ქაღალდის ვეფხვი
პოტაპოვმა პალტოს საყელო მარჯვენა ხელით ყელზე შემოიჭირა და ქუჩაში გავიდა. სიცივემ სუნთქვა მკვეთრად შეუკრა და თვალები უეცარი ცრემლით აევსო. ყინვისგან მელოტი თავი და ყურები აეწვა. სასტუმროს სადარბაზოდან ორმოცდაათ მეტრში დაინახა ტაქსი და გასაჩერებლად ხელი აუქნია. მას არ ჰქონდა ხელთათმანები და ამიტომ ხელებიც უცბად გაეყინა. მაგრამ ტაქსი მისკენ არ იძვროდა.
პოტაპოვმა პალტოს ყვითელი საყელო აიწია და ფრთხილად გაიარა უფერულ ყინულოვან ტროტუარზე. ამ დროს ის თავის თავს ხომალდს მოწყვეტილ კოსმონავტს ამსგავსებდა. უხილავი მილი, რომელიც ჭიპივით აკავშირებდა მას საბაზისო მოდულთან, თითქოს გაიხა და ხელების უმწეო ქნევით, ახლა ბრჭყვიალა ვარსკვლავებს შორის მიცურავდა აბსოლუტურად უჰაერო სივრცეში. ორჯერ გაუცურდა ფეხი, სანამ ტაქსამდე მივიდოდა, კარი გააღო და უსიტყვოდ ჩაეფლო რბილ, გაკვამლულ სალონში.
— რა იყო? — ჰკითხა პოტაპოვს ზორზოხი ტანის მძღოლმა, ისე რომ არც კი შეტრიალებულა.
— არაფერი, — უპასუხა პოტაპოვმა და ცრემლები მოიწმინდა.
— გასათბობად დავჯექი.
— ორასი მანეთი.
— თუნდაც სამასი.
— სამასად გაგაკატავებ კიდევ.
— მშვენიერია! მაშინ წავიდეთ. ტელეფონი უნდა ვიყიდო. მიმიყვანე უახლოეს მაღაზიამდე.
მისი სმარტფონი, დაახლოებით ერთი საათის წინ, 40 გრადუსიან ყინვაში „გარდაიცვალა“. პოტაპოვი დიდხანს ფიქრობდა ნომრის აკრეფას და ბოლოს ნახა, რომ მოწყობილობა მწყობრიდან იყო გამოსული.
წაყინულმა თითებმა მტკივნეულად იგრძნეს ქურთუკის ჯიბის ყველა ნაკეცი. მშობლიურ ქალაქში ათი წლის განმავლობაში არყოფნისას მას სრულიად დაავიწყდა როგორია ზამთარი შორეულ ჩრდილოეთში.
— ახლა ჩამოხვედით? — ჰკითხა ტაქსისტმა.
— ორიოდე საათის წინ.
— როგორც ვხედავ, არასეზონურად ხართ ჩაცმული, სულ სხვა სტილში. სად მუშაობთ?
— რეჟისორი ვარ.
— ოჰო, მაგარია!
— მისმინე, წავიდეთ, ჰა?
მძღოლმა ადგილიდან დაძრა თავისი „გაზ-24“. როგორც მატარებელი რელსებზე, ძველი „ვოლგა“ ბორბლების ჟღრიალით გაქანდა მოედნისკენ. პოტაპოვს ჯერ კიდევ ახსოვდა ეს ჟღრიალი. როცა მანქანა სიცივეში დიდხანს იდგა უძრავად, ბორბლების ქვედა ნაწილი მართკუთხედის ფორმას იღებდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ უბრუნდებოდა მრგვალ მდგომარეობას. ამის გამო ქალაქში, რომელიც მუდმივი ყინვის გამო რკინიგზის რელსებს ივიწყებდა, ზამთარში დროდადრო ბორბლების მხიარული ჟღრიალი ისმოდა.
ტაქსის მძღოლმა მანქანა ზედ იმ სახლთან დაამუხრუჭა, სადაც პოტაპოვმა ბავშვობა გაატარა. ერთი თვის წინ ამას ყურადღებას არ მიაქცევდა, ახლა კი მანქანიდან მაშინვე არ გადმოვიდა, ოდნავ დაბნეული ფიქრობდა, თითქოს ეს რაღაცის ნიშანი იყო.
სათავსოების გვერდით გათბობის მთავარ მილთან იდგა პოლიციის მანქანა, ცოტა მოშორებით კი სატვირთო მანქანა. ორი პოლიციელი, დიდი მოცულობის ქურთუკებში გამოწყობილნი, ვიღაცას ესაუბრებოდნენ
სატვირთო მანქანის კაბინაში, სიგარეტის შუქი ციმციმებდა. პოტაპოვი გაუმკლავდა უეცარი თავბრუსხვევის შეტევას და წავიდა მაღაზიაში, რომლის აბრაზეც წარწერა ანათებდა — „კავშირი“.
კატაკლიზმისა და სამყაროს მოახლოებული აღსასრულის შეგრძნება, რომელიც პოტაპოვს ეუფლებოდა, მისთვის ნაცნობი იყო. ძლივს შევიდა თავის ძველ ეზოში. პრინციპში, რამდენიმე თვეა მას არც სტოვებდა ეს შეგრძნება. გასულ ზაფხულს, როდესაც მოსკოვის ირგვლივ სოფლები, ტყეები და ტორფები უპრეცედენტო სიცხისგან იწვოდა, სტალინის ცათამბჯენები მეთხუთმეტე სართულიდან მოთეთრო კვამლში უჩინარდებოდნენ. პოტაპოვი თავისი გრილი ბინიდან, ყოველ დილით, დიდხანს უყურებდა წითელ, კვამლით დაფარულ ქალაქს. მძლავრი კონდიციონერები, რომლებიც ძლივს ზუზუნებდნენ ყველა ოთახში, მას უსაფრთხოების განცდას მაინც არ უქმნიდნენ. უფრო პირიქით, ისინი ხაზს უსვამდნენ მის სრულ დამოკიდებულებას სხვადასხვა, სრულიად განსხვავებულ გარემოებებზე, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მის კომფორტს, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეეძლოთ უკუღმა შეტრიალებულიყვნენ, გაეწირათ იგი სიცხისთვის, გაეთანაბრებინათ ყველა დანარჩენთან.
ფიქრს — ელექტროენერგიის გათიშვაზე, დიდ ავარიაზე იმ ადგილას, საიდანაც წყალი მოდის, სიცხეზე, პანიკაზე, ძალადობის გარდაუვალ აფეთქებებზე, არეულობებზე და მასობრივ ქაოსზე, რომელსაც ვერც ერთი სახელმწიფო ვერ უმკლავდება და რაც მთავარია, ამ ქაოსის წინაშე მის თანაბარ საფრთხეზე სხვებთან ერთად-არა მხოლოდ საკუთარი და მისთვის არც თუ მცირე ცხოვრების, არამედ მთელი კაცობრიობის სისუსტედ და სრულ დაუცველობად აშკარად, მტკივნეულად და მწვავედ აღიქვამდა.
თუმცა, ის საკუთარ თავთან არ ეშმაკობდა. თითქმის შვიდი მილიარდი ადამიანის სიკვდილი მას უფრო ელეგიურად და ფილოსოფიურად ეჩვენებოდა, ვიდრე საკუთარი უდროო გარდაცვალება, რომელსაც პირადად მის წინააღმდეგ მიმართულ ტრაგიკულ უსამართლობად მიიჩნევდა. თავად სიკვდილის არ ეშინოდა, მაგრამ უარს აცხადებდა იმ ფაქტის მნიშვნელობის აღიარებაზე, რომ ფაქტიურად ყველას შეუძლია დაიღუპოს დიდი კატასტროფისას. ეს ყველაფერი მისთვის იყო ის, რასთან გათანაბრებაც მას არავითარ შემთხვევაში არ სურდა — თუნდაც ისეთივე მკვდარი გამხდარიყო, როგორც ისინი.
სიკვდილს პოტაპოვისთვის საერთოდ არ გააჩნდა ის საერთო და ყველასთან გამათანაბრებელი თვისებები, რომლებიც, მისი აზრით, გამოიგონეს მხოლოდ იმისთვის, რომ გამოუვალი მდგომარეობიდან გამოეყვანათ ავადმყოფები, ღატაკები, უნიჭო და ულამაზო ადამიანები, რომლებიც უნდა შეგუებოდნენ და მიეღოთ ეს გარდუვალობა. თავად ის თავის შესაძლო სიკვდილს დიდ კატასტროფაში განიხილავდა, როგორც მის პირად დამარცხებას, მის პიროვნულ, არც თუ შესამჩნევ, თანასწორობას საერთო ფონზე.
კითხულობდა რა ინტერნეტში ისტერიულ პოსტებს მსოფლიოს მოახლოვებული აღსასრულის შესახებ, რომელიც თითქოს 2012 წელს უნდა დამდგარიყო, პატაპოვი საკუთარ ფინანსებს ითვლიდა, რაც მისი გათვლით, კიდევ ათი წლის განმავლობაში კიდევ თავისუფლად ეყოფოდა. მან მარტივი არითმეტიკული დასკვნები გააკეთა და ესიამოვნა ის, რომ თანხები მას უფრო დიდხანს ეყოფოდა, ვიდრე პლანეტა იქნებოდა. ანუ მას ჯერ კიდევ შეეძლო უფლება მიეცა თავისთვის განეხორციელებინა ორი-სამი წარუმატებელი პროექტი თავის განრიგში, პლანეტას კი ამ ფუფუნების დრო აღარ რჩებოდა.
ამ შეჯიბრში პლანეტა დამარცხდა მასთან. პოტაპოვი ყინულის საფარზე ეზოს სიღრმეში გასრიალდა. გასცქეროდა კუთხეს, სადაც ორი მოსაწყენი ხუთსართულიანი შენობა ერთმანეთს პერპენდიკულარულად ერწყმოდა. მისი ყოფილი სადარბაზოს შესასვლელი ჩაბნელებული იყო. იქვე სადარბაზოს ახლოს იყო გამათბობელი მილი, ჩვეულებრივ დაფარული ყინულის ლოლუებით, მხოლოდ ეს ლოლუები ეკიდნენ თავდაყირა, ქვევით ფართოვდებოდნენ და ერთნახევარ მეტრსაც კი აღწევდნენ.
მილს წყალი, როგორც პოტაპოვს ახსოვდა, ყოველთვის გასდიოდა. ზამთარში ის ყინულოვან „ფუძიანად“ გადაიქცეოდა, ზაფხულში კი სახლის ქვეშ გადიოდა და ნელ-ნელა ტბორავდა და რეცხავდა საუკუნოვან ყინულს, რომელშიც საყრდენი კონსტრუქციები იყო ჩაზრდილი. ამის გამო სახლი მსუბუქად „დაცურავდა“ და ბინის კედლებზე გრძელ ბზარებს აჩენდა, რომლებიც მეზობლებისკენ მიცოცავდნენ, ზამთარში კი იფარებოდნენ ყინვით. შესასვლელში მილიდან მთელი წლის განმავლობაში ჟონავდა, თუმცა ეს განსაკუთრებით არავის აწუხებდა. თუ ვინმეს სურდა ამ სახლში ბინის გაყიდვა, მაშინ ის ნაპრალებს ქოლავდა ქაღალდის ზოლებით, კედლებს ათეთრებდა და მხოლოდ ამის შემდეგ ეპატიჟებოდა პოტენციურ მყიდველს სანახავად. ქაღალდი კარგად იჭერდა კედლებს ორი თვის განმავლობაში.
მილის ქვეშ ყინულის სქელმა ნაზარდებმა პოტაპოვს ძველი ბინის ფანჯრები გაახსენა. სამმაგი ჩარჩო, ტექნიკური მატყლით დახურული და ზემოდან უხეში ქაღალდით გადაკრული, საერთოდ ვერ იცავდა ყინულისგან, ამიტომ გაზაფხულზე ფანჯრებზე მინიმუმ თხუთმეტი სანტიმეტრი სისქის უხეში ნაცრისფერი ნადები გროვდებოდა. მისი ფორებიანი ზედაპირი არასოდეს ყოფილა თეთრი იმის გამო, რომ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება უვენტილაციო ბინაში წარმოქმნიდა მტვრის კოსმიურ ფენებს რამდენიმე თვის განმავლობაში და ის რაც ფილტვებში ვერ ასწრებდა ჩაფენას, შრეებად გროვდებოდა ფანჯრებზე. მისით სუნთქვა, ფრჩხილით ან ხელისგულით ყინულისა და მტვრის ნადების გადნობის მცდელობა იმ იმედით, რომ თუნდაც ცალი თვალით გაეხედა ადამიანს გარეთ, უსარგებლო იყო. ოთხი თვის განმავლობაში სინათლესაც უჭირდა ოთახში შეღწევა, დღეში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, როგორც კრიმინალი, რომელსაც ჯერ არ გადაეწყვიტა დანაშაულის ჩადენა, მოდიოდა ფანჯრებთან, მაგრამ მხოლოდ თვალყურს ადევნებდა და ბინაში ვეღარ აღწევდა. მთელი ზამთრის ცხოვრება ელექტროენერგიაზე გადიოდა. დროთა განმავლობაში, ყინული აღარ ეტეოდა მინის ზედაპირზე და გადადიოდა ფანჯრის ჩარჩოებზე, გვერდებზე და პრეისტორიული მყინვარივით მიცურავდა ფანჯრის რაფაზე. მისი ასეთი „დამპყრობლური ხასიათით“ ჩარჩოებსა და ფანჯრის რაფაზე ყოველ გაზაფხულზე საღებავი ბუშტუკებს იკეთებდა და ვისაც განსაკუთრებით სძულდა საკუთარი თავი, ადვილად შეეძლო სიამოვნების მიღება ამ ადგილებზე ხელის შეხებით.
პოტაპოვი არასოდეს ელოდა ფანჯრებზე ყინულის თავისთავად დნობას. ბავშვობაში, შემოდგომიდან ამ ყინულის მონოლითში პატარა მონეტებს არჭობდა და როცა ყინული იწყებდა ჩამოტეხვას, ის სამზარეულოს დანას მოიმარჯვებდა. საზიზღარი ყინულის მოჩიჩქნა მისთვის შეუდარებელი სიამოვნება იყო...
პოტაპოვი დანას გააცხელებდა გაზის ქურაზე, სწრაფად სანამ გაცივდებოდა, მთელ ბინას გაირბენდა თავის ოთახამდე და ჩააფლობდა მღვრიე-ნაცრისფერ ლექეში. დანა ღრმად ჩადიოდა, მაგრამ ყინულის სქელ ფილას მაინც ვერ აზიანებდა. არაერთხელ უწევდა სამზარეულოში სირბილი, რომ ამ აისბერგიდან პატარა ნაჭერი მაინც ამოეტეხა. პატარა პოტაპოვი, რომელიც ფანჯრის რაფაზე, ისეთივე თავდავიწყებით ადიოდა, როგორც დიუმას რომანის პირქუში ციხესიმაგრის სასჯელ მისჯილი, დანით ჩიჩქნიდა ყინულს. მუხლქვეშ ხტებოდნენ ნატეხები, თუმცა ამ ვერტიკალური „გრენლანდიის“ სისქე სულაც არ ხდებოდა გამჭვირვალე.
ერთხელაც გადააჭარბა და ყინულის უზარმაზარ ნაჭერთან ერთად გარეთა ჩარჩოს ქვედა კუთხიდან შუშის ნაჭერი გამოიღო. მან ეს მხოლოდ მაშინ შენიშნა, როცა ნახა, რომ მის ქვეშ ფანჯრის რაფა სისხლით იყო შეღებილი. მაშინვე დაივიწყა თავისი საწყალი მუხლები, მიეჯაჭვა ხვრელს, რომლის დიამეტრი დაახლოებით ოცი სანტიმეტრი იყო და კინაღამ ატირდა, როცა მანათობელი ქუჩის ნათურა დაინახა.
ქალაქის ზოგიერთი მაცხოვრებლისთვის მარტის ფარნებს იგივე მნიშვნელობა ჰქონდა, რაც შუქურას გრძელი მოგზაურობით გადაქანცული, გაძაღლებული გემის ეკიპაჟისთვის. პოტაპოვისთვისაც სწორედ ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა. მთელი ზამთრის განმავლობაში ლამპიონები თავს თავისი ბუნდოვანებითა და ნისლში ძლივს შესამჩნევი მქრქალი ლაქებით ახსენებდნენ. მხოლოდ მარტში იწყებდნენ ბზვინვარებას საღამოს ლურჯ ცაზე, თითქოს ვიღაცამ საბოლოოდ ამოაჭრა საზარელი, თითქმის გაუმჭვირვალე ლიბრი თვალებიდან. ცაც, ამ შეუმჩნეველ და დიდი მარტის დადგომამდე, სხვათა შორის, არ იყო ლურჯი. უფრო სწორად, ის საერთოდ არ იყო, რადგან ამ მთლიანად ნაცრისფერ სივრცეში მხოლოდ ძალიან კარგი ფანტაზიის მქონე ადამიანს, ან პირიქით, მის არმქონეს შეეძლო დარწმუნებით ეთქვა, თუ სად იყო ზეცა. მარტის ფარნების გამოჩენას, რა თქმა უნდა, ყველა ვერ ამჩნევდა, მაგრამ ქალაქში იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვეობით ელოდნენ მათ, მოთმინებით იტანდნენ ნახევრად სიბნელესა და ბურუსს.
— ახ, თქვენი, — პოტაპოვმა გადააბიჯა მაღაზიის მოლიპულ ზღურბლს და ყინვაში უკან მოიტოვა საკუთარი თეთრი ამონაორთქლი, — აქ ვიდეო გაქირავებაა, თუ? ვიწრო მაღაზიის კედლები უზარმაზარი ფილმის პლაკატებით იყო მორთული. ერთ-ერთი მათგანიდან ჯონ მალკოვიჩი, რომელიც მიშელ პფაიფერისა და გლენ კლოუზის თავებს შორის იყო გაჩრილი, მრავალმნიშვნელოვანი სახით უცქერდა პოტაპოვს. მალკოვიჩის დაჟინებული და ამავდროულად მოუხელთებელი მზერა თეთრ პარიკში მიანიშნებდა რაღაც ძალიან აკრძალულზე, მაგრამ ორი ქალბატონი მარაოებით ცდილობდნენ გაეფანტათ მისგან წამოსული საფრთხე. ამ საყვარელი ჯგუფის მარჯვნივ, სრულიად შიშველ და ჯერ კიდევ გამხდარ მარლონ ბრანდოს ეხუტებოდა ასეთივე შიშველი პარიზელი შეყვარებული, რომელიც იჯდა მკერდამდე აწეული მუხლებით, ამიტომ მისი შეთვალიერება შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, პლაკატზე ამ ადგილას დაწებებული იყო თეთრი ასოები, არავისთვის საინტერესო ადამიანების სახელებით, თუმცა უსარგებლო და დიდებისმოყვარეობით შეპყრობილ ბერტოლუჩის მონათა ამალის.
— მე ერთმა უცნაურმა მითხრა, რომ აქ ტელეფონები იყიდება, — ჩაიბუტბუტა პოტაპოვმა და მზერა შიშველი მარია შნაიდერიდან წითელ წიგნში თავჩარგულ მაღალ და მსხვილ ძვლიან გამყიდველზე გადაიტანა.
— აქ რას არ გეტყვიან, — უპასუხა გამყიდველმა პაუზის შემდეგ, ისე რომ წიგნისთვის თვალი არ მოუშორებია — მე ყველაფერს არ დავიჯერებდი, თუმცა ტელეფონებს ვყიდით.
— მართლაა? — პოტაპოვმა ალმაცერად შეხედა ჟერარ დეპარდიეს, რომელიც გაუბედავად უყურებდა ფანჯრიდან ოთახისკენ ძალიან მკაცრი ფანი არადანს. ფრანგებს შორის ფანჯრის რაფაზე იდგა ნაქსოვი კალათა ფორთოხლებით. ფანი გატაცებით აქუცმაცებდა ერთ-ერთ მათგანს დანით და მონუმენტურად იკავებდა თავის უმწიკლო თეთრ პერანგში მთელ წინა პლანს. ფარული ცდუნება, ლიდერობისთვის ბრძოლა და ხილის შეურაცხყოფა — ეს იყო ის, თუ როგორ წარმოიდგენდა ტრიუმფო ქალებს ამ პლაკატის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით.
— აბა რისთვის არის მაშინ ეს პლაკატები?
— გამყიდველმა ალმაცერად შეხედა პოტაპოვს, დაასკანერა მისი „მზერა“ და პასუხის ღირსად ჩათვალა.
— ეს ჩვენი კრეატივია. მფლობელმა დიდი პიარ-ნაბიჯი გააკეთა, რომ გაყიდვები სახურავამდე ავარდნილიყო, მაგრამ რაღაც ასე არ არის.
გამყიდველი ამ ბიზნესისთვის არც ისე ჩვეულებრივი იყო. კაცს გრძელი და სქელი ქერა თმა მაღლა ჰქონდა აწეული. ტყავის ბაიკერის ქურთუკი მრავალი მეტალის საკინძეებითა და ელვათი დამალულიყო ზამშის უმკლავო ქურთუკის ქვეშ. შავი ჯინსები ჯარის მაღალ ჩექმებში ჰქონდა ჩატნეული. ფერმკრთალ, ხორციან შუბლზე ორი ვარდისფერი აკნე და ღრმა ნაკეცები მოუჩანდა. იქედან კი ასევე ხორციანი, არც თუ ისე თბილი თვალები. წითელი წიგნის ყდაზე, რომელიც მას ეკავა, პოტაპოვმა დაინახა მაო ძედუნის მრგვალი პორტრეტი.
დიდი მესაჭის იდეების თაყვანისმცემელი აქ აშკარად არასწორ ადგილას იყო. ან ჯერ კიდევ ვერ გაეგო, ვინ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოცდაათი წელი უკვე კარს ჰქონდა მომდგარი, საუბრისას თანამოსაუბრის თვალებში ყურებას ერიდებოდა. გამყიდველის მზერა მოუსვენრად დახტოდა პატაპოვის სახეზე ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ, თითქოს პოტაპოვი მარტო არ ყოფილიყო მისული. გამყიდველს მთელი თავდაჯერებულობით, გარშემომყოფთა მიმართ აშკარა ზიზღით თითქოს სურდა დაემალა რაღაც სამარცხვინო.
— პიარ ნაბიჯი? — დაუბრუნა კითხვა პოტაპოვმა.
— ჰო, — გამყიდველმა იგრძნო, რომ მისი კლიენტი ყველა გაგებით ადგილობრივი არ უნდა ყოფილიყო და ამიტომაც მზად იყო მისთვის საკუთარი „სამეფო“ დრო დაეთმო, — პლაკატებთან დაკავშირებითაც რაღაცეები მოიგონა. ამბობდა, თითქოს ისინი ყველანი იმ ფილმებიდან იყვნენ, სადაც სასიყვარულო ურთიერთობებია.
— მერე რა?
— ამიტომაც ჰქვია ჩვენს მაღაზიას „კავშირი“. თვალები გვერდზე გაუცურდა და პოტაპოვი უნებურად შემობრუნდა.
— აჰ, ამ გაგებით? — ამოისუნთქა მან და უკან საყურადღებო ვერაფერი აღმოაჩინა — კავშირი ... კარგი, დიახ ... უცებ ვერ მივხვდი.
— არავინ ფიქრობს, მაგრამ მას ჰგონია, რომ ეს ხორცია.
— ვერ გავიგე.
— მას ჰგონია, რომ ეს ძალიან მაგარია, — განმარტა გამყიდველმა. — კაპიტალისტია. აქ რამდენიმე სპეციალური დასადგმელი მილიც კი მოიტანა.
გამყიდველმა დახლიდან ამოიღო და პოტაპოვს დიდი გაბერილტუჩებიანი ტელეფონის დასადგმელი აჩვენა. მობილური ტელეფონი წითელ ხავერდოვან პირში იყო ჩადებული, ტუჩები იღებოდა და მთელი კომპოზიცია აშკარად ეროტიკულ დაძაბულობას ქმნიდა, სანამ აბონენტი საყვარელი ადამიანის ზარს ელოდა.
— სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა ფასიანია, ფარული ზარების პროგრამაც შემიძლია გადაგიწეროთ.
— ეს რა არის?
— პროგრამაა ასეთი, ხომ გეუბნებით. პროგრამა ტრეშაკი.
— აჰ, პროგრამა... და რას აკეთებს?
— საშუალებას გაძლევთ დამალოთ სხვადასხვა ზარი. ისინი არ გამოჩნდებიან აკრეფილ ან შემოსულ სიაში
— რატომ?
— მაგალითად თუ თქვენი შეყვარებული ხშირად გირეკავთ და ცოლს უყვარს ტელეფონში ძრომა თქვენს გარეშე, თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ პარამეტრები ისე, რომ ეს ზარები შემოვიდეს სიგნალის გარეშე. მაგალითად, ვიღაც მნიშვნელოვანი გირეკავს და თქვენ და თქვენი მეუღლე იმ მომენტში იმყოფებით მანქანაში, ან რესტორანში. ტელეფონი ვითომ არც არსებობს.
— და როგორ გავიგო, რომ დამირეკეს?
— ვიბრაციით. მისი დაყენება შესაძლებელია მხოლოდ ამ ნომერზე და შენს გარდა ვერავინ გაიგებს. გარდა ამისა, ზარის კვალი არ დარჩება. თქვენ არ გჭირდებათ თქვენი შემოსული ზარების გასუფთავება ამის შემდეგ. ბევრს, სხვათა შორის, ეს საერთოდ ავიწყდება... ამის გამო ბევრი კარგი ოჯახები დაინგრა.
თავი ისეთი თავდაჯერებულობით დაიქნია, თითქოს ეს ესაა თავად გადაარჩინა ასეთი ოჯახი.
— გასაგებია, — ამოიოხრა პოტაპოვმა. — და თქვენ აქ რას აკეთებთ?
— მე? — საუბრის შეცვლამ დააბნია გამყიდველი, ვერც მოასწრო მზერა გვერდზე გადაეტანა. თანამოსაუბრეს მიაშტერდა, როგორც უცებ ჩაძინებული ბუზი. — მე ხომ ამ ტელეფონებს ვყიდი.
— მაო ძედუნთან ერთად?
გამყიდველმა უნებურად მზერა წიგნზე გადაიტანა, რომელიც ხელში ეჭირა, მაგრამ მაშინვე აზრზე მოვიდა.
— რა მოხდა? თქვენ რა შესამოწმებლად ხართ?
— დიახ.
გამყიდველს ნელ-ნელა გაღიზიანება დაეტყო.
— ჩემთვის არავის უთქვამს, რომ სამუშაო ადგილზე კითხვა არ შეიძლება. მაინც ვისგან ხარ? ტოლიკმა მითხრა, რომ ყველაფერზე თავად იზრუნებდა. მან გამოგგზავნა?
პოტაპოვმა იცოდა მხრების აჩეჩვის ერთი ისეთი ეშმაკური ხერხი, რომელიც ბოლო რიგიდანაც კი, ადვილად იკითხებოდა ნებისმიერი მაყურებლის მიერ, როგორც ფრაზა: „თქვენ თვითონ ვერ ხვდებით?». ერთხელ მას მთელი რეპეტიცია დასჭირდა მსახიობებთან ამ ჟესტის საპოვნელად და გასამყარებლად, მაგრამ ეს ამად ღირდა, რადგან უნაკლოდ მუშაობდა. „გამოიცანი შენ თვითონ“-ის პირობით ადამიანები ჩვეულებრივ თვლიან, რომ მათ ელოდებათ უსიამოვნებები, ჩამოშვებული დუმილის ვუალი მნიშვნელოვნად ზრდის შფოთს.
— ჯერ ტელეფონი მომყიდე და ამის შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი.
აკვირდებოდა რა გამყიდველის შეზღუდულ მოძრაობებს, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტებში ჩანაწერებს აკეთებდა, პოტაპოვი დახლთან მივიდა და გაშლილი წითელი წიგნი აიღო, რომელიც თავდაღმა იდო. გამყიდველმა ალმაცერად შეხედა ამ ჟესტს, მაგრამ არაფერი უთქვამს. ტელეფონს უკვე ყუთში დებდა. პოტაპოვი კი აუჩქარებლად ფურცლავდა ფურცლებს.
— მაინც ვისგან ხართ? — ვერ გაუძლო გამყიდველმა სიჩუმეს.
— მე? — თავი ასწია და წინასწარ გამზადებული ბავშვურად ღია, გაბრწყინებული მზერა შეაგება პოტაპოვმა.
— მე ამხანაგ მაოსგან ვარ.
გამყიდველის ხელებმა შეწყვიტეს ყუთის წეწვა-წვალება. მისი ხორციანი თვალების სიღრმეში, როგორც ოკეანეში, ვეშაპის ჩრდილივით გაიარა რაღაც ხორციანმა აზრმა.
— აი აქ, ასე წერია, რომ ყველა იმპერიალისტი ქაღალდის ვეფხვია, — განაგრძო პოტაპოვმა — და შენი ბატონი... როგორაა? ტოლიკი... იმპერიალისტია?
— არა...მაქსიმუმ კიდევ ორი სავაჭრო ობიექტი აქვს. და კიდევ ვებ-სტუდია... ერთი-ორი კომპიუტერი, ნაგავია ... არ არის მაგარი.
— აჰა! ვებ-სტუდია. და ამ ვებ-სტუდიის მეშვეობით ტოლიკი ბინძური ლაქასავით ედება მთელ მსოფლიოს. გამოდის, რომ მაინც იმპერიალისტია და ესე იგი ქაღალდის ვეფხვი. მაშ, რატომ მუშაობ ქაღალდის ვეფხვზე? ეხმარებით მას ქაღალდის თათების შრიალში? გაითვალისწინეთ, რომ ახლა ამას მე არ გელაპარაკებით. ეს არის ამხანაგი მაო. შენ თვითონ ვერ გრძნობ, რომ ნამდვილად კაპიტალიზმს აშენებ?! ძმაო, მერე რევოლუცია? კლასის ფერფლი აღარ გეყრება გულზე?
ულე შპიგელთან, პოტაპოვი, რა თქმა უნდა, შეიჭრა, მაგრამ ამ მომენტით ძალიან აღელვებულმა გამყიდველმა ვერაფერი შენიშნა. მეტიც, ტიალიც ხომ მჩაგვრელებს ებრძოდა. პოტაპოვის პოზიცია კიდევ უფრო გააძლიერა იმან, რომ გამყიდველს, ზოგადად, არ აინტერესებდა ხუმრობდა თუ არა მისი უცნაური კლიენტი. თავად მან, ცხადია, დიდი ხნის წინ გადალახა ეს ზღვარი და რაც მისთვის მხოლოდ ხუმრობა, ეპატაჟი და შოკისმომგვრელი იყო, რის დახმარებითაც გარშემომყოფებს ქვეცნობიერად უმალავდა თავის წარუმატებლობას, თანდათან გადაიზარდა რაღაც მნიშვნელოვანში და შეძლო საკუთარი თავისთვის დამალვაც კი. მას სჯეროდა რევოლუციის, ჩე გევარას, მაო ძედუნის და ამ აგრესიულმა რწმენამ, როგორც ტკივილგამაყუჩებელმა ნემსმა, მისცა საშუალება, გაეძლო სხვა ადამიანთა ცხოვრებისეული წარმატებებისთვის.
— მე კი აქ ცოტა ხნით ვარ — ამოხეთქა საბოლოოდ გამყიდველმა. დედიკომ შემაწუხა, წადი სამსახურში, წადი, რას წამოგორებულხარო. მე რა წამოწოლილი ვარ? მე ჩუმად ვარ და ვფიქრობ, დროს უნდა დაველოდო. მაო წერდა: სტრატეგიულად ყველა მტერი უნდა გვძულდეს. მეზიზღება, მაგრამ შემდეგ ის წერს, რომ ტაქტიკურად მტერს სერიოზული ყურადღება უნდა მივაქციოთო. აქ კიდევ დედაჩემი სისხლს მიშრობს...მოკლედ, გადავწყვიტე დაზვერვაზე წავიდე.
— ტოლიკს მიექირავა?
— ო, დიახ. ჩვენ ოდესღაც ერთ კლასში ვიყავით... მოკლედ, მტერი თავისით არ გაქრება. უნდა შევისწავლოთ. იცი რაზე ვოცნებობ? ჯიპზე!
— არ არის ძალიან ბურჟუაზიული?
— ო, არა, მოიცადე. ასეთი დიდი შავი ჯიპი, დიდი შავი ავტომატით. ნამდვილი ხორცია. „სტალკერში“ მყავდა ასეთი.
— სად?
—„სტალკერში“. მსოფლიო კომპიუტერული თამაშია, რომელიც ძმებმა სტრუგატსკებმა შექმნეს. „პიკნიკი გზისპირას“ იმედია წაკითხული გაქვს?
გამყიდველს მზერა აღარ გადაჰქონდა გვერდზე და პოტაპოვს მისი პირდაპირი მზერა შუბლის ქვემოდან, თვალებს უბურღავდა.
— კარგი... ამას არა აქვს მნიშვნელობა. შენ გააგრძელე.
— მოკლედ, გამოდიხარ მთავარ ქუჩაზე და ყველა მიმართულებით იწყებ სროლას — ტა-ტა-ტა-ტა-ტა...
— კი მაგრამ იქ ხომ ყველა იმპერიალისტი არ არის.
— მე სულ მკიდია, არ მაინტერესებს — რა იმპერიალისტები, რა მათი ცხვრები. ცხვრებს თუ გავანადგურებთ, იმპერიალისტებს გასაპარსავი არავინ ეყოლებათ. და თუ საქმე საქმეზე მიდგება, ცხვარი ბევრად უარესია. ბოლოს და ბოლოს, მათ თავად სურთ რომ გაპარსონ. ისინი აცდუნებენ ძლიერებს. ბიბლიაში კი, სხვათა შორის, წერია, რომ ვაი მას, ვისი მეშვეობითაც ცდუნება მოდის სამყაროში. ისინი აცდუნებენ თავიანთი სისულელეებით. არაფრისკენ არ ისწრაფვიან, არაფერზე არ ოცნებობენ, მორჩილები არიან, როგორც ... ცხვრები. თავიდანვე თანახმა არიან რა ცოხნონ.
— შენ თავად ოცნებობ?
— რა თქმა უნდა.
— რაზე?
გამყიდველმა გაკვირვებულმა და ოდნავ დაბნეულმა კი შეხედა პოტაპოვს, თითქოს თანამოაზრე დაკარგაო:
— როგორ თუ რაზე? ხომ გითხარით, ჯიპზე.
სასტუმროში სიცივე იყო, ამიტომ პოტაპოვი არ ჩქარობდა ქურთუკის გახდას. ყუთიდან ახალი ტელეფონი ამოიღო, ძველიდან „სიმ“ ბარათი გადაიტანა და საათს დახედა. მოსკოვში უკვე დილა დამდგარიყო.
ნაცნობი ნომრის ზეპირად აკრეფა მარტივი არ აღმოჩნდა. ტელეფონის ნომრის ბოლო ციფრს ეწვალებოდა, ვერ კრეფდა, უკან იხევდა. შემდეგ ფანჯარასთან დგებოდა და ვერ გადაეწყვიტა კიდევ ერთხელ ეცადა თუ არა.
— გამარჯობა, — გაისმა უსაზღვროდ ტკბილი, ნამძინარევი ხმა, — სად დაიკარგე?
— აქვე ვარ... ნატურას ვეძებდი გადაღებებისთვის, უბრალოდ...
— გაი-ი-ქე-ციი, — დამცინავად მიწვდა ძილისგან ჯერ კიდევ ჩახლეჩილი ხმა.
— არა, არა, — უმწეოდ გააპროტესტა პოტაპოვმა. — მე უბრალოდ...
— ჰოდა, სულ ტყუილად, — გაიცინა ყურმილის მეორე ბოლოში ქალმა და პოტაპოვმა-აკანკალებულმა და მთრთოლვარემ ძაღლის ერთგულებით, მაშინვე დაიჭირა ეს ღიმილი.
— მოიცა, შენ რა, მიიღე შედეგები?
— დიახ, — საზეიმო განწყობა ქალის ხმაში ფერებად იღვრებოდა, რაც პოტაპოვისთვის წარმოუდგენელიც კი იყო.
მოსკოვიდან ხანგრძლივი ექვს საათიანი ფრენისას იგი კვდებოდა ქალზე დარდით და საკუთარი თავის მიმართ შიშით.
— და რა — ამოიოხრა პოტაპოვმა.
— დაბრუნდი, — ცოტა ხნით გაჩუმდა ქალი, — ქიმია არ მჭირდება. ექიმმა თქვა, რომ ყველაფერი რიგზეა.