ცელანდინი აყვავილდა, წაიმღერა სამყურამ...
* * *
ცელანდინი აყვავილდა, წაიმღერა სამყურამ,
მტრედი დაჯდა და ნისკარტით რაფას წაუკაკუნა.
შეხე — მინა გაბზარულა, გველი ცოცავს მინაზე,
არაფერი აღარ მახსოვს მე ამ დედამიწაზე.
მე არ მახსოვს, შენ არ გახსოვს, ჩვენ არ გვახსოვს, არც იმას,
ნილოსივით იყურება ვოლგა ვიწრო სარკმლიდან.
სქელ ტალღებად მირონინობს მისი სველი სხეული...
ჭურჭელია გარეცხილი, თეთრეულიც რჩეული,
ხუთსართულიან სახლებში მძიმე ყოფა ჩასახლდა,
როგორც ძველ პირამიდებში გარდაცვლილთა აკლდამა.
ვისი მიწა და ქონება შეკრეს ქვების ზვინებად?
ან მიწიდან ამ აგურთა მთები როგორ იზრდება?
რატომ სხედან ფანჯარასთან ბებრები და ბავშვები?
ქანაობენ ტროტუარზე ქვის ფოთლება სახლები...
ამ აგურის სახლებს ირგვლივ მოჩვენებამ ივანა,
ლერწამი და პაპირუსიც იქვე ამოიზარდა.
ნაპირს ცემენ სად ნილოსის გაყინული ტალღები,
წყლიან თხილებს ჩაუმალავთ თავი ბასრრქიანები.




