ვიყავი რუსი, ანუ ზარმაცი...
* * *
ვიყავი რუსი, ანუ ზარმაცი
და ყველაფერი სიზმარში ვწერე,
თუ არ დავწერე, წარმოვიდგინე,
ან დავინახე და გავიხსენე,
ალბათ მთავარიც ახლა ესაა,
რაც დარჩა ჩემში ყველაფრის მერე,
რომ ჩამეწერა არ მეყო ძალა,
არც სიტყვა, აღარც სურვილი თითქოს,
რა უცნაურიც არ უნდა იყოს...





