პასტერნაკი უყურებს მაიაკოვსკის კრემაციას
წრთობა ფოლადისა ალბათ იგივეა,
სარკმლის თვალებში რომ ღვივის ნაპერწკალი,
ხედავ ბოროტება როგორ იმზირება
(როგორც ჭრიჭინა ზაფხულის კარზე მდგარი),
ცრემლი თვითნებურად როცა დაიღვრება,
თვალებში, გუგებზე მოწოლილ სიცხისგან,
ელის უკვდავება, უკვე მტკიცედ გჯერა,
ცეცხლოვან მდინარის ჯოჯოხეთს იქითაც.
ამ მოლიბდენსა და ნიმუშებს ვოლფრამის
და ფოლადს სტალინი ერთმანეთს შეურევს.
შენ უნდა იცხოვრო სინათლით, მორალით,
ბრმად უნდა უცქირო ცხოვრების შვეულებს.
ჯარისკაცები კი კვლავ მწყობრით ივლიან
და თეთრი ვარდების გვირგვინით, ზღვად როა,
ანგარიშსწორების დროსა და სივრციდან
წარსდგება ქრისტე და ნაპირზე გადმოვა.
სარკმლის თვალებში რომ ღვივის ნაპერწკალი,
ხედავ ბოროტება როგორ იმზირება
(როგორც ჭრიჭინა ზაფხულის კარზე მდგარი),
ცრემლი თვითნებურად როცა დაიღვრება,
თვალებში, გუგებზე მოწოლილ სიცხისგან,
ელის უკვდავება, უკვე მტკიცედ გჯერა,
ცეცხლოვან მდინარის ჯოჯოხეთს იქითაც.
ამ მოლიბდენსა და ნიმუშებს ვოლფრამის
და ფოლადს სტალინი ერთმანეთს შეურევს.
შენ უნდა იცხოვრო სინათლით, მორალით,
ბრმად უნდა უცქირო ცხოვრების შვეულებს.
ჯარისკაცები კი კვლავ მწყობრით ივლიან
და თეთრი ვარდების გვირგვინით, ზღვად როა,
ანგარიშსწორების დროსა და სივრციდან
წარსდგება ქრისტე და ნაპირზე გადმოვა.




