კარაოკე

სიჩუმე გარს მომეხვევა,
ეს სიკვდილის შვილობილი.
მისით შთაგონებულ ჩემს აზრს,
მე საღამოს ცაში ვშლიდი.
ცაში ექოს დაეძებდა,
პროვინციას წერდა იგი.

 კარაოკემ და ლონდონის
კაფემ ღამე შთამაგონა,
კიბორჩხალაც არის მგონი,
ვისკიც ლუდით არის წონა.
მცივა — ყვირის მისტერ კოკნი.
სარკეებში ხე ჩანს ფონად.

მისის კოკნი იშმუშნება,
ლაღად ადის პოდიუმზე,
უყვარს მკერდის გამოჩენა
და ვისკივით მელოდიებს,
მღერის, ბრწყინავს მისით სცენა,
ბაძავს სულითმახინჯ დივებს.

მღერის, როგორ შეუძლია.
არც ცოლი, არც მეტაფორა.
სითბოს, სილაღეს და შრიალს,
სასიცოცხლო ძალა მოაქვს.
იქნებ ცრუობს მელოდია,
ავტორი რომ ადრე მოკვდა?

 დააწყნარე, დაამშვიდე,
აპოლონა ესენინი.
მეტრო მიდის შორს არც ისე,
ჩრდილოეთიდან თუ იქით,
გაზავებულია სივრცე,
დაყოლებით სპირტზე სპირტის.

დასავლური აღზევების,
ძველის ქრობის წელი არის,
გოგონების ამღერების,
სეტუნის და ზასტავასი.
დროა ახლა ასეთების
„გუდბაის“ და „მაილაივის“.

ჰო, ეს არის კარაოკე.
დილით ნაცრისფერი თვალით,
ყავისფერით საღამოსკენ,
გულიც ჩემი პროლეტარი
ამ მიკროფონს უჭერს ყელზე,
ყველგან უსირცხვილოდ დადის.

განმიკურნე ტკივილები,
შუაღამით, იმავ შხამით.
მოვლენ ყვავები ციებით,
რუსეთის დიდებისათვის,
ზოგს მარცხნივ აქვს გასაღები,
მოდესტ სავრასოვას — მარჯვნივ.

ეს სიჩუმე უკან იხევს.
დაიხურა კაფე, სძინავთ,
ყველა იავნანას ისმენს,
კემარიტის პროვინცია.
ღია არის უკვე სივრცე,
გველოდება კარგი კვირა.