პციროხა
მაღვიძარას დარეკვამდე გამეღვიძა და თვალებდახუჭული ვწევარ. ტიმოფეიჩი გვიანობამდე უსმენდა ფეხბურთს და რადიოს გამორთვა დაავიწყდა ასე ხშირად ემართება, იმიტომ რომ შუაღამისას, ჰიმნის შემდეგ, რადიოსადგური თავისთავად ჩუმდება, თუმცა ტრანზისტორზე, ღილაკის მოტრიალებისას, დილამდე შეიძლება დაიჭიროთ უცხო მუსიკის ტალღები, რომელსაც ბიძა იურა ბატურინი, მეტსახელად ბაშაშკინი, „ჯაზს» უწოდებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაიჭიროთ უცხოური საუბარი, თუნდაც ჩინურ ენაზე, მხიარული კატის კნავილს რომ წააგავს.
დილა ჰიმნით იწყება. ჯერ ისმის ჩხაკუნის ხმა. თითქოს გრამოფონზე გაბზარული ფირფიტა დადესო. მერე ოთახს ავსებს ჩვენი ქვეყნის მხურვალე მოტივი — სსრკ, ამ რიტმული სახელით და ბურთის მსგავსი გერბით, რომელიც თითქოს მარცვლეულის ძნებში შეგორდაო. ზაფხულში, ვოლგაზე ყოფნისას, სოფლის მაცხოვრებლებთან ერთად ხშირად ვთამაშობდი ფეხბურთს კარს ვაკოწიწებდით მინდორში კოლმეურნეების მიერ დატოვებული ჭვავის შეკვრებიდან. ერთ დღეს ბურთი წყალში ჩაგვივარდა, დინებამ გაიტაცა და გადმოაგდო ქვიშაზე იმ დროს, როცა ვოლგაზე გაიარა დიდმა თეთრმა გემმა.
ვწევარ სიბნელეში ჰიმნს ვუსმენ და გონებაში მუსიკა ღელავს და ტრიალებს საზეიმო ტალღებით, მაღალი ბგერებით, ოთხგემბანიანი ,,ვალერი ჩკალოვიდან» რომ ისმოდა. შურა კაზაკოვაზე ვფიქრობ. დღეს ის უნდა დაბრუნდეს კლასში: მთელი ერთი მეოთხედი „ტყის სკოლაში“ იყო სამკურნალოდ. რაღაც პრობლემა აქვს ფილტვებში. ეს ამბავი გაკვეთილის ბოლოს ოლგა ვლადიმეროვნამ გამოგვიცხადა და უცნაურად გადმომხედა. მე და შურა მთელი წელი ერთ მერხთან ვისხედით და როცა ის წაიყვანეს, ისე მოვიწყინე, მთელი კვირა სკოლაში არ წავსულვარ. ხან რას ვიმიზეზებდი, ხან რას: თავბრუ მეხვევა, თვალებში ბუზები ირევიან, როგორც ბებიას სჭირდა მეთქი.
— შავი ფერის? — მეკითხება რაიონული ექიმი სკორნიაკოვა, სასწრაფო რომ გამოიძახეს ჩემს საშველად.
— არა, თეთრი ბუზებია! — მოვიტყუე ყოველი შემთხვევისთვის. ინდოელი ბელადი მარტოხელა ბიზონი ასე უწოდებდა ფიფქებს.
— უცნაურია! —ამბობს ექიმი და ხელს ულვაშების თხელ ბუსუსებზე ისვამს. ანალიზები უნდა ჩააბაროთ და იკვებოთ უკეთესად! ქალბატონო დედა, რა არის ეს? ნეკნები სარეცხ დაფასავითაა. სასწრაფოდ მიეცით თევზის ცხიმი.
სჯობდა, ფეხი გადამბრუნებოდა! მშობლებმა, რა თქმა უნდა, მაშინვე დაიჯერეს ჩემი ავადმყოფობა და ბებია ანა კმაყოფილიც კი ჩანდა: აი, რამდენი ხანია გეუბნებით: ანემია აქვს ბავშვს მეთქი. შეხედეთ, რა ფერი ადევს, კუბოში უფრო ლამაზები წვანან! რა თქმა უნდა, ეს სრული სიცრუეა: მტვირთავი შუტოვი, ჩვენთან მეორე სართულზე რომ ცხოვრობდა, ჩემზე ბევრად უარესად გამოიყურებოდა. როცა მეზობლები ემშვიდობებოდნენ მას საერთო საცხოვრებლის ეზოში, ბავშვებს კუბოს არ გვაკარებდნენ, მაგრამ მე მაინც მოვახერხე ხალხში მკვდარი, მოღრეცილი სახის დანახვა, ნაცრისფერ-ლურჯი იყო, ჩემი გაფუჭებული სვიტერივით. დავაკვირდი მის ერთმანეთზე გადაჭდობილ ხელებს, რომლითაც სიცოცხლე თვითონვე მოისწრაფა და ვთქვი: — ღმერთო, რა საშინელებაა!
როგორც კი ექიმისგან ჩემი არასათანადო კვების შესახებ საყვედური მოისმინა, ლიდა მაშინვე აფთიაქში გავარდა თევზის ცხიმის და ჰემატოგენის საყიდლად, რომელიც ბუნდოვნად წააგავს შოკოლადს, გზად შეიარა სასურსათო მაღაზიაში ბაკუნინსკაიაზე, სადაც იყიდა დაპრესილი ხიზილალის შავი კუბიკი და ასი გრამი თართი, დაჭრილი თხელ ნაჭრებად. რატომღაც ის დარწმუნებული იყო, რომ ავადმყოფ ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ ხიზილალა, თართი და არა ტკბილეული, ნამცხვარი ,,კარტოშკა,» ან ჩემი საყვარელი ვაფლი ,,ტყის ნამდვილი ამბავი». მოზარდებმა არაფერი იციან კვების შესახებ.
ჩვენს საერთო საცხოვრებელში მოულოდნელი მუსიკით გამოღვიძებული მამა ხმამაღლა ილანძღება. მას ყველა ტიმოფეიჩს ეძახის. ის ჯდება ჭრიალა საწოლზე, სიბნელეში ეძებს ხმის გამომრთველს, მაგრამ შემდეგ ხვდება: ტრანზისტორი არაფერ შუაშია, საქმე რადიოშია, მუსიკა კიდევ ერთხელ იღვრება და წყდება.
ძია იურა (სხვათა შორის, სახელი მის პატივსაცემად დამარქვეს) ირწმუნება რომ ადრე ჰიმნში იმღერებოდა სტალინის სადიდებელი სიტყვები და მღეროდა გუნდი, მაგრამ ხრუშჩოვმა გააუქმა ძველი კუპლეტები, ახალი კი ვერ მოიფიქრა. დარჩა როგორც ხედავთ, მხოლოდ მელოდია. თავად ხრუშჩოვი, მელოტი, მეჭეჭებიანი, მსუქანი კაცი დაკუჭულ ქუდში, გმირის წოდების სამი ვარსკვლავით ჩამოფხატულ პიჯაკზე, შარშან მოხსნეს ვოლუნტარიზმისა და გამოთქმისთვის ,,кузькина мать». მან მთელი ჩვენი პური გაგზავნა კუბაში და ამის გამო საფუნთუშეში წინასწარ მგზავნიან პურზე, რომ რიგი მოვიკავო. როცა უფროსები, ერთად იკრიბებიან საკვირაო მაგიდასთან, ცხარედ განიხილავენ ახალ ამბებს და რატომღაც ხმას დაბლა უწევენ. ისინი ყოველთვის ასე აკეთებენ, როცა საქმე პოლიტიკასა და ებრაელებს ეხება. ბაშაშკინმა ამიხსნა: ადრე, ბელადების შესახებ ცუდი სიტყვების გამო, შეეძლოთ დაპატიმრება, ციხეში წაყვანა, ახლა, რა თქმა უნდა, ციხეში არავის სვამენ ამის გამო, მაგრამ სიფრთხილე უკვე ჩვევად იქცა.
...ტიმოფეიჩი წუწუნით დგება და თიშავს დილის ამბებს: ქვანახშირის წარმატებით მოპოვებაზე და სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მუშაობის მესამე ეტაპზე. მე ამ დროს წარმომიდგება საფუნთუშე არა ერთი, არამედ სამმაგი რიგით. მამაჩემი საღამოს ტრანზისტორს რომ უსმენდეს და არა მაღლა კუთხეში მიმაგრებულ ხმის გამაძლიერებელს, შავ ქუდს რომ წააგავს, არ დასჭირდებოდა ახლა ტაბურეტზე ასვლა, როგორც უბედურ შუტოვს. მაგრამ ტიმოფეიჩს არ უნდა ლინდას აწყენინოს.
აქ უკვე სხვა ამბავიც უნდა მოგიყვეთ: ტიმოფეიჩს, ახლახან, 23 თებერვალს, სამსახურში პატარა რადიომიმღები ,,სოკოლი» აჩუქეს. ძალიან მოხერხებული რამეა, შეგიძლია ყურთან მიიდო ,,მათბობელა ბალიშივით» და უსმინო ისე, რომ სხვა არ შეაწუხო. ლიდა ბრაზობს: თუ რადიო მაუწყებლობა უფასოა, „სოკოლისთვის“ დროდადრო ,,კრონის» ბატარეის ყიდვაა საჭირო, რომელიც არც ისე იაფი, ორმოცი კაპიკი ღირს. მაგრამ ლიდა სიხარბის გამო კი არ ბრაზდება, მას უბრალოდ არ სჯერა, რომ ტრანზისტორი მამას ქარხნის კომიტეტის თავმჯდომარემ გადასცა და არა ვიღაც თამარა საიდოვნამ დაგეგმარების განყოფილებიდან. მაგრამ ტიმოფეიჩი მუდმივად უმტკიცებს და ,,პატიოსან სიტყვას» იშველიებს და შეახსენებს რომ ლიდა, ასევე კომუნისტური პარტიის წევრი, ვალდებულია დაუჯეროს მას.
— კიდევ რა გვაქვს იქ? ჩუმად ეკითხება მოალერსე ხმით.
— არ გინდა! — გაბრაზებული ჩურჩულებს ლიდა. — ხელი გასწიე! ნება მომეცი დავიძინო! — ნახევარ საათში მაინც უნდა ავდგეთ! — ნუ, ნუ მეთქი! პროფესორმა ალბათ უკვე გაიღვიძა...
— გინდა შევამოწმო?
— ზუსტად ვიცი, რომ თავს იმძინარებს. — შემეშვი! სჯობს, თამარას ტრანზისტორს მოუსმინო!
— ისევ თავიდან იწყებ, მშვენიერია! მე გეუბნები თომაზე, შენ მიყვები იერომიაზე!
მამა ბრაზობს, სწრაფად დგება ჭრიალა საწოლიდან. ფანჯრის გარეთ ცას ოდნავ გადაჰკრავს ნაცრისფერი. მისი თეთრი მაისური სიბნელეში თავისით მოძრაობს, თითქოს უჩინარი კაცი დადისო. უჩინარ კაცზე წიგნი ბებიასთან, ელიზავეტა მიხაილოვნასთან ერთად წავიკითხე, როცა ბატურინებს ვსტუმრობდი, სადაც საძინებელი ადგილის არქონის გამო, ღამით მაგიდის ქვეშ მიგებდნენ ლოგინს. შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ვფანტაზიორობდი, წარმოვიდგენდი როგორ ვიხეტიალებდი საერთო საცხოვრებლის ირგვლივ, ყველა ოთახში შევიხედავდი ისე, რომ ვერავინ შემამჩნევდა.
თუმცა, ჩვენთან ნებისმიერ მეზობელთან შეიძლება მისვლა ყოველგვარი მოწვევის გარეშე. თუ იქ ვახშმობენ, შენც მაგიდასთან დაგსვამენ, თეფშზე გულიანად დაგიწყობენ ვერმიშელს ხორცით ან ლორზე შემწვარ კარტოფილს ხახვით და გიყურებენ როგორ ილუკმები (თუმცა სახლშიც იგივე უკვე ყელში ამოგივიდა),და იწყებენ გამოკითხვას სასკოლო ნიშნების შესახებ. კიდევ რა შეიძლება ჰკითხო მეოთხეკლასელს?
თუ ჩვენს ალექსეევნას ეწვევით, უცნაურ მოხუც დედაკაცს, დაღლილი სახითა და იასამნისფრად შეღებილი ტუჩებით, ის აუცილებლად მეასედ გაჩვენებთ ფინჯანს სამეფო ვენზელით, რომელიც მას საჩუქრად გადასცეს 1913 წელს ხოდინკაში. მის ოთახში ყოველთვის ვალერიანის სუნი დგას და შავი კატა სახელად ,,ციგანი» მაიმუნივით დახტის ფარდებზე
ერთადერთი მეზობლები, ვისთანაც არასდროს ვყოფილვარ, კომკოვები არიან. ისინი საერთოდ არავის უშვებენ და თვითონაც იშვიათად გადიან გარეთ. ხანდახან მოხუცი კომკოვი ეზოში გამოდის მზეზე გასათბობად, თბილი ბამბის შარვალი და უცნაური ნაცრისფერი კიტელი აცვია, მატყუარა სამკერდე ჯიბეებით. ის არასოდეს ჯდება კაცებთან, რომლებიც ეზოში დომინოს თამაშით ერთობიან. მეზობლები მას ზურგს უკან «მავნეს» ეძახიან. ერთნი ამბობენ, რომ ის ათი წელი იჯდა, სხვები ამბობენ, რომ ტყეს ჩეხდა, სხვები -რომ ფიცრის საწოლზე იწვა. ერთი სიტყვით, სრულიად, გაუგებარია, რას საქმიანობდა იქ. კომკოვების მრავალსულიანი ოჯახი უხმაუროდ ცხოვრობს ორ ოთახში თავისი შესასვლელი დერეფნით და საკუთარი პირსაბანით. იქიდან დროდადრო მძიმე ცუდი სუნი გამოდის.
— ,,სამაგონს» ხდიან! -გამოთქვა თავისი ვარაუდი ბაშაშკინმა კვირის სადილზე.
— კარგი ,,სამაგონი» არაყზე უკეთესია!, -შენიშნა დეიდა ვალიამ, ბიძია იურას მეუღლემ.
— დაუკვირდი, რას ლაპარაკობ! ლიდამ გაკვირვებულმა შეხედა უფროსს დას. — ეს ხომ სირცხვილია!
— ზუსტად ასეა: მე ჩემი თვალით ვნახე, ქალბატონ კომკოვას ჩანთით შაქარი და საფუარი რომ მიჰქონდა და მამას ეჭვნარევი მზერით შეაჩერდა..
— სად იყურება პოლიცია? — აღშფოთება გამოხატა მამამ და თვალი აარიდა ცოლისდას.
— განცხადება უნდა დავწერო, მათ გამო შუტოვმა ჯოჯოხეთი გაინაღდა!
— არ გინდა ლიდა, ცოდვა არ დაიდო სულზე! ჩუმად ჩაილაპარაკა მანია ბებომ. — მათ ამის გამო დასჯიან, შენ კი შეგარცხვენენ შვილო!
მეც, როგორც ბებიაჩემი, რატომღაც, მხოლოდ ფიქრებში ვეძახი დედას სახელს — ლიდა. მიუხედავად იმისა, რომ ის გაიზარდა, დაქორწინდა და მე და საშა გაგვაჩინა (საშა ახლა ბაღშია), მაგრამ შინაგანად, ჩემი აზრით, ის პატარა გოგონა დარჩა, ევაკუაციის დროს მთელი სადგურის გასაგონად რომ ტიროდა, როცა მატარებელს ჩამორჩა.
არა, უხილავი კაცი თუ გავხდებოდი, კომკოვებთან შეღწევის განზრახვაზე უარს ვიტყოდი, თუმცა, პიონერი ვალდებულია ყველაფერი, რაც ეჭვს ბადებს, პოლიციას შეატყობინოს. არის სხვა შეუსწავლელი ადგილებიც... გასულ ზაფხულს ჩემი მეგობარი ვოვკა ლემეშევი, ნიძლავის გამო გოგონების საშხაპე ოთახში შეძვრა პატარა ფანჯრიდან. საშინელი აურზაური ატყდა, აღმოჩნდა, რომ იქ ჩვენი პიონერ ხელმძღვანელი ზოია ბანაობდა და ფეხებს შორის უფრო მეტი ხვეული თმა ჰქონდა, ვიდრე თავზე. ვოვკამ ამის შესახებ ყველას უამბო და ის კინაღამ გააგდეს პიონერთა ბანაკიდან.
ტიმოფეიჩი ფანჯარასთან მიდის, მუხლით დგება დაბალ მარმარილოს რაფაზე, ხსნის ფანჯარას და ანთებს ასანთს, რომელიც მოკეცილ ხელისგულებში, ბებიის წითელაბაჟურიან ნათურას გავს. წითელ შუქზე ნათლად მოჩანს მისი ხვეული თმა, სქელი გადაწეული წარბები და გაუპარსავი ლოყები, ნაგაზის მოქაჩვისას რომ ეჩუტება. მე ჩუმად ვარ, გადასაფარებლიდან ფრთხილად ვიყურები: რა თმა უნდა, მამაჩემი ჩემს აკვარიუმთან ეწევა და სიგარეტის ფერფლი წყალში ცვივა, ეს კი საზიანოა თევზებისთვის. ოთახი „ბელომორის“ სუნით ივსება, სარკმლიდან კი გრილი ჰაერი უბერავს.
— ბავშვს გააცივებო! — წუწუნით აფრთხილებს ლიდა.
— ცოტა გაკაჟდეს! ჯარში ხომ უნდა წავიდეს.
— მიხურე სარკმელი!
— დავამთავრებ და მივხურავ! — დაიძინე! შენ ხომ დაძინება გინდოდა.
მარტია. ღამეები ჯერაც ცივია. როგორც ბებია ანა ამბობს: „მოვიდა მარტი. ჩაიცვი სამი შარვალი!» მაგრამ ყველანი უკვე გაზაფხულისთვის ემზადებიან. მეეზოვეებმა ძალაყინით დაამსხვრიეს ქვაფენილზე ყინულის ლოდები, „გემრიელ და ჯანსაღ კვებაზე» დაწერილი წიგნის სისქის. უზარმაზარი ყინულის ნაჭრები პირამიდებადაა დაწყობილი, მაგრამ სატვირთო მანქანებს ჯერ არ წაუღიათ და მდინარე იაუზაში არ გადაუყრიათ. ჩვენ ვთამაშობთ გორაკის მეფეს. მე სულ ზემოდან გადმომაგდეს, გუბეში ჩავვარდი და ჩემს ახალ სვიტერს, დაბადების დღისთვის რომ მომიქსოვა მამიდა ვალიამ, გაზეთილი ტალახი შეესხა. საშინელებაა!
თავიდან მინდოდა ლაქის გაწმენდა აცეტონით, ცოტა მიწილადა ჩვენმა დარაჯმა, ყოფილმა მეზღვაურმა ბიძია გრიშამ მეექვსე ოთახიდან. ლაქების მოშორება ვერ მოხერხდა. დაველოდე, როცა მშობლები საღამოს ცვლაში წავიდოდნენ, ავადუღე წყალი, შიგ ვაქაფე სარეცხი საპნის ნახევარი, მაგრამ რეცხვის შედეგად, სვიტრი, რომელიც მანამდე თეთრი იყო, ტყვიისფერ-ნაცრისფერი გახდა, როგორც მკვდარი შუტოვი. სვიტრი საპნიანი წყლისგან გავწურე და დეიდაჩემის საჩუქარი დივანში დავმალე, დაველოდე სანამ კიდევ რამეს დავაშავებდი, რომ მერე ერთიანად მეზღო.
— რატომ არის ოთახში ნესტის სუნი? — იკითხა სამსახურიდან დაბრუნებულმა ლიდამ.
— რა ვიცი, თევზებს წყალი უკვე გამოვუცვალე!
— სწორია, თორემ მოკვდებიან, როგორც წინა ჯერზე! — სულ ფერფლის ბრალია! ტიმოფეიჩი, ჩემს აკვარიუმთან სახიფათო სიახლოვეს ეწევა თავის «ბელომორს», რომელსაც ვოლგის ყველაზე სასტიკი კოღოებიც კი ვერ იტანენ და გამომცდელად მიყურებს. ვგრძნობ მის მზერას და ვცდილობ არ გავინძრე.
— პროფესორს სძინავს! მრავალმნიშვნელოვნად აცნობებს იგი ლიდას.
— არა! მტკიცედ პასუხობს ის.
პროფესორი, ჩემი ერთ-ერთი მეტსახელია. მშობლები ამბობენ, რომ ასე ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში შემარქვეს. ჩვეულებრივ კითხვაზე, როგორ ვიქცეოდი დღის განმავლობაში, მასწავლებლები პასუხობდნენ: კარგად იქცეოდა! სხვები დარბიან, ყვირიან, ცელქობენ, თქვენი კი, სულ ზის და ფიქრობს, როგორც პროფესორი. ბავშვი კი არა, სასწაულია! მერე ეს მეტსახელი დავიწყებას მიეცა და მე გავხდი ,,თათებიანი ბატი» — დაბალი ჰემოგლობინის გამო. მერე დიდხანს მეძახდნენ „პციროხას“ და ხანდახან ახლაც მეძახიან. ო, ეს განსაკუთრებული ამბავია.
დიდი ხნის წინ, როცა პირველი კლასი დავამთავრე, ბატურინებთან ერთად გავემგზავრეთ ახალ ათონში, ზღვისკენ. იქიდან, სხვათა შორის, შარშან ჩამოვიტანე დიდი ნიჟარა, რომელიც საკუთარი ხელით ამოვიღე ზღვის ფსკერიდან, რომ შურა კაზაკოვასთვის მეჩუქებინა და კინაღამ დავიხრჩვი. როგორც ჩანს, მავთული ცუდად მივამაგრე სლიპინა სხეულს და კუდი დამრჩა შიგნით. სანამ ნიჟარა ჩემთან ერთად მოსკოვში მოდიოდა, დალპა და იმაზე უარესი სუნი აუვიდა კომკოვების საცხოვრებლიდან რომ გამოდიოდა.
— სადღაც მკვდარი თაგვია, თუ რა ხდება? — ვერ გაეგო ბებია მანიას, რომელიც ჩვენი ოთახის ყველა კუთხე-კუნჭულს ამოწმებდა, და აზრად არ მოსვლია. ბატარეის უკან შეეხედა, საჩუქარი რომ გადამერჩინა, სარვამარტოდ ტიმოფეიჩის ნაჩუქარი ლიდას სუნამო „კრასნაია მასკვა“ მოვასხი. სუნი კიდევ უფრო ამაზრზენი გახდა. რის გამოც მომიწია ნიჟარის სხვენზე ატანა და ძველ გაზეთებს შორის დამალვა. ვიფიქრე, იქნებ განიავდეს! შურა კი ამასობაში გაემგზავრა თავის „ტყის სკოლაში.» მალე სახლში გრეხილ ფლაკონში სუნამოს აშკარა ნაკლებობა შენიშნეს, რომელიც თავის ყუთში ინახებოდა წითელი ფუნჯით.
— რა მოხდა?! სად გაქრა სუნამო?! ლინდა კინაღამ ატირდა. მომიწია ტყუილის თქმა, თითქოს თითი გავიჭერი, იოდი ვერ ვიპოვე და გადავწყვიტე ჭრილობის დეზინფექცია სუნამოთი. ამ ამბავს გაგებით შეხვდნენ ოჯახში: ბებია ანა ბავშვობაში კინაღამ გარდაიცვალა სისხლის ინფექციით. მე შემაქეს კიდეც ჩემი საზრიანობისათვის, ისე რომ არც მოუთხოვიათ ჭრილობის შემოწმება, რომლისთვისაც ნახევარი ბოთლი „კრასნაია მასკვა» დაიხარჯა. — ყოჩაღ, პციროხა! მაგრამ სამომავლოდ დაიმახსოვრე: კარადაში მარცხნივ, ვალერიანის გვერდით, იოდია. გასაგებია? — გასაგებია!
მამა აგრძელებს მოწევას, ფანჯარაში უშვებს ამონასუნთქ ბოლს. ფერფლი, რა თქმა უნდა, აკვარიუმში იყრება. არადა შემპირდა! ფანჯრის მიღმა ფარნის შუქზე ვერცხლისფრად მოციმციმე კვამლის ღრუბლები ქუჩაში ფენებად მიცურავს. მეჩვენება, რომ ტიმოფეიჩი ისევ მიყურებს, არკვევს, მძინავს თუ არა. მეტი დამაჯერებლობისთვის ხვრინვას ვიწყებ და ტუჩებს ვაწკლაპუნებ.
— მოშორდი აკვარიუმს! ითხოვს ლიდა დაღლილი ხმით. — თევზები მოკვდებიან!
— ჩვენ ყველანი მოვკვდებით!
— შენ ხომ შეპირდი პციროხას?
— შენც დამპირდი რაღაცას.
ჰოდა, როცა ახალ ათონში მივდიოდით, მატარებელი გაჩერდა რომელიღაცა სადგურზე და სიცხის გამო ღია ფანჯრებს ხმაურით მოაწყდნენ ადგილობრივები გარგარისა და მაყვლით სავსე სათლებით. ერთი ხმაურიანი დეიდა ყველას სთავაზობდა შემწვარ იხვს, რომელიც ჯერ კიდევ დილას ცოცხალი დასეირნობდა. მგზავრები ყნოსავდნენ და ყიდვა ვერ გადაეწყვიტათ. როგორც კი მატარებელი დაიძრა, გიჟებივით დაიწყეს საჭმლის ყიდვა და იხვის გამო კინაღამ ჩხუბიც კი მოუვიდათ. იმ დროს მე ახალი ნასწავლი მქონდა ანბანი და წარწერებს, რომელიც თვალში მომხვდებოდა, ასო-ასო ვკითხულობდი. ასე წავიკითხე ძალიან ხმამაღლა სადგურის სახელი, რომელსაც მატარებელმა ჩაუარა: «პცი-რო-ხა». პლაცკარტს სიცილის ტალღამ გადაუარა. ყველაზე პირქუშმა დამსვენებელმა ოფლიან მაისურში, რომელმაც გამყიდველისგან ხურდის აღება ვერ მოასწრო, მანაც კი უხალისოდ გაიღიმა. ამ აფხაზურ სადგურს ფაქტობრივად „პსირცხა“ ერქვა. მოგვიანებით სხვა ვაგონებიდანაც მოდიოდნენ მხიარული მგზავრები ჩემს სანახავად, «პციროხა» გავხდი დიდი ხნის განმავლობაში, თუ არა სამუდამოდ. მაგრამ გარკვეული პერიოდი მე მეტსახელად „დელეგატორიც“ ვიყავი.
ერთ კვირას ჩვენ წავედით ზოოპარკში, ვნახეთ ვეფხვები, ლომები, სირაქლემები, სპილო და ნიანგ-ალეგატორებს დავუწყეთ ძებნა. ვიპოვეთ. აღფრთოვანებული ვიყავი და მამაჩემს ვთხოვე ხელში ავეყვანე, რომ უკეთ დამენახა და ბრბოს თავზე ამაღლებულმა ვიყვირე: ,,აბა, სად არის ეს თქვენი დელეგატორი?» ხალხი კოლექტიურად ახარხარდა. მორიგი ყრილობა ახლოვდებოდა და რადიოთი დილიდან საღამომდე იმეორებდნენ თუ როგორ „ჩადიან დელეგატები მოსკოვში თვალუწვდენელი საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან». როგორ და რანაირად გაერთიანდა ჩემს თავში „დელეგატი“ და „ალიგატორი» და იქცა „დელეგატორად“ გაუგებარია. მაგრამ ყველას ძალიან მოეწონა. ბაშაშკინმა ამის შესახებ კოლეგებს მოუთხრო სამხედრო ორკესტრში და მათ სალამი შემომითვალეს. მეტსახელი „დელეგატორი“ დიდხანს არ შემრჩენია. მაგრამ პიონერთა ბანაკში შერქმეული მეტსახელი «ჩალიაპინი» მტკიცედ მომეკრა, ჩემს ორ მეგობარს კი — „ლემეშევი“ და „კოზლოვსკი“. რატომ? ეს სულ სხვა ამბავია. ცოტა ხნის წინ, სახლში, ისევ დამიძახეს «პროფესორი», ოღონდ ყოფილი კეთილგანწყობის გარეშე. ახლახან სერგეი დმიტრიევიჩის, ბაშაშკინის მეზობლის, ნაჩუქარი მარკები გადავუცვალე და ახლა შემიძლია საბანქვეშ ვიკითხო. მამა რატომღაც ძალიან ბრაზობს ამის გამო, ჩხუბობს. გუშინწინ საბანი გადამხადა და ფარანი წაიღო.
— დაიძინე!
— არ მინდა!
— მაშინ გვაცალე მშობლებს ძილი!
— არავის ვაწუხებ. საბნის ქვეშ ვარ!
— დაიხრჩობი!
— არ დავიხრჩობი!
— ხელს მიშლი!
— არა, არ გიშლი!
— დაუბრუნე ბავშვს ფანარი! ცოტა წაიკითხოს...
— არა, არ არის საჭირო! სათვალით ივლის ბაბუამისივით. — რომ დაბრმავდება შენ აჭმევ და ასმევ?
— არ დავბრმავდები! მტკიცედ დავპირდი.
— დაიძინე! მომეცი წიგნი!
— შენ თვითონ არაფერს კითხულობ, შენმა შვილმა მაინც წაიკითხოს!— ლიდამ ნიშნისმოგებით დამიჭირა მხარი.
— ახლავე გამოგიჩენთ ყველას საკითხავს!— დაიყვირა ტიმოფეიჩმა, ჩართო ტრანზისტორი და მოშიშინე ეთერში დაიწყო სპორტული არხების ძებნა.
— რატომ ამბობ, რომ ქარხნის კომიტეტის თავმჯდომარემ გაჩუქა?— მთქნარებით კითხულობს ლიდა, რომ უფრო გულგრილი გამოჩნდეს.
— ისევ თავიდან იწყებ! მშვენიერია! — მამაჩემს სახე უწითლდება, მორიგი ბელომორინას იღებს კოლოფიდან და როგორც დღისით, ისევ ფანჯარასთან მიდის. საოცარია, რამხელა უსიამოვნება შეიძლება მოჰყვეს ისეთ სასარგებლო ნივთს, როგორიცაა ,,სოკოლის» მიმღები ტყავის ყუთში! საწყალი ტიმოფეიჩი ისევ ბრაზობს, სიგარეტს ამთავრებს, ნამწვს ფანჯრიდან აგდებს და ისიც ტყვიასავით მიფრინავს მარტის სიბნელეში.
— პროფესორს ნამდვილად სძინავს! — აცნობებს დედას საწყალობელი ხმით. — კარგი რა ლიდა!
— არა! ის კიდევ უფრო მტკიცედ პასუხობს.
მამა კბილების ღრჭიალით მიდის და სკამებს ეჯახება, გასაპარსად საჭირო ჯაგრისს და პლასტმასის ჭიქას იღებს, პოულობს და მხარზე მოიგდებს თეთრ ვაფლის პირსახოცს, რომელიც ნახევრად ანათებს სიბნელეში. კარის ზღურბლთან შეჩერდება და მკაცრი ხმით ეკითხება დედას:
— რიგი მოგიკავო?
— არა! დღეს კვალიფიკაციის ამაღლება მაქვს. ცხრაზე წავალ. მანამდე კი დავიძინებ ცოტას.
— დაიძინე, დაიძინე! კარმა გაიჯახუნა, მამა სამზარეულოში გადის გასაპარსად და დასაბანად. ათ წუთში დაბრუნდება, თუ საპირფარეშოსთან რიგი არ დახვდა. — ღამის ქოთანი გაიყოლე! — შეურაცხმყოფელი ხმით უყვირის ლიდა, ხვნეშის და წრიალებს საწოლში.
თავი რატომღაც დამნაშავე მგონია. თვალებდახუჭული ვწევარ და შურაზე ვფიქრობ. გაკვეთილების დაწყებამდე სხვენში უნდა ავირბინო და თუ ნიჟარა განიავდა, დღესვე ვაჩუქო თანაკლასელს „ტყის სკოლიდან» დაბრუნების აღსანიშნავად. — და თუ არ განიავდა? მაშინ შეუძლია მაიონეზის ქილაში მოათავსოს გუფი, ალისფერი კუდით და მიართვას. ასეთი თევზი ბევრი ჰყავს, ისინი ძალიან სიცოცხლისუნარიანები არიან და მუდმივად მრავლდებიან.
უცებ უცნაური ხმა მესმის, თვალებს ვახელ: ლიდა ღამის კომბინეზონში ჩაცმული ზის საწოლზე, რადიო მიმღები ,,სოკოლი» ხელში უჭირავს და ტირის. ცუდადაა საქმე! სადაცაა დაბრუნდება, ოდეკალონი ,,შიპრი»ს სურნელით გაჟღენთილი, სუფთად გაპარსული, ლოყაზე ახალ სისხლიან ჭრილობაზე, ჩვეულებისამებრ, გაზეთის ნაგლეჯ მიკრული, ტიმოფეიჩი.
— ტირი? იკითხავს.
— მეტი საქმე არა მაქვს! — უპასუხებს ლიდა. და ისინი ისევ ისაუბრებენ, თამარა საიდოვნაზე დაგეგმარების განყოფილებიდან. მერე აუცილებლად იჩხუბებენ, მამა საწოლის ქვემოდან ლითონის კუთხეებიან ჩემოდანს ამოიღებს და გამოაცხადებს, რომ სასწრაფოდ მიდის ბებიასთან, ანასთან ჩეშიხაზე, დაიწყებს ნივთების შეგროვებას და დიდხანს ვერ იპოვის ერთადერთი ჰალსტუხს, რომელიც ყოველთვის სადღაც უჩინარდება ჩხუბის დროს.
— ვიცი მე შენი ჩეშიხა!
— მიდი, მიდი! ისევ იგივე! მე ვეუბნები თომაზე, ის მეუბნება იერემიაზე! ამის მოთმენა უკვე არ შეიძლება!
ისე ვიჭიმები, თითქოს ახლახან გავიღვიძე, თვალებს ვიფშვნიტავ მათ დასანახად და ვამთქნარებ. ლიდა სწრაფად იწმენდს ცრემლებს და მხრებზე საბანს იფარებს.
— გამოიძინე, პციროხა?
— კი... რისი თქმა გინდოდა წუხელ ძილის წინ?
გუშინ მინდოდა მეთქვა, რომ ცისფერი მამლის მდედრმა ქვირითი დაყარა და მოკვდა, ამიტომ, საჭიროა ფრინველების ბაზარზე წასვლა ახალი თევზის საყიდლად და ამისათვის კი საჭიროა ორმოცდაათი კაპიკი. ექვსი კაპიკი ღირს ტრამვაით მგზავრობა წინ და უკან, ორმოცი ღირს თევზი და ოთხი, ცქრიალა წყალი შინდის სიროფით. მაგრამ ვამბობ სულ სხვა რამეს:
— არ გამიბრაზდები?
— გააჩნია რისთვის.
ვგრძნობ, როგორ იძაბება. ვდგები, ვანთებ დასადგმელ ნათურას. ოთახს შხამიანი ელექტრო შუქი ავსებს. დედას თვალები წითელი აქვს. იგი ქურდულად მალავს ბალიშის ქვეშ მამის ჰალსტუხის წვერს. სახეზე სევდიანი სასოწარკვეთილება ეტყობა. გულის კანკალით ვწევ დივნის თავსახურს და გაფუჭებული სვიტრი ამომაქვს. სვიტრი მძიმეა, ჯერ კიდევ ნესტიანი, მომწვანო ობით დაფარული.
— ეს რა არის? ლინდა შეშინებულია.
— დეიდა ვალიას ნაჩუქარი სვიტრი.
— საშინელებაა! მამაშენი მოგკლავს!
— არავინაც არ მომკლავს, რასაკვირველია!
ტიმოფეიჩი სწრაფი მოძრაობით გამოაძრობს შარვლიდან ქამარს, დივანზე დამაგდებს და სანამ ნახევარი ძალით შეეცდება ჩემთვის ჭკუის სწავლას, დედა მას ხელებს დაუჭერს და შეეხვეწება:
— კმარა მიშა, კმარა! ბავშვია! დიდი ალბათობით, სანამ ჩემს შიშველ ტრაკამდე პირველი დარტყმის სუსხი მოაღწევს, შევძლებ ეზოში გაქცევას. როგორც ჩანს, ტიმოფეიჩი განზრახ მაძლევს გაქცევის შესაძლებლობას, რატომღაც ძალიან დიდი ხანი უნდება ქამრის შეხსნას და მოქმედებაში მოყვანას. იქ, ეზოში, ყუთებს შორის დავიმალები და დავიწყებ იმაზე ფიქრს, სჯიან თუ არა გოგონებს ცელქობის გამო — მაგალითად შურა კაზაკოვას? თუ ურტყამენ, მაშინ ალბათ სახტუნავი თოკებით.
მე ნახევარ საათში ვბრუნდები, რადგან ჩემი სკოლაში წასვლის დროა. კიბეებზე, შესაძლოა სამსახურში დაგვიანებულ, გამხიარულებულ მამას შევეფეთო. ის შერიგების მიზნით კეფაზე მსუბუქად წამკრავს ხელს, მე ზურგს ვაქცევ ნაწყენი და მერე ერთი-ორი დღე მხოლოდ თევზებთან ვილაპარაკებ. სამაგიეროდ მშობლები არ იჩხუბებენ და არავინ წავა ჩეშიხაში.
სანამ დამსჯიან, რატომღაც ისინი ყოველთვის ახერხებენ შერიგებას...