ნოვოჩერკასული მოთხრობები
ნოვოჩერკასული მოთხრობები
ცუდი გომბეშო
— შენ სულ ერთსა და იმავე დროში ხარ — ეუბნებოდნენ ტრონიას საჯარო ტაძრის წინ გამსხდარი მათხოვარი ქალები. ტრონია ზოგჯერ თვითონაც ჩამოჯდებოდა ხოლმე მათ შორის, იჯდა თავისთვის, მშვიდად, ხელებს მუხლებზე დაიწყობდა და გასცქეროდა მზესა და ქარს მინდობილ, ტაძრის მოედანს მიღმა სივრცეს. შეეძლო საათობით მჯდარიყო აქ, ყურადღება არ მიექცია არც ამ მათხოვარი ქალებისთვის და არც კარგა გვარიანად ჩაცმული დედაბრებისთვის, რომლებიც, აუვლ-ჩაუვლიდნენ ხოლმე, ისე რომ მისთვის მხედველობის არე არ გადაეფარათ, თან მის შორიახლოს იტკეპნებოდნენ რომ, გამოენახათ მომენტი და აი, რომელიღაც მათგანი პატარა, განასკვულ ფუთას გაუწვდიდა, რომელშიც რაღაც ჰქონდა შეფუთული და ამ წამამდე, ასე გულითადად ეჭირა ხელის გულებში ჩამალული.
— აბა, გამომართვი ტროფიმ... არა მე გამომართვი-იმეორებდნენ დედაბრები ჩუმად და მონოტონურად, იმის შიშით რომ, ტრონია არ დაეფრთხოთ: ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა წამომხტარიყო, წასულიყო და გასცილებოდა ტაძრის ტერიტორიას ისე, რომ ფუთა არავისთვის არ გამოერთმია.
ფუთებში კი გახვეული ჰყავდათ გომბეშოები.
— ზოგჯერ ტრონია წამოდგებოდა ისეთი იერით, თითქოს სადღაც წასვლას აპირებსო, მაგრამ არსად არ მიდიოდა, რომელიღაცას ხელიდან გამოგლეჯდა ფუთას, ამოიყვანდა გომბეშოს ფუთიდან, დაიჭერდა ხელში წინა თათებით და მაღლა აწეულს დაიჭერდა. რაღაც დროის განმავლობაში უცქერდა ყურადღებით შეათვალიერებდა. შემდეგ უცებ, მთელი ძალით დაახეთქებდა გრანიტის საფეხურზე ისე, რომ, გომბეშოს ნარჩენებიღა მიიფანტებოდა ირგვლივ, ბინძურ წვეთებად და აჩქარებული, სწრაფად ეუბნებოდა დედაბერს:
— ცუდი, ძალიან ცუდი გომბეშო გყავს, ჩქარა წადი სახლში, დადექი გაპარჭყული და ტრაკი ცხელ ღუმელს მიუშვირე!
დედაბერი სცილდებოდა მშვიდად, ისე რომ, ტრონიაზე სულაც არ ბრაზობდა; თან უკან იხევდა, თან თავს უკრავდა ტრონიას, მადლობის ნიშნად რომ, მან უტყუარი სიმართლე უთხრა და აცნობა.
ტრონიას სხვებიც ეუბნებოდნენ მადლობას, აი ისინი, ვისაც ტრონია შუბლზე, ანაც, ლოყაზე, ცოცხალ გომბეშოს გაულაწუნებდა.
— ლოცავს, — სიხარულით ეუბნებოდნენ ისინი ერთმანეთს. — გამოდის, ცოტას კიდევ ვიცოცხლებთ.
— თვითონ რამდენი ხანია რაც ცოცხლობს? — ვსარგებლობდი მომენტით და ვეკითხებოდი მე დედაბრებს. ბებია მაგზავნიდა ხოლმე ტაძართან რომ, ტრონია მომეძებნა და სახლამდე მიმეცილებინა: მას ეფიქრებოდა, რომ ტრონიას, რომელსაც სულ ერთი მიმართულებით სიარული უყვარდა, შეეძლო, ქალაქის ქუჩებს გაჰყოლოდა, ნათლისღების დაღმართს გასცილებოდა, გასცილებოდა ქალაქს და ასე ევლო კავკასიონის მთებამდე და ზღვამდეც კი მისულიყო.
— თუ ძალიან გაინტერესებს, თავად მას ჰკითხე, ან კიდევ, შენს ბებიას — მშვიდად მპასუხობდნენ ერთნი.
— მეორენი კი არამეგობრული, გაღიზიანებული ტონით ამბობდნენ. სულაც არ დაბადებულა, არ გარდაცვლილა — წადი, შენს გზას მიჰყევი, გაიარე...
მე კი ,,გავლას“ სულაც არ ვფიქრობდი, ბებოს დავალება მავიწყდებოდა და ვიწყებდი კაპასი მოხუცების გამოჯავრებას.
— ყველა იბადება და ყველა მოკვდება ოდესღაც, — ვპასუხობდი მათ და თან თვალწინ სამი თითის კომბინაციას ვუტრიალებდი; ვაშინებდი მათ ცუდი გომბეშოებით, უფრო მეტად კი აი იმას, წაწვეტებული ცხვირი რიმ ჰქონდა და ინდაურის ლოყები, შავი ბარხატის საყელოებზე რომ გადაჰფენოდა და ყველაზე მეტს ლაქლაქებდა, თავს უშნო მოძრაობებით გადაქან-გადმოაქნევდა ხოლმე და თან მე, ,,ლაწირაკ, ეშმაკის ფეხს“ მეძახდა.
— აი, ნახავ, შევპირდი მე ერთხელ მას, — ხვალ ტრონია შენს გომბეშოს ისე დაახეთქებს ძირს, რომ ის დაყიყინებასაც ვერ მოასწრებს.
მაგრამ მეორე დღეს ტრონია საყდართან არ მოვიდა.
მახსოვს, იმ დღეს დილაადრიანად გამაღვიძა მუნჯმა ფირსმა. მე ეზოში, ალუბლის ხის ქვეშ გაშლილ თივაზე მეძინა და ალბათ პირველ სიზმარს ვხედავდი, იმიტომ რომ გვიან, ძალიან გვიან ღამემდე ვიჯექი ქვისგან ნაშენები საბძლის (ადრე, როდესაც ბებია ჯერ კიდევ გიმნაზიაში დადიოდა, ამ საბძელში თავლა ყოფილა), სახურავზე, საბძლისა, რომელსაც სამი, თაღოვანი კარი ჰქონდა და უამრავი ფანჯარა. აი, ამ საბძლის სახურავზე მჯდომი მთვარეს ვუცქერდი მრავალ ხელში გამოვლილი, საკმაოდ მოძველებული, თუჯის ფეხებზე მდგარი ტელესკოპით, რომელსაც მთელი ჩვენი მხარე ჰქონდა მოვლილი, სანამ ჩემთან მოხვდებოდა, კავკასიური მერანის ზურგზეც უჯირითია და საფოსტო ეტლითაც უმოგზაურია, არაერთხელ ასულა რეზინის აღმართზე და დაშვებულა არხანგელსკზე, მის მოდურ სახლებში, ატამანის ბაღის ახლომახლო; კინაღამ შეეწირა ქვემოთ, ლოთების ქუჩაზე ყოფნას, მდინარე აქსას ნაპირებზე, და ბოლოს, ჩემთან ამოჰყო თავი, როდესაც მე ის მარგალიტების ნაკეთობაზე გადავცვალე.
ფირსმა შემანჯღრია, გამომაფხიზლა და ნახევრად მძინარე, მორყეული კიბით საბძლის სახურავზე ამიყვანა, იმ სახურავზე სადაც ნაშუაღამემდე ვიჯექი, სადაც დავტოვე ჩემი ძველი ტელესკოპი და საიდანაც, დღისით, კარგად ჩანდა აქსაის მარცხენა ნაპირი, რომელიც ქალაქს სამხრეთიდან უვლიდა, ასევე კარგად მოსჩანდა აქსაის მიმდებარე მინდვრები, ლელ ქაშებითა და დაბალი ტირიფებით, ასევე უტირიფო და ულელ ქაშო, ფართოდ გაშლილი სტეპი, გაფითრებული და ამავე დროს ყვითლად შეფერილი, დონის ნაპირებამდე რომ გადაშლილიყო, თითქმის ცის კიდურამდე, ჰორიზონტამდე.
ფირსი ერთ ხელს გამეტებით იქნევდა ჰაერში, თან მაღლა, სტეპისკენ მიმითითებდა; მეორე ხელით კი ჩემს თავსა და თვალებს ზევით, ქვევით ამოძრავებდა, თითქოს არეგულირებდა რომ, რაღაც კონკრეტული ეჩვენებინა, სანამ იქ, სადღაც შორს, თითქმის ჰორიზონტზე, სადაც უკვე იკვეთებოდა აქედან უხილავი დონის, ნათელი ანარეკლი, ადამიანის ფიგურა არ გავარჩიე.
— ყი-ყი-ყი — გაისმა უცებ ზედ ჩემს ყურთან.
და მე, საბოლოოდ გამოფხიზლებულს, როგორც ავი სიზმარი, ერთდროულად გამახსენდა გუშინდელი გომბეშოები, ცხიმიან, ბარზანის ზედა ტანში გამოწყობილი დედაბერიც, ჩემგან არ შესრულებული, ბებიას დავალებაც, ასევე არ აღსრულებული, ჩემი საზარელი წინასწარმეტყველება — იმ დედაბრისთვისვე ნათქვამი.
— ყი-ყი-ყი...
ამას ფირსი იმეორებდა, რომელსაც, მხოლოდ რამდენიმე ბგერის ამოთქმაღა შეეძლო. ,,ყი-ყი’’ ასე ეძახდა ის ტრონიას, რომელსაც, გომბეშოებით შეეძლო სიცოცხლისა და სიკვდილის წინასწარმეტყველება.
საბედო კვერები
შობა ღამეს ანნა ბებოსთან მთელი ჩვენი კუთხიდან, აუცილებლად მოდიოდნენ ბერიკები.
მუნჯი ფირსი მსუქანა ქალის ფორმაში იყო ხოლმე გამოწყობილი, თან ამას ძალზედ კარგად აკეთებდა — ლოყები შეფაკლული ჰქონდა წითლად, კულულები დახვეული, თან, ამ ,გრძელ ,,თმებს“ ხან რისგან გაიკეთებდა, ხან რისგან, კაბის ქვეშ ბალიშჩატენილს უკანალიც და ძუძუებიც, ნამდვილივით ჰქონდა და ვერავინ მიხვდებოდა რომ ეს ფირსი, ხმა რომ არ ამოეღო როდესაც ყველა მღეროდა:
მოვდიოდით სტეპების გზით თქვენთან,
წყენინებას არავისას ვბედავდით.
ვუცქერდით მნათობ ვარსკვლავს ცაში,
ცაში ქრისტეს, ახლად შობილს ვხედავდით!
მაგრამ ფირს არ სურდა დუმილით მიეღო ბებოს საჩუქრები-ვერცხლის ხურდა ფული, ახალი ხელთათმანები, შარფი და ისიც თავისებურად მღეროდა ალილოს.
— მუ-მი-მი! მუ-მი-მი! მელოდიურად ზმუოდა იგი და თან ყელ გამოწეული ადგილზე ბუქნავდა.
ქვემო უბნიდან ლატვიელი ამოდიოდა ფეხშიშველი, საშიში შესახედაობის, გრძელი კვერთხითა და ხელოვნური წვერებით, მუხლებიდან იღლიამდე, პირდაპირ შიშველ ტანზე შვლის წითურ ტყავში გახვეული, რომლითაც სხვა დროს, ჩვეულებრივ, იქ, ქვემო უბანში, ჰანტელებითა და ესპანდერებით ხელში დაბორიალებდა ხოლმე და თან სარკეში, საკუთარ, ბალნიან მკერდსა და კუნთებს ათვალიერებდა. კარში, ყინვასთან ერთად შემოიჭრებოდა და ორთქლში ეხვეოდა დათვის ფორმაში გადაცმული ბაბუა მანილოვი — რომელიც, ბებია მანილიხას, ყელზე თოკ შებმული მოჰყავდა; თავად მანილიხას მაღალყელიანი ჩექმები, მუქი ალისფერი პერანგი ეცვა, ხშირი ულვაშები მიეხატა და ყურში საყურის ნაცვლად რგოლები გაეყარა რომ, უფრო მეტად დამსგავსებოდა ბოშას.
— ჰეი-ნა-ნა-ნა-ნეი! აბა მიდი ჩემი ოქრო, ერთიც ჩაბუქნე, ხალხი გაახალისე შეცვლილ ხმაზე დასძახოდა ის ,,დათვს’’.
მუქარანარევი სიმკაცრით აკაკუნებდა მამა ვასილი, მღვდელი ვასიკო, რომელიც რაზინის აღმართის თავში, კარგა ხნის წინ დაკეტილი, ალექსანდრეს ეკლესიის, მოქუფრულ სახლში ცხოვრობდა. აკაკუნებდა, აბრახუნებდა და მერე უცებ, თავადვე შემოდიოდა, უფრო სწორედ, შემოგორდებოდა, დაბალი, მრგვალი, მსუქანი, ერთიანად ნახმარ, დახეულ ტანსაცმელში და სრულიად გაცვეთილ ქურქში გამოწყობილი. თან მხიარულად ღიღინებდა: ,,ღვთის გულისათვის, დღესასწაულის ხათრით გაიღეთ მოწყალება’’.
მას მოჰყვებოდნენ თბილ ქურქებში გამოწყობილი მანილოვის ტყუპები, აი, ბაბუა მანილოვის შვილიშვილები: თავზე გამოგულული გოგრები წამოეცვათ, რომლებშიც, თვალების ადგილას ნახვრეტები გაეკეთებინათ და მომღიმარი პირები ამოეჭრათ. შობის ღამეს, ტრონიაც გადაიცმევდა ხოლმე.
იმავე შარვალსა და პერანგში ჩაცმული (ყინვა და სიცივე მას არასდროს აფიქრებდა) რომელშიც ჩვეულებრივ დადიოდა ხოლმე, თავზე დაიკოსებდა ყველაზე ჩვეულებრივ ქუდს, ოღონდ კი, იმ მანერაზე, აი ატამანის ბაღში რომ კინოთეატრია, იმ კინოთეატრის მმართველი, ანგელინა ლიოსნიკის ვაჟიშვილი რომ იფარებდა ხოლმე და მიაჩნდა, ისე გადაიცვა და შეინიღბა რომ, ვერავინ იცნობს.
მოსვლით კი ტრონია ყველაზე გვიან მოდიოდა. მოიპარებოდა კართან, თან ცდილობდა ფანჯრის შუქით განათებულ თოვლზე კვალი არ დაემჩნია. კართან იყო ელექტრო ზარი, მისაღებ ოთახში რომ საცოდავად კნაოდა; იყო მეორე ზარიც, რომელთანაც მე ვმეგობრობდი, იმიტომ რომ, თუ კი სახელურს დაატრიალებდი, მისი ხმაურიანი წკრიალი მთელს სახლში ისმოდა, ასევე იყო დიდი, ბრინჯაოს რგოლიც, რომლის ქვეშაც, კარის ზედაპირზე კარგა მოდიდო ღრმული იყო გაჩენილი ასი წლის კაკუნითა და ბრახუნით. მაგრამ ტრონია არც ზარს ეკარებოდა, არც სატრფიალოს და არც რგოლს. იდგა კართან, მხრებში თავჩარგული და წამოიყვირებდა ხოლმე:
— კაკ-კუკ-კაკ-კუკ! ვიღაც მოვიდა!
მაშინვე მისი, როგორც წესი არავის ესმოდა, იმიტომ რომ, შემოსასვლელში უკვე იყო ერთი ამბავი, იდგა დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაწყებული მოქმედებით გამოწვეული, მხიარული ხმაური: ანნა ბებოს უკვე გაესინჯა ბერიკების მოტანილი ნაზუქები და იწყებოდა მათთვის საჩუქრებისა და ფულის ჩამორიგებას, ხოლო ნატას და ანგელინას ლანგრით გამოჰქონდათ ნაძვის წიწვებისა და სანთლის სურნელის არომატით გამთბარი, ის სასწაულებრივი კვერები ანამ რომ საღამოს მოამზადა. ყველში ნადუღია, ამის გარდა, ერთში ფქვილია: ვისაც ფქვილიანი შეხვდება, მას მთელი წელი წვალება და ჯახირი ელის. ვინც ფაიფურის ლანგრიდან, რომელზეც მეკობრეებისა თუ მეთევზეების მიერ ზღვაში, გემის შეცურების მომენტია გამოსახული, დიდი ჩანგლით მეორე კვერს დაითრევს, რომელიც ცომისაა და შიგთავსი არაფერი აქვს, ამ წელიწადს დიდ ცვლილებებს ნუ ელოდება, მას არც დიდი ბედნიერება ელის და არც რაიმე უბედურება. მესამეში კი, — აი, მესამეში, მეფე ნიკოლოზის თავიანი ვერცხლის ფულია და სწორედ ეგ გახლავთ საბედო კვერი...
— კაკ-კუკ! ვინ მოვიდა! — წამოიყვირებდა ცოტა მოგვიანებით ტრონია — კაკ-კუკ!
— მონდომებით იმეორებდა ის, სანამ მანილოვის ტყუპები არ შეამჩნევდნენ, კარებს გაუღებდნენ, შემოიყვანდნენ და თან, გოგრის იმ ადგილზე, სადაც სატუჩე იყო ამოჭრილი, თითს მიიდებდნენ, ტრონია ფეხაკრეფით შემოვიდოდა, მას თავი ისევ ღრმად ჰქონდა მხრებში ჩარგული და უცნობის როლის თამაშს განაგრძობდა.
— უი, ეს ვინ გვესტუმრა? წამოიძახებდა ბებია, ვითომ ვერ იცნო ახლად მოსული. ნატაც მხარს აუბამდა.
— აა, ეს ხომ, ჩვენი ლატვიელია! — ამბობდა ის, თან ხელებს წინ გაიშვერდა და უკან სვლით ლატვიელისკენ ჩაჩოჩდებოდა, რომელიც, ყველას კარგა ხანია უკვე ეცნო, მისი ხუჭუჭა თმების, ბალნისა და ბუნებრივი სიმაღლის წყალობით.
— არა ნატოჩკა, არა! ეს ხომ ჩემი ლიოსიკია! ჩემი ლიოსიკი! სწრაფად აიტაცებდა ანგელინა და თან ჰაერში გაძვალტყავებულ, გაშლილ თითებს ასავსავებდა.
— აი, შეხედე, შეხედე, — ქუდიც მისია... მუქი ფერის, ფეტრის ქუდი! — თავდაჯერებით ამბობდა იგი. მაგრამ, ტრონიას არც ლატვიელობა უნდოდა და არც ლიოსიკობა.
გამომეტყველების შეუცვლელად — თითქოს ქუდ ქვეშ იმალებაო, ტრონია იდგა შუა მისაღებში და ახალ წინადადებებს ელოდა... ელოდა; ელოდა; თან თვალებს აქეთ იქით აცეცებდა, ეღიმებოდა თავისი, განსაკუთრებული ღიმილით, მთელი სახით კი არა, არამედ, მხოლოდ ნაოჭებით, თვალების გარშემო და ცხვირზე რომ ჰქონდა. ტუჩებზე და ნიკაპზე კი, როგორც ყოველთვის, ურღვევი წყენა ეტყობოდა. — და უცებ, ქუდს მოიხდიდა და წამოიყვირებდა:
— მე ფირსი ვარ!
— ეგ როგორ ჩემო საყვარელო, — ალერსიანად შეჰქონდა ეჭვი ნატას — ფირსი ხომ არ ლაპარაკობს.
— ფირსი ვარ, ფირსი! — უფრო მეტი დაჯერებულობით განაგრძობდა ტრონია, მაშინვე თითს ლატვიელისკენ გაიშვერდა და სიხარულ ნარევი ხმით ამცნობდა ყველას: აი ეს კი ეშმა გახლავთ! მე გულისცემა მიჩქარდებოდა. იმიტომ რომ ვიცოდი, ტრონია ახლა დაიწყებდა ბუქნებს, მორიგეობით გაშლიდა ხელის გულებს და იმღერებდა ისევე, როგორც მან, ერთხელ, ქუჩაში იმღერა:
წითურია ეს ეშმაკი, წითურია,
და კვერცხებით ის ერთობა ჯოჯოხეთში.
მიგიტყუებს? შენი ბოლო ბითურია,
ამ კვერცხებით, არ ჩაგიგდოს გოგოვ ხელში!
„ეს რომელ გოგოებზე მღერი ტრონეჩკა?’’ — უკვე ჩამესმოდა ანგელინას მკაცრი ხმა, რომლის მოუთოკავ ცნობისმოყვარეობაშიც გულუბრყვილობასთან ერთად, მუდამ იყო შერეული რაღაცნაირი ეშმაკობაც. ასევე ჩამესმოდა უბანში მომხდარი ყველა ამბის მცოდნე ტრონიას პასუხიც, რომელშიც, გაბრაზებაზე მეტი წახალისება სჩანდა:
,,აი იმათზე ჩემო თიხის თავიანო ბებია, რომლებთანაც შენი ბედოვლათი შვილიშვილი ბანქოს თამაშით ერთობა. კარგებზე. კარგ ბოზებზე...’’
მაგრამ, ჩემდა ბედად, იმ საშობაო ღამეს ისე არ მოხდა, როგორც მე მეჩვენებოდა, თუმცა კი, ნამდვილად უნდა მომხდარიყო. საკუთარი თავისა და სიტუაციის გადასარჩენად, მე ანგელინას ხმით წამოვიძახე: ,,რატომ კვერით არ ვუმასპინძლდებით ამ ბერიკას?’’ და მაშინვე გავუწოდე ტრონიას, ჩანგალზე წამოცმული კვერი, რომელიც წამების წინ დავითრიე ლანგრიდან და, ჩანგლის დარჭობისას მივხვდი რომ, რაღაც მკვრივს ჩავარჭე ჩანგლის წვერი, თან თითქოს ყრუ წკრიალიც მომესმა და, ვიცოდი რომ ამ კვერში ნიკოლოზის თავიანი მონეტა იყო გახვეული.
წუთის შემდეგ, როდესაც ტრონიამ ჩაკბიჩა ჯადოსნური კვერი და იქიდან საერთო ოვაციების თანხლებით ამოიღო მისი წილი, მთელი წლის ბედნიერება, მე უკვე საბოლოოდ დავმშვიდდი. ლითონის მანეთიანები, ვისი თავიც არ უნდა ყოფილიყო ზედ გამოსახული, მეფისა თუ ლენინისა, ტრონიას განსაკუთრებით უყვარდა. მან ჩაბღუჯა მეფის მანეთიანი, შებრუნდა, გაიჭრა ღია კარში, გაიჭრა სიბნელეში, მბზინავ ქარბუქში და იქ გაუჩინარდა...
მერვე ორთქლმავალი
სახლი, როგორც ასეთი, ტრონიას ჰქონდა. მაგრამ, რა სახლი იყო ეს! ეს იყო ერთგვარი მრგვალი ფორმის, ჭიშკრიანი კოშკურა—ანძა. ამ ჭიშკარზე კი, ლითონის წნულისგან შექმნილი ორნამენტიღა იყო შემორჩენილი. როგორც ჩემი ბებო ამბობდა, ოდესღაც ამ ჭიშკარს მიღმა, ეზოს სიღრმეში იდგა ორსართულიანი, ფანჯრებს შორის ამოყვანილი, ბრტყელი კოლონებით დამშვენებული, აგურითა და ქვით ნაშენები სახლი, რომელშიც მოხუცი კორნერი მანილოვი ცხოვრობდა, მას კი: ,, რვა, მოქმედი ორთქლმავალი ჰყავდა აზოვის ზღვაზე და მილიონი მანეთი გააჩნდა, ვერცხლით’’. სწორედ ამ ვიწრო კოშკში, მორიგეობით ცხოვრობდნენ მანილოვის დარაჯი — ყარაულები., რომლებიც სახლსა და ეზო გარემოს იცავდნენ. როდის, ან როგორ დასახლდა ამ კოშკში ტრონია, არავინ იცოდა და არც არავის ახსოვდა. წარმოიდგინეთ რომ, ეს თავად ტრონიასაც კი არ ახსოვდა. ის კი არა და, ხშირად ისიც კი ავიწყდებოდა რომ, ეს საყარაულო კოშკი — მისი სახლია.
— წადი ტლონია სახლში! — ბრძანების კილოთი ეტყოდა ხოლმე მას ჩლიფინა ენით მოლაპარაკე ლიოსიკი, როდესაც გვიან საღამოს, ფეხშიშველს დაინახავდა წყაროს გვერდით, დიდ, ცივ ლოდზე მდგომს.
ტრონიაც მიდიოდა. მაგრამ, კოშკში კი არა, — მისი გვერდის ავლით მიაბიჯებდა ქუჩაში. ან კიდევ, ადგილიდან გაუნძრევლად ეტყოდა ლიოსიკს:
— სახლში არ მინდა, მინდა კოშკში ვიცხოვრო.
— რას ამბობ შე შტერო, ეტყოდა აღელვებული ლიოსიკი, რომელსაც, სურდა ამით ტრონია გაეხარებინა.
ასეთი ცნობის მიღების შემდეგ, მომხდარა ისეც, რომ ტრონია, თავის კოშკთან ახლოს გავლასაც კი უკრძალავდა ყველას. იქედნური სიამაყითა და მთელი მონდომებით უყვიროდა ყველას, ვინც თუნდაც ოდნავ მიუახლოვდებოდა ამ შენობას რომ, ეს მისი სახლია! რომ. მას ეს ლიოსიკმა უთხრა! გაივლიდა რამდენიმე დღე და ტრონიას ეს საზრუნავი მოსწყინდებოდა, რომელიც მას სხვა საზრუნავში უშლიდა ხელს — ეს სხვა კი იმაში მდგომარეობდა რომ, — სწრაფი ნაბიჯებით ევლო იქით, აქით, ქალაქის ქუჩებში, ისე რომ რეალობას არ მოწყვეტილიყო არც დღითა და არც ღამით.
ის მუდამ სადღაც მიდიოდა, ხან ერთი, ხან მეორე ქუჩით, გადაკვეთდა მოედნებს, ჩავიდოდა აქსაის ნაპირებზე, გავიდოდა სტეპში და კვლავ დაბრუნდებოდა ქალაქში. ასეთი, სიფხიზლის პერიოდში მას კოშკი არც კი ახსენდებოდა, თუ მაინც შევიდოდა, შეივლიდა ხოლმე ისე, როგორც მიდიან სტუმრად, ვიღაც სხვის საცხოვრებელში — თავშეკავებული ცნობისმოყვარეობითა და მორიდებული სიფრთხილით.
მე ბევრჯერ ვყოფილვარ ტრონიასთან, კოშკში, მრგვალი ფორმის, ქვის ოთახში, სადაც სკამი და მაგიდა ძლივსღა ეტეოდა, მაგიდა, რომელზეც ტრონიას ეძინა. ძალიან მიყვარდა აქ ჯდომა და ქალაქის თვალიერება ფანჯრებიდან ნათელ, მზიან დღეებში, აქ, სადაც, შეუმინავი ფანჯრები ორი მტკაველი სიდიდისა თუ იყო და მუდამ, იდუმალი, ნახევრად სიბნელე სუფევდა. აქედან ყველაფერი სხვანაირი სჩანდა. შორეული, შეუცნობი და ამასთან, არაჩვეულებრივად გარკვეულად დასანახი, თითქო ტელესკოპთან ვიჯექი და მისი, შორს დანახვის თვისებით ვსარგებლობდი. ბებიას სახლიც კი უცნობ, უცხო სახლად მეჩვენებოდა, იმიტომ რომ ამ ფანჯრებიდან ის, მზის სხივების შუქით განათებული, სრულად მოსჩანდა და კიდევ, თვალთახედვას ხომ, ფანჯრის ღრმა ღიობები ზღუდავდა და ეს ჩემს აღქმას სულ სხვანაირ ელფერს სძენდა. რაც უფრო დიდ ხანს ვიყურებოდი ამ ღიობიდან, მით უფრო უძრავი ხდებოდა ჩემი მზერა, თანაბრად ნაწილდებოდა ქუჩაში დაფიქსირებულ, შორეულ თუ ახლოს განლაგებულ ყველა ნივთზე თუ, სხეულზე. ისინი ჯერ, ჰკარგავდნენ სიმკვეთრეს, შემდგომ, ცალკე მდგომების აღქმას; ამის შემდგომ კი ერთიან, ჭრელ ფირად იქცეოდნენ. ამ ყველაფრის კვალდაკვალ, ჩემში ჩნდებოდა უცნაური მდგომარეობა, რომელსაც წინააღმდეგობასაც ვერ ვუწევდი, რადგან ის ჩემი კი არ იყო, უცხო, შემორეტებული რამ გახლდათ. ის, თითქოს მე კი არ მეკუთვნოდა; ის ჩემს ,,მე’’—ს განდევნიდა და მხოლოდ ამის შემდგომ შემოცურდებოდა; მე კი არა, სხვა, როგორღაც უფორმო და ყოველგვარ აზრს მოკლებული არსება, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მათრობელა გახევებით, მხიარული მომხიბვლელობით და გონების დაკარგვამდე მიმყვანი ინდიფერენტულობით და ტკბებოდა აკვირდებოდა ყველაფრით, რაც ამ კოშკის სქელ კედლებს მიღმა, მთელს ჩვენ უბანში, ამ კედლებს შიგნით ან სხვაგან, სადაც გნებავთ, — ხდებოდა. მე, განა არ მინდოდა მეყვირა ქუჩაში თავისთვის მიმავალი ველოსიპედისტისთვის რომ, ის დიდ, ორმოში გადავარდებოდა (რომლის გარშემოც დიდ ფოთლებიანი დუმფარა ხარობდა და ამიტომ, ის ამ ორმოს ვერ ხედავდა) და დაიმტვრევა; მე უბრალოდ, არანაირი ძალა არ გამაჩნდა ასეთი რამის გასაკეთებლად: მე შემეძლო, მხოლოდ დამკვირვებელი ვყოფილიყავი — ყოველგვარი თანაგრძნობის, დაცინვისა და თქვენ წარმოიდგინეთ, ცნობისმოყვარეობის გარეშეც კი — თუ როგორ ვარდება ის, როგორ ქრება და შთაინთქმება ორმოს სიღრმეში მისი წინა ბორბალი, ქრომირებული საჭე, მოხრილი ზურგი და ბოლოს, უკანა ბორბალი, მზის შუქზე გაბრწყინებული. მე სულაც არ ვბრაზდებოდი იმაზე რომ, ვხედავდი, როგორ წამოწოლილა როდია ჩვენს ბაღში, თავქვეშ ხელი ამოუდია, ვითომ სძინავს, არა და სინამდვილეში ჩვენს ზაირას უთვალთვალებს, რომელიც, მოკლე კაბაში ჩაცმული და ფეხებგაფარჩხული, პირდაპირ როდიას თავს ზემოთ ხის ტოტზე დგას, ქლიავს კრეფს და აგროვებს ვედროში მე არ განვიცდი ამაღელვებელ აზარტს, მოსახვევიდან გამოჩენილი მეძველმანის დანახვაზე, რომელიც ცხენით კი არ მოდის, ურემს მოჰყვება და შემიძლია მივუტანო ნებისმიერი ნივთი, თუნდაც ბებიას, გატეხილი მარაო, რომელსაც ის კარადაში მალავს, ჭურჭელს შორის, და სანაცვლოდ ჩემთვის ეგზომ სასურველი ტუჩის გარმონიკა დავითრიო, თიხის სასტვენი ან გასაშლელი ჯიბის ჯაყვა—დანაც კი. მაგრამ მე, მარაოს მისატანად გაქცევა არც კი მიფიქრია. ამ წუთებში მე არ შემეძლო საერთოდ მეფიქრა რამის კეთებაზე, რამეში მონაწილეობის მიღებაზე, არ შემეძლო რაიმე მდომებოდა ან, არ მდომებოდა. ჩემი ნება ჰგავდა გაფუჭებულ, მოშლილ ოპტიკურ ხელსაწყოს, რომლიდანაც ვერ გამოცლი სიმკვეთრეს, ვერ ააწყობ გარემოში მიმდინარე, რაიმე მოვლენაზე. ზაირა, მეძველმანე, როდია, მარდი ველოსიპედისტი, მბრწყინავი მუქი-მწვანე ხოჭო ქვის რაფაზე კოშკში, სახურავებიდან ამოჩრილი, კუსტარული ღუმელების საკვამლე მილები, პირამიდალური ალვის ხეების მწვერვალები ქვედა ქუჩებზე — ყველაფერ ამას მე ერთდროულად ვხედავდი და თან ვერაფერსაც ვერ ვხედავდი. სამყარო არ ზემოქმედებდა ჩემს გრძნობებზე. მე იმასაც კი ვერ აღვიქვამდი, რომ თვით სამყარო არსებობს და მე კი, მასში ვარსებობ. ეს იყო, ჩემი ცხოვრების წიაღს შიგნით არსებული შეხედულებების დაფანტულობით შექმნილი გაუგებრობით წარმოქმნილი, არსებობის რაღაც, განსაკუთრებული ფორმა. რატომღაც, ჩემი გამოხედვა ამ, მომაკვდინებელი და ნეტარი დაფანტულობით, სწორედ პონიას კოშკში იწამლებოდა. თუმცა ზოგჯერ ამ კოშკისგან მოშორებით, ჩვენს ტერასაზე, საზაფხულო სადილობის ჟამსაც, როდესაც ანგელინა ოხშივარ ამდინარე სუპის, თეფშებში ჩამოსხმით იყო დაკავებული (ტერასაზე სადილობს სწორედ ანგელინა განაგებდა და არა ანნა ბებია), მე სწორედ ასეთი მდგომარეობა მომიცავდა ხოლმე, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა: ,,ისევ გაუშტერდა მზერა! — მაშინვე აქოთქოთდებოდა ანგელინა, თითქოს რაღაც საშიშში ან მავნეში გამოვეჭირე. — აბა, ახლავე გამოფხიზლდი! — მიბრძანებდა ის — დაუყოვნებლივ! გესმის?“ მე პასუხად, მაშინალურად დავუქნევდი თავს, მაგრამ, მხოლოდ ბგერებიღა მესმოდა, სიტყვებსა და მით უმეტეს, წინადადებებს ვეღარ ვარჩევდი და ვაგრძელებდი სადღაც, შორეთში, ფიქრების, დანისლული ნისლის გუნდის სიღრმეში ცქერას. მაშინ ანგელინა დიდ ჩამჩას ქვაბში ჩაზიდავდა და თვალწინ დამიწყებდა გაშლილი ხელების ქნევას მარაოსავით, ისეთივე ენერგიულობით, როგორც გაყინულ ლოყებს იზილავენ ხოლმე. ის ამ მოძრაობას აგრძელებდა მანამ, სანამ მე თვალები არ ამიმოძრავდებოდა და არ დავიწყებდი ნივთებისა და გარემოს აღქმას თავიანთ, ჩვეულ მდგომარეობაში. რის შემდეგაც ანგელინა იწყებდა იმის ახსნას რომ, ასე გაშტერებით მზერა არ შეიძლება, რომ, ამის გამო შეიძლება დაბრმავდე, შეიძლება უცაბედად მოკვდე კიდეც.
— ან კიდევ, გამოდებილდა, — აიტაცებდა ნატა.
— როგორც ტრონია? — ვეკითხებოდი მე, იმაში დარწმუნებული, რომ, ბებიას თანდასწრებით, ამის დადასტურებას, ვერცერთი მათგანი ვერ გაბედავდა და სულაც გაჩუმდებოდნენ და დამთავრდებოდა ერთობლივი, აღმზრდელობითი ლექცია იმ თემაზე თუ; როგორ უნდა იყურებოდე რომ მხედველობა არ დაგვიზიანდეს, ჭკუა და თვით სიცოცხლეც კი, რომ შეინარჩუნო და საერთოდ, როგორ უნდა იქცეოდეს კარგად აღზრდილი ბიჭი.
ტრონიას კოშკში კი, მე შემეძლო გავშტერებულიყავი რამდენი ხნითაც მინდოდა, მე იქ არავინ შემიშლიდა ხელს და არ დაიწყებდა ჭკუის სწავლებას, თვითონ პრონიას გარდა. ერთხელაც, ის ჩემს ზურგს უკან აღმოჩნდა იმ დროს, როდესაც მე ფანჯარაში ვიყურებოდი, საიდანაც ბაბუა კორნეი ჩანდა, რომელსაც ქვაფენილზე მდგომს, ცარიელი ვედროთი ხელში, როგორც ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე კავკასიის ქუჩისა და რაზინის დაღმართის გადაკვეთასთან, წყაროსგან შორიახლოს, ზეზეურად ჩამოეძინებოდა. ასევე მოჩანდა წყარო და მის გვერდით შადრევანივით გაშლილ გადაფურჩქნილი, დიდი ალვის ხე. ტრონია მოულოდნელად წამომადგა, ზურგზე თითი მატაკა მსუბუქად და მომმართა:
— რა, გიყვარს კოშკურიდან ყურება?.. მართლაც, ძალიან კარგია.
მან ეს თქვა რაღაცნაირი იერით(მეოცნებე? გამგებიანი თანაგრძნობით? არ ვიცი, ვერ გეტყვით), ისეთით რომ, მე წამით ეჭვიც კი შემეპარა იმაში რომ, ის სულელი იყო. მაგრამ, ჩემი ეჭვები იმავე წამს გაიფანტა. თავი გაჰყო ფანჯარაში და თავისი მჭექარე, ჩვენთან ყველასთვის ნაცნობი, საბრძოლოდ განწყობილი და ამავდროულად რაღაც, კეკლუცი მხიარულება შერეული ხმით დაიყვირა:
— კორნეი! ჰეი, კორნეი! სად არის შენი ორთქლმავალი?! გაიღვიძე!.. აი, აი შეხე, შენი ორთქლმავალიც მოცურავს, გიახლოვდება!!!
,,ორთქლმავალი...ორთქლმავალი... მე კი ვფიქრობდი, რა ორთქლმავალი, რის ორთქლმავალი?’’— ვერ მიხვდებოდი გახარებული, თუ გაოგნებული ამბობდა ორი დღის შემდეგ ბებია მანილიხა, რომელიც იდგა თავის სახლთან ახლოს და სხვებთან ერთად ხედავდა, მამაკაცების ხელებსა და მხრებზე ქანაობით, როგორ გამოცურდა სრულიად ღია კარებიდან, მკვეთრი უკუნიდან მზით განათებულ ქუჩაში, ვეებერთელა, მაღალ ბორტებიანი კუბო. რომელშიც იწვა ბაბუა კორნეი, რომელიც რატომღაც ძალიან გაბრტყელებულიყო, იმ პიჯაკში ჩაცმულს, რომელიც არასოდეს ჩაუცვამს, სახე ძლიერ გაყვითლებოდა, უქუდოდ იყო და გეგონებოდა შიშველი შუბლის ქვეშ მოსრიალე აზრებში რაღაცას ძალიან დიდი მონდომებით აკვირდებოდა.