შენს სინაზეს ვითხოვ და შენს ფეხებთან ძაფის გორგალს ვახვევ...
* * *
შენს სინაზეს ვითხოვ და შენს ფეხებთან ძაფის გორგალს ვახვევ,
ლამის ვიქცე ნაყოფად, ძლივს ვაბრუნებ ენასა და სახეს.
მე ჩვილი ვარ პატარა, არ გაშალო ეგ ლამაზი ფრთები,
მაგ კალთიდან რომ არ გადმოგივარდე, სანამ არ გავთბები.
მე ვარ თევზი მძინარა, ვერ მოვასწარ ამომზრდოდა ქედი,
უზურგო და უვერცხლო, სანახევროდ ღია მუცლის მჩენი.
ვერ ვიკავებ სხეულს და გადავდივარ შენი ზურგის მხარეს,
რომლის უკან სიბნელეს და იმ სიცარიელეს ვერაფერი ავსებს.
არ დამტოვო, ამ ბრბოდან მაღლა ამომიყვანე, მაზიარე ნათელს,
მილიონი წლის შემდეგ, რა იქნება, მითხარი, წამიკითხე რამე.
მე ვარ ესე ნაკრები ღრუების და ხვრელების, ბნელი ადგილების,
ახლისა და სიახლის, უსინათლოებისთვის წასაკითხი ტექსტი.
მომიტანე და ყურთან დამიმაგრე ნიჟარა, რომ ვისმინო ხმები,
ზღვების, კონტინენტების და რაც გამახსენდება ირგვლივ ყველაფერის,
ტროპიკული ქვეყნების, ხმაურიან ბაზრების, სიტყვათა და აზრთა,
ყველა ციკადების და ხმები სამაჯურების, ბორკილების ზართა.
ვარ უსაზღვრო ქსოვილი, შეგიძლიათ შეეხოთ ნებისმიერ ნაწილს —
ვიყო მათთვის ნიმუში, ვინც ჩემს შემდეგ შენს გულს და შენს გონებას დაღლის.
მეყვარება ისინი, რადგან ვიცი ექნებათ შენი სითბოს სუნი
და მე მძულან ისინი! ვკვდები კანისქვეშიდან დამსხვრეული შუშით.
მითხარი, რომ ბარტყი ვარ და რომ ჩემზე ჯერ კიდევ არ აიღებ ხელებს,
მითხარი, რომ ვიცხოვრებთ იმ მდინარის ნაპირზე, რაზეც ვიოცნებე.
ხან ჩავიდეთ წყლის ფსკერზე, ხანაც ისევ ახლიდან ამოვიდეთ წყლიდან,
ვიყოთ ასე ყველასთვის თევზებივით მუნჯები, ვერ მოგვაგნონ დიდხანს.




