ძუნწი და მიზანდასახული შემოდგომის ცა


                         * * *

ძუნწი და მიზანდასახული შემოდგომის ცა
სუნს არ გამოსცემს.
სიბერეს ასდის ასეთი სუნი, ძვირფასო, — გამჭოლი და დიდებული.

დავჯდები ნაპირზე, საბნებსაც კი
არ შევაწუხებ. მომეცი ხელი.

სიკვდილი ჩუმია — მხოლოდ ასტერთა კვანძოვანი ღეროები
ყავისფერ ცივ ქილაში,
მადლიერებით, წყალს აღარ სვამენ.