სუსხი და სიცივე ჩვევად აქვს ჩრდილოეთს...


                           * * *

სუსხი და სიცივე ჩვევად აქვს ჩრდილოეთს,
ყინულქვეშ მდინარის სხეული ბუჟდება,
და ისევ დანგრეულ ქალაქის მი-მოეთს,
აჩრდილი დაჰყურებს ამღვრეულ ღრუბელთა.

ცურავენ ღრუბლები უძველესი ქალაქზე
და კრემლის დაკბილულ კედლების გარშემო,
მიგდებულ სოფელზე და რუსულ ყანაზე,
დგას უზარმაზარიდაღლილისამეფო.

უსაზღვრო, გულგრილი ამ ზეცის ფერები,
ეს ლურჯი ჰაერი და სივრცე დიადი,
მიდიან ღრუბლები — თოვლივით თეთრები,
და მთათა მწვერვალებს წვდებიან ხმიადით.

ამ ბოროტ დროში და ამ გამჭოლ ქარებში,
ვერავინ ვერასდროს შენზე ვერ იმძლავრებს,
რა სილამაზეა, ასე რომ კაშკაშებს,
ცურავენ ღრუბლები რუსეთის მიწაზე,

ცვლიან რა კონტურებს, ირხევა სამყარო,
და სანამ ჯერ კიდევ ეს დღეც არ დასრულდა,
იმათი ჩრდილები მიდიან სასწრაფოდ,
თან ისე ლამაზად და ისე სათუთად.