ქალაქ უფალეისისკენ მივდიოდი ორთქლმავალით...
* * *
ქალაქ უფალეისისკენ მივდიოდი ორთქლმავალით,
ჩემს მეგობრებს ხელს ვუქნევდი, ვეხვეოდი მთელი ძალით,
პატარები თამაშობდნენ, გზად გვხვდებოდა კუს მდინარე,
ცხვირის წინ და ყურებს ზემოთ ცად ნისლები მიფრინავდნენ.
შეგიძლია ლურჯ ჰაერზე წამოწვე და შენც გაფრინდე,
ამ უსაზღვრო სველ სივრცეებს ერთხელ მაინც თვალი ჰკიდე.
მარცხნივ ტყეა, მარჯვნივ მდელო, ვხედავ ბევრ ტვირთმზიდს და ტრაქტორს,
აი, ლოთი-მშრომელები გამოდიან სამუშაოდ.
ბებიები კალათებით და ბავშვები სოკოებთან,
ეს ბიჭები მოტოციკლებს წყალს ავლებენ მდინარესთან.
შეგიძლია ამ თბილ ქარში დაწვე და მიეცე ფიქრებს,
იქნებ ახლა ჩვენ აქედან უკვე არსად არ წავიდეთ?
აბა ისე რა აზრი აქვს, ყვითელპირიანი ვზივარ,
ორთქმავალის სახურავით უფალეიში მივდივარ!
ვაგონებში ყველგან ნებით თუ შემთხვევით ყველა დათვრა,
მიდიოდა, წევდა „პრიმას“ აქ სვერდლოვსკის მთელი „შპანა“.




