიკიც კი მოვაწყვეთ. მე, ნატაშამ, უილი ბრაუნმა, ტიერი მარინიაკმა და სხვებმაც, რომელთა ნაკლებობასაც იმ წლებში ნამდვილად არ განვიცდიდი. ასე რომ ადგილი სენასთან ითვლებოდა ჩემს შტაბ-ბინად! სენას წყალში ჩასვლას არავინ რისკავდა. ამ წლების განმავლობაში რამდენიმე გამონაკლისიღა მახსენდება. როცა ძალიან ჩამოსცხებდა, შევიდოდი ხოლმე, მხოლოდ მუხლებამდე. მორების გადანაჭრებისგან მოწყობილი ბილიკი ჩადიოდა წყლამდე. ვიღაც, ცურვით დაღლილისთვის ეს ამოსასვლელად ძალიან კომფორტული გზაა, არ დასჭირდება ციცაბო ნაპირზე ადვილად ასასვლელი, მოხერხებული ადგილის ძებნა.
პარიზში ნაცხოვრები წლები ჩემს ცხოვრებაში უდავოდ დარჩება ყველაზე ბედნიერ პერიოდად. ჩემს კანს კი მუხლს ქვემოთ, არაფერი კატასტროფული არ დამართვნია. ეტყობა სენას წყლები არც ისე საშიშია.
არსებობს პარიზის, 80-იანი წლების ფოტოგრაფთა ლოტრეკის, ჟერარ გასტოს მიერ გადაღებული კარგი ფოტო: მე ვდგავარ ნოტრ-დამ-დე-პარი-ს სახურავზე, უკან კი, ეიფელის კოშკამდე, ყველაფერი სენის ხიდებ ქვეშ არის მოქცეული. არის კიდევ ერთი იმავე ოსტატის მიერ გადაღებული ფოტოგრაფია: მე საბჭოურ შინელში ჩაცმული ვზივარ სიბნელეში, კუნძულ სენ— ლუის ჩრდილოეთ ნაწილში, ფოტოაპარატის ნათებას ვყავარ უკუნიდან გამოტაცებული. პარიზში, საითაც არ უნდა წახვიდე, — ყველგან სენაა. 80-იანების ბოლოს მე მქონდა ჩანაფიქრი დამეწერა: ,,მდინარე სენას ზემოქმედება შარლ ბოდლერის — ,,ბოროტების ფერებზე“, მაგრამ არ მომიხერხდა, არა და გული მწყდება.
ის კარნახობს ქალაქს ამინდს. მის თავზე თოლიები დაფრინავენ. სენა ჩართულია პარიზის ყველა მარშრუტში. მე ამ ქალაქში ბევრი ვიმუშავე: დავწერე ათი რომანი, მოთხრობათა ექვსი წიგნი, ძალიან მჭირდებოდა განმუხტვა. დღის მეორე ნახევარში, ნასადილევს, გავდიოდი მდინარის ნაპირზე, ჩვეულებრივ ლუი-ფილიპის ხიდთან, და სულ უფრო შორს და შორს მივუყვებოდი მარჯვენა სანაპიროს. ჩემი მარშრუტი მთავრდებოდა ან კონკორდის მოედანზე, ან სულაც ალექსანდრე მესამის ხიდამდე მივიდოდი, გადავუხვევდი მარცხნივ, გავიდოდი ელისეის ველზე და მივდიოდი ტრიუმფალურ თაღამდე. უკანაც ფეხით ვბრუნდებოდი. დიდი მარშრუტია, ტრიუმფალურამდე და უკან, თორმეტ კილომეტრზე მეტი გამოდიოდა. ზამთარში მე ჩვეულებრივ, ამერიკულ მაღალყელიან ფეხსაცმელს, ჩინურ, დაბამბულ, ხაკისფერ ლაბადას ვიცმევდი და თბილ შარფს შემოვიხვევდი ხოლმე. ლაბადაზე ქამარი მეკეთა, აი შიშველ ტანზე რა მეცვა, ამას კი ვერ ვიხსენებ.
სწრაფი ნაბიჯით მიმავალი, ჩემს ფიქრებში ვიყავი ჩაძირული. ლუი-ფილიპის ხიდიდან პარიზის მერიასთან გამოვდიოდი, რომელიც შედარებით ახალი აშენებული იყო, ის ნაცვლად პარიზის კომუნის დღეებში დახვრეტილი ძველი შენობისა, 1871 წელს ააშენეს. მერიის წინ, მდინარის მიმართულებით დაგებული, კარგად გადალესილი ფილებით მოკირწყლული იყო მრავალტანჯული, გრევეს მოედანი, დამნაშავედ ცნობილთა, ან ასეთებად აღიარებულთა წამებისა და სიკვდილით დასჯის ადგილი. თანამედროვე, ეშმაკობით ცნობილმა ადმინისტრატორებმა პარიზის რუკიდან ამოიღეს Greve და მის ადგილას ახლა სწერია Place de l’Hotel de Ville. ხოლო, სახელწოდებით „გრევე“ დღესაც გაფიცვების ადგილად მოიხსენება. ძველად, ძალიან დიდი ხნის წინ, სენის ნაპირას განლაგებული, ეს დამრეცი მინდორი იყო ადგილი, სადაც უმუშევრად დარჩენილი, მატერიალურად და სხვა მიზეზებით ცუდ მდგომარეობაში ანუ, Greve სიტუაციაში ჩავარდნილი ადამიანები იყრიდნენ თავს პროტესტის გამოხატვის მიზნით, ამიტომაც ამ მოედანს ძველთაგანვე უმუშევართა, უპოვართა მოედანი შეერქვა. შემდეგ სენა (საიდანაც მუდამ რაღაც მოდის: ზაფხულში — სასიამოვნოდ ტენიანი, ოჯახური სითბო, ზამთარში — გამჭოლი, არასასიამოვნო ტენით აღსავსე სიცივე) ,,სამარიტენის’’ მაღაზიებსა და ,,პონ-ნეფს’’ ჩაუვლის და ნელი დინებით ხელოვნების ხიდისაკენ მიედინება. მის გასწვრივ წაბლის ხეები ხარობს. გაზაფხულზე — მათი ყვავილების სურნელება ათრობს ირგვლივ ყველას და ყველაფერს, შემოდგომით — ტროტუარი მოფენილია ან გაპობილი ნაჭუჭებით. ანაც, ქვასავით მაგარი, ყავისფერი ნაყოფით მარჯვნივ მოიზლაზნება სამ სართულზე განლაგებული, გრძელი, ყაზარმული ტიპის, პირქუში შენობა, რომელსაც ყველა იცნობს სახელით — ლუვრი. შემდეგ ლუვრი მთავრდება და იწყება ტიულრის ბაღის ღობე. მის პირდაპირ სენაზე დგანან ღუზა ჩაშვებული, საცხოვრებელი ბარჟები. იქ მდიდრები ცხოვრობენ. ზაფხულობთ მათი დანახვაც ხშირად შეიძლება. გემბანზე, ყვავილებით მორთულ მოაჯირებს მიღმა, ღვინითა ან შამპანიურით შევსებული ფუჟერებით ხელში რომ სეირნობენ, ან სხედან ნებიერი სახეებით. სენის გასწვრივ შეიძლება უსასრულოდ იარო და დაღლა ვერ იგრძნო. 150 ან მეტი წლის განმავლობაში და არ მომწყინდეს.
სადღაც, ჩემს ათას გვერდიან დღიურში, რომელიც პარიზში დარჩა, ალბათ არის ჩანაწერები ჩემს, ამ თოთხმეტწლიან გასეირნებაზე. მიდიხარ, სეირნობ ჩექმების ზომიერი კაკუნით. მდინარესთან და უძველესი ისტორიის მქონე ქვებთან ერთი ერთზე დარჩენილი. ვაჭართა მდიდრულად გაწყობილი ,,სამარიტენის“ სახლებს ჩაუარე და აი, ლუვრის პირდაპირ გამოჩნდა ეკლესია, საიდანაც მიეცა სიგნალი ,,ბართლომეს ღამის’’ დასაწყისს, რათა უმოწყალოდ დაეცხოთ ჰუგენოტებისთვის. სენიდან ასიოდე მეტრში. სენა უსმენდა ყველას და ყველაფერს. სენის ნაპირებზე სეირნობდა სიცოცხლის ბოლო დღეებში, შიდსით დაავადებული, მარტოდ დარჩენილი და მიუსაფარი რუდოლფ ნურიევი.
ვოლგა
ადამიანები განუწყვეტლად კვდებიან. ხანდაზმულებიც და ახალგაზრდებიც. მახსოვს ერთი ახალგაზრდა ქალაქ კიმრიდან. ჩხუბისთავი, მყვირალა და მოკლედ, ერთი ავარდნილი ტიპი იყო. „ვასკას“ ეძახდნენ. ერთხელ, ქ. დუბნაში გავემგზავრე, სადაც ბიბლიოთეკაში ლექციის წასაკითხად მიმიწვიეს. მგზავრობა ველურ ხულიგნობაში გადაიზარდა. უფრო ზუსტი რომ ვიყო, იქ მე მშვიდობიანად ჩავედი, მკითხველებთან შეხვედრამაც ჩვეულებისამებრ, ნორმალურად ჩაიარა. აი, უკან მგზავრობისას კი, ამ ,,ვასკამ’’ ვიღაც, სრულიად უდანაშაულო ოფიცერი სცემა ისე სასტიკად, რომ სულ სისხლი ადინა. მაგრამ, საქმე ამაში არ არის. ერთხელაც ვიღაცეებმა ეს სრულიად ყმაწვილი ,,ვასკა’’ სახლიდან ტრუსების ამარა გამოიყვანეს, სალაპარაკოდ, და იმ დღის შემდეგ იგი არავის უნახავს. ძალიან პატარა იყო ასეთი საქმეებისთვის.
კიმრიში მე რამდენიმეჯერ ვარ ნამყოფი. ამ ქალაქში ცხოვრობდნენ ჩვენი პარტიის დამაარსებლის, ტარას ადამის ძე რაბკოს მშობლები. ამ ისტორიულმა პიროვნებამ მიბიძგა, დამეარსებინა გაზეთი ,,ლიმონკა“. მანამდე კი მან ოფიციალურად დაარეგისტრირა პარტია, რომელსაც ნაციონალ-ბოლშევიკური პარტია ეწოდა. ბოლო წლებში იგი რატომღაც ნელ-ნელა ჩამოგვცილდა. მახსოვს, ერთხელ კიმრიში, მასთან სტუმრად ლიზასთან ერთად გავემგზავრე. დიდი ალბათობით, ეს იყო 1996 წელი რადგან 97-ში მე ძირითადად, ექსტრემალურად ვმოგზაურობდი შუა აზიაში, კარგა დიდი პერიოდი ვიხუთებოდი სტავროპოლში და შემდეგ კი ჩეჩნეთში ვიყავი, საიდანაც კენჭს ვიყრიდი სახელმწიფო დუმის დეპუტატობაზე. გამოდის, ეს იყო 1996წელი.
ტარასი და ლიზა და-ძმასავით გვანან ერთმანეთს. ერთნაირად ცისფერი თვალები, მწვადის შამფურივით გამხდარნი, გადატკეცილი, ვიწრო სახეები. 90-იანების დასაწყისში, ტარასს ვიღაცამ უთხრა, რომ მისი უკრაინული გვარი, ამავე ფუძის მქონე რაბინის, რაბინოვიჩისგან წარმოდგება და ძალიან ახლოა რაბინის პროფესიასთან. რაზეც მან ჩუმი აღელვებით მიამბო. ასე რომ სულ არ გამოვრიცხავ მას და ლიზას რომ საერთო, ისრაელური ფესვები ჰქონდეთ. როდესაც ლიზა კიმრიში, ჩაპაევის ქუჩაზე, დივანზე ჩამომჯდარი ისვენებდა, მე ვუთხარი ტარასის დედას: შეხედეთ, როგორ გვანან ერთმანეთს, თითქოს და-ძმა იყვნენ“. ქალმაც შეხედა და ამ შეხედვისთანავე შეიყვარა ლიზა. სხვა საქმეა რომ, ამ სიყვარულით სარგებლობა ლიზამ ვერ შეძლო, ჩემს გვერდით ყოფნას დიდი ხნით ვერ გაუძლო. ის ჩვენ ,,ლიმონკის’’ მაკეტირებას გვიკეთებდა 1998 წლამდე. ლიზა ყველას მოსწონდა— მათ შორის დედაჩემსაც. დედამ მას ერთხელ მოსკოვში ,,ბეღურა“ დაარქვა. მაგრამ ბეღურას პტერო დაქტილის კბილები ჰქონდა, ეს არ შეიძლებოდა კეთილ ქალბატონებს — ჩვენს დედებს სცოდნოდათ. ნუ, შეიძლება პტერო დაქტილის კბილებზე მე ცოტას ვაჭარბებ მაგრამ, ლიზა, ოოჰ ლიზა — მიჭირს პირადად მისი, და მისი ცხოვრებისეული მოტივების ახსნა. არა ის არ გახლდათ მარტოხელა და დამოუკიდებელი, როგორც ალბათ თავად სურს რომ იყოს და ფიქრობს კიდევაც. მისი სურვილი იყო, ყოფილიყო დამოკიდებული ყველაზე, მთელს სამყაროზე და არა, ერთ კონკრეტულ მამაკაცზე. თანაცხოვრების უკვე მეხუთე, მეექვსე თვეს მე მივხვდი რომ, ის ძველი კავშირების გაწყვეტაზე არც კი ფიქრობს, როგორც ობობა მიაკითხავს მის ქსელში გაბმულ, უკვე კარგა ხნის მკვდარ ბუზებს, იგი ძველ საყვარლებთანაც კი დადიოდა.
მაგრამ, ეს რა, რაიმე დანაშაულია? ის ასეთი იყო, თუმცა, დანაშაული არის, ეს არის დანაშაული ცოცხალი სიყვარულის წინაშე. რადგანაც, ცოცხალ სიყვარულს უნდა რომ იყოს სრულყოფილი და იგი ვერ იტანს კონკურენციას მკვდარი სიყვარულებთან.
მე ის თავიდან შევიყვარე როგორც, ესთეტმა მანიერისტული, ლამაზი ქმნილება. შემდეგ შევიყვარე, როგორც მდედრი, ბოზი და ვნებების დაკმაყოფილების საუკეთესო საშუალება. ეს ორი ანკესი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის რომ, მე დავეკავებინე მას გვერდში, კარგა ხნით. ის იყო არაზომიერად მაღალი (მისი მხატვარი მამა, საერთოდ, ორ მეტრზე მეტი სიმაღლისა გახლდათ), ძვალწვრილი, ბავშვური თეძოებით, გრძელზე გრძელი ფეხები ბავშვურივე საყვარელი მუხლებით, ბრწყინვალე კერტებით დაბოლოებული საკმაოდ შევსებული ნესვებით. მას უცხოელი ქალის შესახედაობა ჰქონდა, მისი ებრაელობა, ეს იყო ბოლო რამ, რაც შეიძლებოდა თავში მოგსვლოდა. უფრო იფიქრებდი რომ ის არის, მაღალი კასტის ფრანგ ლამაზმანთა ერთერთი სანიმუშო წარმომადგენელი. Sopihisticated Look (დახვეწილი შესახედაობა). აი, რა გააჩნდა მას, ყველა სხვებისგან განსხვავებული. ყველაფერ ამასთან, არ იცოდა არც ერთი სიტყვა, არც ერთ უცხო ენაზე, ჰქონდა ძალიან ვიწრო მსოფლმხედველობა და შესაბამისად, მისი ინტერესების სფერო, ახლო ნაცნობებით და ახლო ნათესავებითა შემოიფარგლებოდა. დები, მამა, დედა, დისშვილი, დის ქმარი ნიკიტა და ძველი თუ ახალი საყვარლების საკმაოდ დიდი სია. ჩემთან ცხოვრების პირველ თვეებში თითქოს ცოტა გალღვა და ზარმაც, ჩუმ, სათამაშოსავით რბილ და ბედნიერ ბავშვად იქცა. მაგრამ შემდეგ, ისევ ძველ, თავის თავს დაუბრუნდა. ,,ბავშვობის“ იმ მოკლე პერიოდში საათობით შეეძლო მჯდარიყო ჩემთან ერთად იატაკზე, ესმინა ედიტ პიაფისთვის და ჩემს მიერ თარგმნილი სხვა და სხვა სიმღერებისთვის, ბედნიერი გამოხედვით ეწრუპა ცოტ-ცოტა ღვინო. მაგრამ, მე ვერ შევძელი მისი, ამ მდგომარეობაში შენარჩუნება. ის, ერთ მშვენიერ დღეს თითქოს სადღაც აჩქარდა. და ასეთი დღეები ძალიან გახშირდა. მაგრამ, იყო მომენტები, როცა ჩემს მიმართ ნაზი გრძნობის გამოჩენის დაუძლეველი სურვილი შეეტყობოდა. იქნებ ეს ის წუთები იყო, როდესაც მას, ვიღაც სხვის მიერ გამოჩენილი უხეშობისგან თავის დასაცავად ვჭირდებოდი.
სწორედ, ერთ-ერთი ასეთი იმპულსით წავედით ქალაქ კიმრისკენ. საველოვსკის სადგურზე ელექტრომატარებელს შევუტიეთ. სადილზე უკვე მეგობრის მშობლების დიდ, პურმარილიან ბინაში, სხვადასხვა გემრიელი სანოვაგის სურნელითა და სიუხვით გაჯერებულ სუფრასთან ვისხედით. მე, ტარასის მამასთან და ბავშვობის მეგობრებთან ერთად, არაყს გეახლებოდით. ხულიგნებთან ერთად, რომლებიც გაიზარდნენ ბანდიტებად — ტარასის ბავშვობის მეგობრებთან — ჩვენ ველური სიჩქარით მივდიოდით კიმრის გზებზე. გაურკვეველი შემთხვევებისთვის, რომლებიც ყოველთვის ჩნდება პროვინციულ ქალაქებში. წავედით ბაზარში, ვიყიდეთ ღორის სამწვადე, დავაბასტურმეთ ბანდიტად ქცეული ერთ-ერთი ყოფილი ხულიგნის ხის სახლში. გავიარეთ ამღვრეული ვოლგის გასწვრივ ტყის ბილიკებზე, მოვამზადეთ ნახშირი. წვიმა წამოვიდა. მე, ბიჭებთან ერთად, სიამოვნებით ვიცურავე, ამ ამღვრეულ მდინარეში. ხმამაღალი საყვირის აკომპანიმენტით, ორივე მხარეს მიცურავდნენ დიდი ბარჟები, ქალბატონი ლიზა კი, რომელსაც მხარზე ერთ-ერთი ამ ახალგაზრდა ბანდიტის ჯინსის პერანგი წამოეხურა, გამალებით ეწეოდა სიგარეტს. არ ბანაობდა. მივირთმევდით შემწვარ ხორცს. მოღრუბლული, ცივი და წვიმანარევი დღე იყო. არაყი გვშველოდა. მე, ჩემი შეხედულებით, ერთი ფიზიკური ნაკლი მქონდა, ბარძაყის უკანა მხარეს კარგა გვარიანი ნაჭრილობევი. ამიტომაც, ვცდილობდი, საყვარელ ქალთან ურთიერთობისას, მუდამ პირით მისკენ ვმდგარიყავი. ვფიქრობდი, და ვფიქრობ რომ, მე ვიყავი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მამაკაცი იმათ შორის, ვინც შეიძლებოდა იმ დროს გეპოვნათ ვლადივოსტოკიდან გიბრალტარამდე. ნუ, ერთ-ერთი, საინტერესოთა იმ ერთ მუჭა ძალიან მაგარ კაცებს შორის, ვინც იმ წლებში ყველამ იცოდა. (ახლო ნაცნობობა მქონდა ყველა სხვა bed boi-სთან, არკანასთან, კარაჯიჩთან, დენარასთან, ჟირინოვსკისთან, ხუდაიბერდიევთან) და მე ასეთად დავრჩი.
ყველა თავისი მანიპულაციებისა და როქირებების შედეგად, ახლა ეს ქალბატონი ცხოვრობს (უფრო თუ დავაზუსტებთ, მას თავის ბინაში შემოკედლებული ჰყავს), თმაგათეთრებული, არაფრის მაქნისი, მაგრამ, უსაზღვროდ მორჩილი, მამრობითი სქესის მქონე არსებასთან ერთად. საკვირველი, რატომ? ეს ,,კაცი’’ სულ თვალებში შეცქერის და კუდში დასდევს. მე კი, ვეჩხუბებოდი და ვუჩიჩინებდი, რატომ არ კითხულობს წიგნებს, რატომ არ ადევნებს თვალყურს ახალ ამბებს. მოგვიანებით, ერთი ნაცნობი მიყვებოდა, როგორ აცდუნა მან ეს „მამაკაცი“, სხვადსხვა პოზებს იღებდა და თან: ,,მოდი მაკოცე, შენ რა, არ იცი ეს როგორ კეთდება?“
მასში პოტენციალი აშკარად მეტი იყო, ვიდრე ის თავად ფიქრობდა. შეეძლო თავისი თამასა გაცილებით მაღლა აეწია. მანერული, როგორც ყველაზე გათახსირებული კატა, იშვიათი მონაცემების მეძავი, და მაღალი საზოგადოების უცხოელი, ლამაზი ქალის შესახედაობა. ის ძალიან ჩამოჰგავდა ფილმ ,,ნიკიტას’’ მთავარ გმირს, მაგრამ არა გერმანული, გაურანდავი სერიალისა, არამედ ფილმის ორიგინალური, ფრანგული ვერსიისას. მერე და რა, ის წელს უკვე ოცდაცხრის გახდება. რა, შეეშინდა დამოუკიდებლობის დაკარგვისა? ეეჰ, ლიზა, ლიზა. ვინც არ რისკავს, ის ვერც შამპანიურს ვერ სვამს.
ვოლგა კი, ტყაპუნ-დგაფუნებად მოარხევდა თავის მოლიპულ საწოლზე თავისსავე, წყლოვანი დეიდის, დიდ განიერ, ფართოდ გაშლილ თეძოებს. ვოლგა მოდგაფუნებდა მთელს რუსეთზე. დეიდა ვოლგა გაწოლილიყო, დეიდა რუსეთში. ტკაცუნით იწვოდა წიწვოვანის შეშა. ყმაწვილი ბანდიტები ყელყელაობდნენ ქალბატონი ლიზისთვის თავის მოსაწონებლად. ბარჟები მომავლისაკენ და წარსულისაკენ, სინამდვილეში კი ადგილზე მიმიცურავდნენ. ბუშტებად ქცეული წვიმის წვეთები ჩუმი ხმით სკდებოდნენ მღვრიე წყლის ზედაპირზე. ვოლგის ერთ მხარეს საველოვოს დასახლებაა, მეორე მხარეს კი კიმრი. ამ ორი, სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენელთა ურდოები, როგორც ტარასი ყვებოდა, უხსოვარი დროიდან ებრძოდნენ ერთმანეთს. მათ შორის კი ვოლგა მიედინებოდა. გაღმა ნაპირზე ხრჩოლავდა რამდენიმე გამურული მორის ნარჩენი და ქალბატონ ლიზას მიერ მოსროლილი ნამწვავები, რომლებიც მან მაშინ გადაყარა მისაშარდად რომ მიეფარა ტანდაბალ ნაძვებს, მაგრამ წვიმამ საკმაოდ სწრაფად გადარეცხა მისი, კატის შარდის ნაკვალევი.