ლევ ტოლსტოი — თავისუფალი ადამიანი


(ფრაგმენტი წიგნიდან)

დეიდუკები

„მოგონებებში“ ტოლსტოი წერს რომ, მის აღზრდაში ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას (,,ჩემს შემდგომ სიცოცხლეზე ზემოქმედების თვალსაზრისით) იყო დეიდა, ტატიანა ალექსანდრეს ასული ერგოლსკაია.

მაგრამ, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? იგი ხომ დიდი მწერლის შორეულ ნათესავად ითვლებოდა. ერგოლსკაიას მამა, მამის მხრიდან ბებიის, პელაგია ნიკოლოზის ასულ ტოლსტაიას ძმა გახლდათ.

ბაბუის და ბებიის, ილია ანდრიას ძისა და პელაგია ნიკოლოზის ასულის ოჯახში ახალგაზრდა ტანეჩკას გამოჩენა აღწერილია ,,მოგონებებში“: ,,ის და მისი დაიკო ლიზა პატარები დაობლდნენ და დარჩნენ უმწეო მდგომარეობაში. მათ გარდა კიდევ დარჩნენ ძმები მაგრამ, ნათესავებმა როგორღაც მოახერხეს ბიჭების მოწყობა. გოგონებზე მზრუნველობა კი, ჩერნის უეზდში თავისი სიმკაცრითა და მნიშვნელოვანებით ცნობილმა ტატიანა სემიონის ასულმა სკურატოვმა და ჩემმა ბებიამ აიღეს თავის თავზე. სახელები ცალ-ცალკე დაწერეს ორ ფურცელზე, დაახვიეს და ხატის ქვეშ დადეს. ილოცეს, თითომ, თითო ფურცელი აიღო და, ლიზენკა ტატიანა სემიონოვნას ხვდა წილად, ,,შავტუხა“ კი — ბებიას.“

,,შავტუხა“ — კი, სწორედ ტანეჩკა გახლდათ.

,,ომისა და მშვიდობის“ გმირთა და პროტოტიპთა გადანაწილების რთულ სისტემაში, ტანიას, როსტოვების ოჯახის აღსაზრდელის — სონიას მოკრძალებული როლი აქვს მინიჭებული. ეს, რომანში, ქალთა ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესამჩნევი სახე გახლავთ. ნამდვილ ტატიანა ალექსანდრეს ასულზე მსჯელობა მისი მიხედვით, უბრალოდ არ შეიძლება. მაგრამ ფაქტი ისაა რომ, ისევე როგორც სონია იყო ნიკოლაი როსტოვზე შეყვარებული და ნიკოლაი როსტოვს უყვარდა სონია, ასევე ტოლსტოის მამას, ნიკოლაი ილიას ძესა და ტატიანა ალექსანდრეს ასულსაც, ბავშვობიდანვე უყვარდათ ერთმანეთი.

არსებითად, ტატიანა ალექსანდრეს ასული არც თუ უცხო ოჯახში, მაგრამ მაინც, შეკედლებული იყო. თავიდანვე ის ნიკოლაი ტოლსტოისთან ერთად იზრდებოდა და, როგორც ეს ხშირად ხდება რომანებში, მასზე იყო შეყვარებული. ასევე, ნიკოლაიც იყო შეყვარებული და სხვათა შორის, გაცილებით მეტად, ვიდრე ნიკოლაი როსტოვი თავის ღარიბ ნათესავში. ნიკოლაი ტოლსტოიმ იძულებით, მშობლებისა და ოჯახის ანგარებით, სიყვარულის გარეშე იქორწინა მარია ვოლკონსკაიაზე, თუმცა, შემდგომში ამ ქორწინებით ბედნიერიც კი იყო. ცოლმა იცოდა ტუანეტასადმი ქმრის სიყვარულის შესახებ. ერგოლსკაია გახლდათ ლამაზი, უკიდურეს შემთხვევაში, ძალზედ მიმზიდველი, მაგრამ, მარია ნიკოლოზის ასულს ტუანეტას მიმართ, რომელიც მათთან იასნაია პოლიანაში ცხოვრობდა, ეჭვიანობა არასოდეს გამოუჩენია. როდესაც ისინი დროებით შორდებოდნენ ერთმანეთს, როდესაც ერგოლსკაია დასთან, ელიზავეტასთან, პოკროვსკოეში გაემგზავრებოდა, მარიას მიერ ტატიანასთვის გაგზავნილ წერილებში ჩანს უდავო სინაზე და საკმაო პატივისცემა. მიუხედავად ამისა, ,,სასიყვარულო სამკუთხედის“ პრობლემა მაინც არსებობდა, ოღონდ, ეს არის, არ ვითარდებოდა და არ მწვავდებოდა. ,,სამკუთხედის“ ყველა შემადგენელ გვერდს ესმოდა და შეგნებული ჰქონდა შექმნილი გარემოების ძალა და მნიშვნელობა. მაგრამ ეს გარემოებები შეიცვალა მარია ნიკოლაევნას გარდაცვალების შემდგომ. ტუანეტი ამ დროისათვის 38 წლისა იყო, ნიკოლაი ილიას ძე კი 36-სა გახლდათ. და მან სასურველს დაქორწინება შესთავაზა, სასურველს, რომელიც მთელი ცხოვრება უყვარდა. მაგრამ, ტუანეტმა უარით უპასუხა.

ნიკოლოზ ილიას ძის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილები სრულად დაობლებული დარჩნენ. უფროსი ვაჟი, ნიკოლაი მამის გარდაცვალების დღეს თოთხმეტი წლისა გახდა. ნიკოლოზ ილიას ძის გარდაცვალებამდე არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 1837 წელს, ოჯახი მოსკოვში, პლიუშიხაზე განლაგებულ სახლში გადაბარგდა. აქ გადმოსვლის მიზანი იმაში მდგომარეობდა რომ, ბიჭები ,,მაღალ საზოგადოებასა“ და მასში ცხოვრებას შეჩვეოდნენ, ამასთან, უფროსები უკვე უნივერსიტეტისთვის უნდა მომზადებულიყვნენ.

მოსკოვში, ქმართან და მეუღლესთან უზრუნველ ცხოვრებას შეჩვეული ბებია, პელაგია ნიკოლოზის ასული ძირითადად, თავისი თავითა და საყვარელი ვაჟის დაკარგვით გამოწვეული უბედურებით იყო დაკავებული. ფაქტიურად ძმები, ფრანგი გუვერნიორის, თომას ხელში აღმოჩდნენ, არადა, ის უმცროსმა, ლევმა თავიდანვე აითვალწუნა და ძალიან არ უყვარდა. ლევს თვით მოსკოვი არ მოსწონდა. მას უკვირდა, რომ ის ადამიანები, ქუჩაში რომ ხვდებიან მას, ქუდის მოხდით არ ესალმებიან. ცხოვრებაში პირველად, თავში მოუვიდა აზრი და გაუჩნდა შეკითხვა: ,,სხვა ისეთი რა საქმით უნდა იყოს დაკავებული ეს ხალხი, რომ ჩვენზე არ ზრუნავენ?“ ვერც ქალაქის გასართობმა სანახაობებმა მოხიბლა. გააკვირვა იმან რომ, ვიღაც დარაჯმა ის და მისი ძმა კერძო ბაღში, სასეირნოდ არ შეუშვა, რომელიც ბიჭებს ასე მოეწონათ. დიდ თეატრში ის ვერ მიხვდა რატომ უნდა მჯდარიყო მთელი სპექტაკლის განმავლობაში სცენისადმი გვერდულად მოწყობილ ლოჟაში და ეცქირა მარჯვნივ, ამიტომ ეს ორი საათი მის საპირისპიროდ განლაგებულ ლოჟაში მჯდომლებსღა უყურებდა. მოსკოვი იყო ხმაურიანი, მტვრიანი, მრავალი, სხვადასხვა ადამიანებით გადატვირთული და ის მოწყენით იგონებდა ,, მინდორს სახლის წინ, ბაღში მაღალ ცაცხვებს, რომელთა კენწეროებზე მერცხლები ერთმანეთს ეჯიბრებიან სწრაფად აფრენა დაშვებაში ანკარა წყაროსკენ, ლურჯ ცას, რომელზეც თეთრი, გამჭვირვალე ღრუბლები გარინდულა, ახლად მოთიბული ბალახის სურნელს“ და კიდევ ბევრ, ბევრ სხვა რამეს, რისთვისაც ასე უყვარდა თავისი იასნაია პოლიანა.

ყველაფერი შეიცვალა ბებიას სიკვდილის შემდეგ. იგი გარდაიცვალა 1838 წელს. ბებიას სიცოცხლეში, მოსკოვში, დიდებული, უაზროდ ხელგაშლილი ცხოვრების წესის შეცვლა არ შეიძლებოდა. მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ წამოიჭრა საკითხი, ხარჯების შემცირების შესახებ. ბებიას შემდეგ არასრულწლოვანი ბავშვების მეურვე გახდა მათი მამის უფროსი და, ალექსანდრა (Aline) ილიას ასული ოსტენდ-საკენი. მას, ძალიან გაუჭირდა ძმის, დაბურდული, ქონებრივი საკითხების მართვა, ამასთან მას საკუთარი, ცხოვრებისეული პრობლემებიც საკმაოზე მეტად ჰქონდა. ის ადრეულ ასაკში გაათხოვეს მდიდარ, ოსტსეიზელ გრაფზე. ის ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც, უაზრო, მიზეზის გარეშე, წარმოსახვითი ეჭვებით იყო დაავადებული. როდესაც ცოლი ფეხმძიმედ ჰყავდა, მან გადაწყვიტა რომ, ,,მტრებს“ უნდათ მისი წართმევა, ჩასვა მეუღლე ეტლში და გზაში, ამოიღო რა ყუთიდან ორი პისტოლეტი, შესთავაზა მას დაეხოცათ ერთმანეთი, თანაც, პირველი გასროლა თავად მოახდინა. საბედნიეროდ, ჭრილობა სასიკვდილო არ აღმოჩნდა, მაგრამ ამ დიდი ნერვიულობის ნიადაგზე aline-მ მკვდარი ბავშვი გააჩინა. მას ეს დაუმალეს და ამავე დროს დაბადებული, მზარეულის შვილი წარმოუდგინეს. ალექსადრეა ილიას ასული ქმრისგან წამოვიდა, ის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, ხოლო ძმის დაქორწინების შემდგომ მათთან ერთად იასნაია პოლიანაში დაიდო ბინა, შემდეგ კი მათთან ერთად მოსკოვში გადაბარგდა. მათთან ერთად ცხოვრობდა მისი შვილობილი პაშენკა, აი ის ბავშვი, გარდაცვლილში რომ შეუცვალეს. ტოლსტოი იხსენებდა: ,,დეიდას განსაკუთრებულ, რაღაცნაირად მჟავე სუნს, ალბათ მისი პირადი, უსუფთაო ტუალეტით განპირობებულს. არა და ეს იყო გრაციოზული, ლამაზი, ცისფერთვალება, პოეტური aline ფრანგული ლექსების კითხვა და გადმოწერა რომ უყვარდა, ლირაზე რომ უკრავდა და ყველაზე დიდ ბალ-მასკარადებზე წარმატებებითაც მუდამ სარგებლობდა.“

გადაწყდა რომ, მოსკოვში, ალექსანდრა ილიას ასულთან და გუვერნიორ ტომთან ერთად დარჩებოდნენ უფროსი ვაჟები ნიკოლაი და სერგეი, ხოლო უმცროსები დიმიტრი და ლევი, დაიკო მაშასთან ერთად უკან, იასნაია პოლიანაში დაბრუნდებოდნენ ტატიანა ალექსანდროვასთან და გუვერნიორ ფიოდორთან ერთად, რომელიც ალკოჰოლისადმი მისი მიდრეკილების მიუხედავად, სახლში მაინც დააბრუნეს. ოჯახი ,,მოსკოვურმა“ ნაწილმა დატოვა და შედარებით პატარა, უფრო იაფიან ბინაში გადასახლდა, ხოლო ,,იასნაია პოლიანელები“ დაუბრუნდნენ მშობლიურ ,,ბუდეს“.

ასე რომ არა, ძნელი სათქმელია როგორ წარიმართებოდა ტოლსტოის მსოფლმხედველობა. მაგრამ აი ფაქტი. უფროსი ძმები ნიკოლოზი და სერგეი, რომლებიც ფრანგმა გუვერნიორმა გაზარდა და რომელიც ითხოვდა მათგან მიემართათ Cen— ტომად, ანუ ,,წმინდა“ ტომად, მომავალში რელიგიურად ინდიფერენტულ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. უფრო პრიმიტიულად რომ ვთქვათ, ათეისტები გახდნენ, ხოლო ლევმა, მიტია და მაშამ, ყოველმა მათგანმა თავისებური, მაგრამ ღრმად რელიგიური გზა გაიარეს. სხვათა შორის, ტოლსტოის დეიდები, ყველანი რელიგიური ქალბატონები ბრძანდებოდნენ. ალექსანდრა ილიას ასულის შემთხვევაში ეს რელიგიური ეგზალტაციის ნიშნებს ატარებდა. როდესაც მამის გარდაცვალების შემდეგ ძმასთან იასნაია პოლიანაში დასახლდა, შემოიკრიბა ,,მოხეტიალეები, ვითომ სალოსები, მონაზონი ქალები და მამაკაცები, რომელთაგან ზოგნი მუდმივად ჩვენს სახლში ცხოვრობდნენ, ზოგნიც მხოლოდ დეიდას მოსანახულებლად მოდიოდნენ ხოლმე. მათ შორის ვინც თითქმის მუდმივად ჩვენთან ცხოვრობდა, იყო მონაზონი მარია გერასიმეს ასული, ჩემი დაიკოს ნათლია, ახალგაზრდობაში იგი ქვეყნის სხვა და სხვა კუთხეში დახეტიალობდა სალოსი ,,ივანუშკა შტერუკას“ სახელით. ნათლია კი ჩემი დისა იმიტომ გახდა რომ, დედაჩემი შეპირდა, თუ კი ლოცვებით ჩემთვის ღმერთს გოგოს შესთხოვ, შენ მოგანათვლინებ. არა და ოთხი ბიჭის მერე დედა, გოგოზე ნამდვილად ოცნებობდა. დაიბადა გოგო. მარია გერასიმეს ასული გახდა მისი ნათლია და ცხოვრობდა ხან ტულის ქალთა მონასტერში, ხან ჩვენს სახლში“, — წერს ტოლსტოი თავის ,,მოგონებებში“. ალექსანდრა ილიას ასულს უყვარდა ცნობილ მონაზვნებთან ურთიერთობა, მაგალითად, ოპტინოში მყოფ ბერ ლეონიდესთან. იგი ინახავდა ყველა მარხვას, ბევრს ლოცულობდა. მას არასდროს არ ჰქონდა თავისი მატერიალური სახსრები რადგან, თუ კი რამ გაუჩნდებოდა, ყოველთვის, ყველაფერს მთხოვნელებს დაურიგებდა ხოლმე.

1841 წლის ხაფხულში, ,,ოპტინის უდაბნოში“ ცხოვრების ჟამს მძიმედ დაავადდა. მოსანახულებლად ჩასულმა ტატიანა ალექსანდროვნამ, თან, ნიკოლაი და მაშა ტოლსტოებიც ჩაიყვანა. ბავშვების დანახვით გახარებულს უტირია კიდეც, მეორე დღეს კი უწვალებლად, სრულად აზრზე მყოფმა მიაბარა სული უფალს. ლეგენდის მიხედვით, 11 წლის მაშას დალოცვის შემდეგ დეიდას აღმსარებელ, ბერ ლეონიდეს (ერობაში ლევ ნაგოლკინს) უთქვამს: ,, მაშა, შენ ჩვენი იქნები“. 49 წლის შემდეგ, მარია ნიკოლოზის ასული გახდა სულიერი შვილი ოპტინელი ბერის, ამბროსისა, რომლის დამრიგებელიც თავის მხრივ, ბერი ლეონიდე გახლდათ, ამ დროიდან სულ მოკლე ხანში კი მარია მონაზვნად აღიკვეცა შამორდინის მონასტერში.

ალექსანდრა ილიას ასულის უმცროსი და — პელეგეა (პოლინა) ილიას ასულიც ასევე რელიგიური გახლდათ. მაგრამ ეკლესიით მისი გატაცება უფრო საერო ცხოვრების მაღალ წრეებში მიღებულ ფორმებს ატარებდა. ცხოვრობდა ყაზანში, მისი მეუღლე, მემამულე, ვ. ი. იუშკოვი ამავე დროს ჰუსართა პოლკოვნიკიც იყო. მას უყვარდა მაღალი რანგის მღვდელთმსახურებთან ურთიერთობა, მონასტრები და ოქრო, რომელსაც ქველმოქმედების სახით სწირავდა სხვადასხვა მონასტრებს. მაგრამ მისი ზრუნვის უფრო მნიშვნელოვან საგანს წარმოადგენდა: მანერები, ტუალეტი და სახლში ავეჯის სწორად განლაგება.

უფროსი დის გარდაცვალების შემდეგ მან მიიღო სავედრებელი წერილი ძმის შვილისგან, ნიკოლაისგან, რომ მას გარდა ობლებს არავინ დარჩათ და თხოვს დეიდას არ დასტოვოს ისინი ბედის ანაბარა. მას ცრემლი მოერია და როგორც სოფია ანდრეის ასული ტოლსტაია წერს: ,,მიიღო გადაწყვეტილება se sacrifier (მიიტანოს თავისი თავი მსხვერპლად, თავი შესწიროს. ფრანგ.)“. ძმები ტოლსტოები დასთან ერთად, საცხოვრებლად, ყაზანში გადასახლდნენ. ტატიანა ალექსანდრეს ასული არგოლსკაია იასნაია პოლიანაში დარჩა. ყაზანში გადასვლაზე მან უარი განაცხადა რადგან, არ ჰქონდა პელაგია ილიას ასულთან მაინცა და მაინც კარგი ურთიერთობა.

სავარაუდოდ, პელაგია ილიას ასულს ძმისშვილებზე სერიოზული ზემოქმედება ვერ ექნებოდა. ის საერთოდ, არ სარგებლობდა ოჯახში დიდი ავტორიტეტით. ქმარი მას არ ჰყვარობდა, არ სცემდა პატივს და ეწეოდა აღვირახსნილ ცხოვრებას. ბიჭები იზრდებოდნენ თავის თავს მინდობილნი, მაშა კი როდიონოვის კეთილშობილ ქალიშვილთა ინსტიტუტში გაამწესეს. მას შემდეგ რაც, ბიჭებმა უნივერსიტეტი დაამთავრეს და ყაზანიდან გაემგზავრნენ, ხოლო მაშა გაათხოვეს, პელაგია ილიას ასული ქმარს გასცილდა და საცხოვრებლად მონასტერში წავიდა. ბოლოს ის, ტულასთან ახლო მდებარე ქალთა მონასტრის ერთ-ერთ კელიაში ბინადრობდა. 1875 წელს იგი საცხოვრებლად, უკვე დაქორწინებულ და მრავალშვილიანი ოჯახის პატრონ ძმისშვილთან, ლევთან გადაბარგდა იასნაია პოლიანაში და იქ არც თუ დიდი ხნის ცხოვრების შემდეგ გარდაიცვალა.

როდესაც 1841 წელს ბავშვები იძულებულნი გახდნენ საცხოვრებლად ახალ მეურვესთან, ყაზანში წასულიყვნენ, ტატიანა ალექსანდრეს ასული სულ მარტოდ დარჩა. ის თავის დღიურში წერს: ,,მარტოობა სისაძაგლეა! ყველა განსაცდელთაგან ეს ყველაზე მძიმედ ასატანია. რა ქნას გულმა თუ არავინ არის გარშემო, ვინც შეიძლება უყვარდეს ? რა უნდა მოუხერხო სიცოცხლეს თუ კი ის არავის სჭირდება და ამ მიზეზით მას, ვერავის უძღვნი, მისცემ“?

მაგრამ, ხუთიოდ წლის წინ, 1836 წლის 6 აგვისტოს მან ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერა: ,,ნიკოლაიმ დღეს უცნაური შემოთავაზება გამიკეთა, გავყვე მას ცოლად, შევუცვალო მის შვილებს დედა და არასოდეს მივატოვო ისინი. შემოთავაზების პირველ ნაწილზე უარით ვუპასუხე, მეორეზე კი, პირობა მივეცი რომ, სანამ პირში სული მიდგას, მე მას პირნათლად შევასრულებ. «დაუფიქრდა კი მაშინ ტატიანა ალექსანდროვნა თუ რატომ მიიღო ეს შემოთავაზება მარია ალექსანდრეს ასულის გარდაცვალებიდან მთელი ექვსი, და არა საზოგადოებაში დაწესებული ერთი წლის გასვლის შემდეგ? ამ დღიდან მალევე ნიკოლოზ ილიას ძის გარდაცვალებამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა.

გასაგები გახდა რომ, ნიკოლოზ ილიას ძის წინადადება, მისი მხრიდან გადადგმული, უბრალოდ, ძალიან გონიერი ნაბიჯი იყო. ის გრძნობდა, ან უფრო მეტიც, უკვე იცოდა რომ მალე დასტოვებდა წუთისოფელს და სურდა შვილები ოფიციალურად იმისი ფრთების ქვეშ დარჩენილიყვნენ, ვისაც ისინი ნამდვილად უყვარდა, როგორც, მისთვის ყველაზე მეტად საყვარელი ადამიანის შვილები. ამით მას მიეცემოდა ყველა ოფიციალური უფლება, როგორც ბავშვებზე, ასევე იმ ქონებაზე, რომლის მემკვიდრეებიც ისინი გახდებოდნენ. ტატიანა ალექსანდრეს ასულმა სხვაგვარად განსაჯა და დაუშვა შეცდომა, რომელიც შემდგომში ბავშვებს ორ მეურვეს, ოსტენდ-საკენსა და იუშკოვას შორის მიმოსვლად, გადაბარგება-გადმობარგებად დაუჯდათ. რა თქმა უნდა თავისებურად მათაც უყვარდათ ძმისშვილები, მაგრამ ზედმეტად დაკავებულნი გახლდნენ თავიანთი პირადი პრობლემებით.

,,მოგონებებში“ ტოლსტოი წერს: ,,ალბად მას უყვარდა მამაჩემი, მამასაც უყვარდა იგი, მაგრამ, ის ახალგაზრდობაში არ გაჰყვა ცოლად, რათა მდიდარი, შეძლებული ოჯახის შვილი, ჩემი დედა შეერთო, ხოლო შემდეგ კი უკვე არ გაჰყვა, იმიტომ რომ, არ უნდოდა მასთან და ჩვენთან ამაღლებული, სუფთა, პოეტური ურთიერთობის გაფუჭება, შებღალვა“.

,,მისი მთავარი თვისება იყო სიყვარული — აგრძელებს ტოლსტოი — მაგრამ, როგორც არ უნდა მინდოდეს რომ ეს, იყოს სხვაგვარად — ერთი, ერთადერთი კაცისადმი სიყვარული — ეს ერთი კაცი იყო მამაჩემი. მხოლოდ ამ ცენტრიდან გადმოღვრილი, მისი სიყვარული განიფინებოდა ყველაზე, ყველა ადამიანზე. იგრძნობოდა რომ, ჩვენც მის გამო ვუყვარდით, მასზე გავლით უყვარდა ყველა, იმიტომ რომ, მთელი მისი სიცოცხლე იყო ერთი, დიდი — ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი’’.

მესამე დიდის, ტატიანა ალექსანდრეს ასულის რელიგიურობას თავის ,,მოგონებებში„ მან ნამდვილი ჰიმნი უმღერა. ეს სტრიქონები ძალიან დიდი ყურადღებითაა წასაკითხი. მათშია ჩამარხული ის მარცვალი, რომლისგანაც აღმოცენდა ის, რასაც ასე შეცდომითა და უიღბლოდ ტოლსტოის რელიგიას ეძახიან. იმაზე რომ, ტოლსტოიმ შექმნა ,,თავისი რელიგია“, გამოიგონა,, ღმერთი თავის თავში“, მხოლოდ ზარმაცებიღა არ წერდნენ. სინამდვილეში კი, არ არსებულა არავითარი სპეციალური, ტოლსტოის რელიგია. მაგრამ, მყარი სულიერი საფუძველი მის რწმენაში და იმ ყველაფრის მოაზრებაში, როგორ უნდა იწამო რომ, რელიგია რაღაც, ჩვეულებად ქცეულ, დაწესებულ სანახაობად არ გექცეს, მასში ნამდვილად ჩადო და გაამაგრა ტატიანა ალექსანდრეს ასულმა ერგოლსკაიამ. ,,იგი სიყვარულის შინაგანად ჩაბუდებულ საქმეს აკეთებდა და ამიტომ არ სჭირდებოდა, ეჩქარა სადმე. და აი ეს ორი თვისება — სიყვარული და აუჩქარებლობა — გიზიდავდა მისკენ ძალდაუტანებლად, შეუმჩნევლად და ანიჭებდნენ განსაკუთრებულ ბრწყინვალებას ამ სიახლოვეს. ალბათ ამიტომაც, აქედან გამომდინარეა ის რომ, მე არ ვიცი არც ერთი ფაქტი, მას ვინმესთვის ეწყენინებინა, და არ ვიცი არ მეგულება ადამიანი, ვისაც ის არ უყვარდა. არასოდეს არ საუბრობდა თავის თავზე, არ საუბრობდა რელიგიაზე, როგორ უნდა გწამდეს, როგორ სწამს და ლოცულობს თავად. მას ყველაფრისა სჯეროდა, სწამდა მაგრამ უარყოფდა მხოლოდ ერთ დოგმატს — მუდმივი მოწამეობრივობის შესახებ: ,,Dieu qui est la bonte meme ne peut pas vouloir nos souffrances“(უფალს, რომელიც წარმოადგენს თვით სიკეთეს, არ შეიძლება უნდოდეს ჩვენი მოწამოებრივობა. (ფრანგ.)). მე პირადად ღვთისმსახურებისა და რელიგიური დღესასწაულების გარდა არასოდეს მინახავს, როგორ ლოცულობდა. მე, მხოლოდ მისი განსაკურებული, გაღიმებული შემოხედვით რომლითაც მხვდებოდა იგი, თუ კი გვიან, ღამე მშვიდობისას ერთმანეთისთვის სურვილების შემდეგ მომიწევდა მასთან მორიდებით შესვლა, რაღაც გადაუდებელ საქმეზე, მხოლოდ ამ შემოხედვით ვხვდებოდი, რომ ლოცვა შევაწყვეტინე“.

ეს იყო რელიგიური თავისუფლების უმაღლესი ხარისხი, როდესაც გწამს ისე, როგორც ჭეშმარიტად გწამს და არა ისე, როგორც ვიღაცამ მოიფიქრა, ვიღაცამ დაგიწერა. თვით ტატიანა ალექსანდრეს ასული, გვიანდელი ტოლსტოისგან განსხვავებით, ყველა ეკლესიურ დოგმატებს არ უარყოფდა. იქნებ იმიტომ რომ, მათზე არასოდეს დაფიქრებულა? მაგრამ ერთ დოგმატს, იმიერ წამებაზე, ის მყარად ეწინააღმდეგებოდა. იქნებ იმიტომ რომ, ის წინააღმდეგობაში მოდიოდა მის რწმენასთან, რომელიც გამომდინარეობდა მისი ადამიანური, თუ გნებავთ ქალური ბუნებიდან.

,,იგი არასდროს, არავის ასწავლიდა სიტყვიერად, როგორ უნდა ეცხოვრათ, არასდროს არ კითხულობდა ნოტაციებს ზნეკეთილობაზე, მთელი ზნეობრიობა მასში შინაგანად იყო ჩაბუდებული, გარეთ მხოლოდ მისი საქმე, საქციელი გადმოსჩქეფდა — თუმცა რაღა საქმეები — არ იყო საქმეები, იყო მისი მშვიდი, საოცრად მორიდებული, მორჩილი, არავისი და არაფრის შემწუხებელი, მისადმი პატივისცემისა და კვლავ და კვლავ სიყვარულის აღმძვრელი — სიყვარული“.

აი, ეს გახლდათ ის რელიგიური იდეალი, რომელზეც ტოლსტოი მთელი სიცოცხლე ოცნებობდა.

აი, სწორედ აქედან, დეიდას პატარა ოთახიდან, რომელშიც ის ზოგჯერ, გვიან საღამოს შეაბიჯებდა ხოლმე, აქედან იწყებოდა თავის ეპოქასთან და ცივილიზაციის მთელს ისტორიასთან ზნეობისა და თვით რწმენის საკითხებში მისი შეუთანხმებლობა და წინააღმდეგობრივი პოზიცია. როგორც მარია ნიკოლოზის ასულის შემთხვევაში, არც ტატიანა ალექსანდრეს ასულის არცერთი ფერწერული პორტრეტი არ არის შემორჩენილი, ფოტოგრაფირებაზე თანხმობას კი, ეტყობა თავად არ იძლეოდა.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რას გრძნობდა და განიცდიდა გენიოსი, როცა დეიდა რეალობას მოწყვეტილი, ან ბანალურად, სხვა რამეზე გადართული, საყვარელ ლოვას მიმართავდა: Nikolas (თვითმხილველები არსებობდნენ)? სინამდვილეში რას ფიქრობდა დედაზე და მამაზე, რადგან კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული რომ, დაიბადა ქორწინებაში რომელიც, კი ბატონო, იქ, ცაში გადაწყდა მაგრამ მაინც, ყოველგვარი სიყვარულის გარეშე მოხდა ?

ბავშვების ყაზანში გამგზავრების შემდგომ მან დასთან, პოკროვსკოეში დაიდო ბინა. მხოლოდ მაშინ, როცა უმცროსი, ლევი გახდა ოფიციალური მესაკუთრე, უკვე მან მოიწვია იასნაია პოლიანაში, თავის სახლში საცხოვრებლად. ის განუზომლად ბედნიერი იყო! თავის ჩანაწერებშიღა გასთქვა საიდუმლო, რას ევედრებოდა უფალს და ვისზე ლოცულობდა საღამოობით, თავის ოთახში.

,,მე იმდენად გამაბედნიერა იმის შეგრძნებამ რომ ვარ, ნამდვილად ვარ მისთვის (ლევისთვის-პ.ბ.) საყვარელი ადამიანი, რომ, იმ მომენტში საერთოდ გადამავიწყდა გულის მომკვლელი მრისხანე სულიერი ტკივილები, რომლებიც ამდენად მომეძალებოდნენ. ჩემთვის უდიდესი ნეტარება იყო ვხედავდე, ვგრძნობდე ჭეშმარიტად მოყვარული სულის არსებობას. დღითაც და ღამითაც შევთხოვ ღმერთს მის შეწევნასა და მისთვის მადლის მინიჭებას.“

განსაცვიფრებელი იყო მისი გარდაცვალება! ,,როცა მე უკვე დაქორწინებული ვიყავი და მას სისუსტის მოძალება შეეტყო, — წერს ტოლსტოი — მან, შეარჩია მომენტი, როცა მე და ჩემი მეუღლე მის ოთახში ერთად ვიყავით, შებრუნებული იყო (მე ვხედავდი, ვგრძნობდი რომ, ლამის არის ატირდეს) და გვითხრა: აი რა, mes chers ami (ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ფრანგ.), ჩემი ოთახი ძალიან კარგია და თქვენ ის აუცილებლად დაგჭირდებათ. თუ კი მე მასში გარდავიცვლები — წარმოთქვა მან აკანკალებული ხმით. აქ მხოლოდ ცუდი მოგონებები აგეძვრებათ ხოლმე, ამიტომ, გადამიყვანეთ სხვაგან, რომ სიკვდილი აქ, ამ ოთახში არ მეწვიოს.“

შემდეგ ის ხშირად და ძალიან მწარედ განიცდიდა რომ, მეუღლესთან ერთად, დაჰყვა დეიდას დაჟინებულ თხოვნას და მართლაც გადაიყვანეს იგი მსახურთა დიდი ოთახის გვერდით მდებარე პატარა, მყუდრო ოთახში, სადაც მან შემდგომში მართლაც მიაბარა სული უფალს და ამ ოთახში ოჯახის წევრები არასოდეს ცხოვრობდნენ და არც კი შედიოდნენ. და კიდევ, განიცდიდა რომ ზოგჯერ სიძუნწეს იჩენდა და უარს ეუბნებოდა მის საყვარელ სასუსნავებზე, აი ისეთებზე, როგორიც ქოქოსია ან შოკოლადი, არადა, დეიდა ამ ნუგბარით ისევ მას უმასპინძლდებოდა ხოლმე.

,,კვდებოდა იგი ჩუმად, თანდათანობით, თითქოს იძინებსო, და მიიცვალა ისე, როგორც სურდა, არის იმ ოთახში, რომელშიც ცხოვრობდა, რომ ჩვენთვის ის არ გაეფუჭებინა. სიკვდილის წინა დღეებში იგი უკვე ვერავის ცნობდა. მე კი ბოლომდე მცნობდა, დამინახავდა და ,,განათლღიმილდებოდა ‘’, (ასე უწერია თავად ტოლსტოის — პ. ბ.), როგორც ელექტრო ნათურა, როცა ჩამრთველ ღილაკს თითს დააჭერ. ზოგჯერ ტუჩების ამოძრავებასაც ცდილობდა, ცდილობდა წარმოეთქვა NIKOLAS, სიკვდილის წინ ჩემი, მასთან გაერთმთლიანებით, ვინაც მთელი სიცოცხლის მანძილზე უ ყ ვ ა რ დ ა ’’